მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 2:11

10. ხოლო ჩუენ ღმერთმან გამოგჳცხადა სულისა მიერ თჳსისა; რამეთუ სული ყოველსავე გამოეძიებს და სიღრმესაცა ღმრთისასა.11. რამეთუ ვინ-მე უკუე იცის კაცმან კაცისაჲ, გარნა სულმანვე კაცისამან, რომელი არს მის თანა? ეგრეთცა ღმრთისაჲ არავინ იცის, გარნა სულმანვე ღმრთისამან.12. ხოლო ჩუენ სული არა ამის სოფლისაჲ მოგჳღებიეს, არამედ სული იგი, რომელ არს ღმრთისაგან, რაჲთა ვიცოდით ღმრთისა მიერ მონიჭებული იგი ჩუენდა;
1 კორინთელთა მიმართ თავი 2
11. რამეთუ ვინ-მე უკუე იცის კაცმან კაცისაჲ, გარნა სულმანვე კაცისამან, რომელი არს მის თანა? ეგრეთცა ღმრთისაჲ არავინ იცის, გარნა სულმანვე ღმრთისამან.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ოჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მან მე მადიდოს“ (16,14).:

...ბს, და ჰურიათათჳსცა ვერ იტყოდა ზედაჲსზედა მაღალთა და დიდებისა თჳსისა საქმეთა, ამისთჳს იტყჳს: მან გითხრას ყოველი ჭეშმარიტი. ხოლო რაჲთამცა არა თქუეს, თუ: შენ არა იცია ყოველი ჭეშმარიტი? ამისთჳს შესძინა და ჰრქუა, ვი-თარმედ: „თავით თჳსით არას იტყოდის“, რამეთუ „არავინ იცის ღმერთი, გარნა სულმანვე ღმრთისამან“, არამედ ჩემთა თქუმულთაგან უცხოჲ არარაჲ თქუას, რამეთუ ჩემგან მიიღოს, ვითარმედ ჩემთავე სიტყუა-თა მსგავსად იტყოდის, რამეთუ „ყოველი, რაოდენი აქუს მამასა, ჩემი არს“. და იგი მამისა სიტყუათა იტყოდის, და ესრეთ საცნაურ არს, ვითარმედ ჩემთავე იტყჳს. ხოლო რაჲსათჳს პირველ ქრისტეს წარსლვისა არა მოვიდა სული წმიდაჲ? გარნა ვინაჲთგან წყევაჲ არა დაჴსნილ იყო და ცოდვაჲ არა აჴოცილ, არა მოვიდოდა, რამეთუ ჯერიყო პირველ მტერობისა დაჴსნაჲ და დაგებაჲ ჩუენი ღმრთისა მიმართ და ესრეთ ნიჭისა მის მოსლვაჲ. ხოლო რად იტყჳს, თუ: „მოგივლინო“? ვითარ მოივლინების, რომელი-იგი ყოველგან არს? გარნა ესე იგი არს, ვითარმედ: განგმზადნეთ თქუენ ესრეთ, რაჲთა მოვიდეს იგი და სთნდეს თქუენ შორის ყოფაჲ. და კუალად ამისთჳს თქუა ესე, რაჲთამცა გუამოვნებისა განყოფილებაჲ გამოაჩინა. რამეთუ ძალ-ედვა თავადსაცა მის ყოვლისა ქმნაჲ, არამედ ამისთჳსცა ყო ესე, რაჲთა სულისაცა წმიდისა პატივი გულისხმა-ყო...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ოზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო დღისა მისთჳს და ჟამისა არავინ იცის, არცა ანგელოზთა ცისათა, არცა ძემან, გარნა მამამან“ (24,36).:

...ყჳს: „არავინ იცის ძე, გარნა მამამან“. არა თუ მუნ უმეცრებასა წამებს სულისა წმიდისასა. ნუ იყოფინ! არამედ მუნცა პირველი მიზეზი მეცნიერებისაჲ მამისაჲ წამა, რამეთუ ესე ცხად იყო, და მრავალგზის ეთქუა, ვითარმედ: „არავინ იცის ღმრთისაჲ, გარნა სულმან ღმრთისამან“.

აწ უკუე ყოველივე ესევითარი დიდებაჲ და პატივი და სიბრძნე და სახიერებაჲ და მეცნიერებაჲ და სხუაჲ ყოველივე კეთილი მამისა და ძისა და სულისა წმიდისაჲ განუყოფელ არს. თჳნიერ, ვითარცა მიზეზსა, პირველ იტყჳს მამისათჳს, რამეთუ ძე არს საყუარელი და პატივ-სცემს ყოველსავე ზედა დაუსაბამოსა მას მამასა. ეგრეთვე ესე სიტყუაჲ, თუ: „არავინ იცის, გარნა მამამან“, პირველსა მიზეზსა მეცნიერებისასა ყოფილთა და ყოფადთაჲსა მამისა აღამაღლებს და ყოვლითურთ უჩუენებს კაცთა, ვი-თარმედ იგი არს პირველი მიზეზი კეთილთაჲ; და გულისხმა-გჳყოფს, ვითარმედ რაჲ-იგი მამისაჲ არს, ყოველი ძისაჲცა არს და სულისა წმიდისაჲ, თჳნიერ უშობელობისა, რამეთუ მამაჲ უშობელ არს, ძჱ - პირველ საუკუნეთა შობილი დაუსაბამოდ, სული წმიდაჲ - მამისაგან გამომავალი. ესე თჳთებანი არიან გუამოვნებისანი. ხოლო სხჳთა ყოვლითავე ერთობაჲ იგი და სწორებაჲ წმიდისა სამებისაჲ განუყოფელ არს, და ამას შჯულიცა ბუნებითი გული...

სრულად ნახვა