თარგმანი: ზიარად ყოველთა შეურაცხებს ცოდვასა მას, რაჲთა არა ჰგონებდენ, თუ კიდე-არიან ბრალისა მისგან, და უდებ-ყონ იგი. ამისთჳს ყოველთა და ეტყჳს, ვითარმედ: თქუენ შორის, მორწმუნეთა მაგათ და ესოდენთა ქველისმოქმედებათა ღირსქმნულთა ისმის-ცა რად ესევითარი სიძვაჲ, რომელ არცა თუ წარმართთა სახელ-იდების, რომელ არიან ურწმუნონი. ხოლო უკუეთუ მათ შორის არცა თუ სახელ-იდების, ხოლო თქუენ შორის იქმნების-ცა, რაჲ ვინ თქუას ამისთჳს? და თქუენ განლაღებულ ხართ თითოეული თჳსსა საქმესა ზედა, და არა შეგირაცხიეს საქმე იგი თქუენ ყოველთა სირცხჳლად, ხოლო უკუეთუმცა არა განლაღებულ იყვენით, ვითარმცა არა იგლოვეთ ყოველთა საქმისა მისთჳს, ვითარცა თქუენისა, რამეთუ ყოვლისავე კრებულისა ვნებაჲ არს საქმე იგი.
1 კორინთელთა მიმართ 5:2
თარგმანი: მასვე პირველსა აყუედრებს — რეცა მოქადულობასა ნიჭთა ზედა ღმრთისათა, ვითარმედ თჳთ ესე ოდენ კმა იყო დამამდაბლებელად ამპარტავანებისა თქუენისა, უკუეთუმცა ერთისა მის ცოდვაჲ, ვითარცა ზოგადი ყოველთაჲ, გეგლოვა; რამეთუ ლოცვით და გლოვით ჯერ-იყო შევრდომაჲ ღმრთისაჲ, რაჲთა, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს: აღიღოს შორის მათსა, რომელმან საქმე იგი ქმნა. ესე ამისთჳს, რაჲთა არა შორის მათსა მყოფობითა, მსგავსად წამლისა გესლოვანისა, სხუათაცა განეზავოს უწესოებაჲ საქმისაჲ მის. ხოლო შენ იხილე, ვითარ სახელიცა არა მოიჴსენა ბოროტისმოქმედისაჲ მის, ყოვლად რიდობითა მისგან, სახედ ბიწისა რაჲსმე და მწინკულისა.
...არა უძლურად ანუ ნაკლულევანად, არამედ მტკიცედ და სრულებით ამცნებს შეყუარებად მისსა, და ამის მიერ უმეტესსა წამებს; სათნოებასა კორინთელთასა, ვითარ რომელი-იგი პირველად ესოდენ უყუარდა, რომელ შეცოდებასა მასცა ზედა იქადდეს-ვე სილაღით, რომლისათჳს პირველსა ებისტოლესა შინა მიუწერს, ვითარმედ: "თქუენ განლაღებულ ხართ" (), ესევითარი იგი ბრძანებითა მოციქულისაჲთა ესოდენ მოეძაგა, რომელ მოციქულისავე ვედრებაჲ საჴმარ იქმნა კუალად შეყუარებისათჳს მისისა.
მოციქულისაჲ: რამეთუ მი-ვე-ამისთჳს-ვწერე, რაჲთა ვცნა გამოცდილებაჲ თქუენი, უკუეთუ ყოვლისათჳს-ძი მორჩილ ხართა (2,9).
თარგმანი: ესე იყო მორჩილებისა მათისა გამოსაცხადებელი, რაჲთა, ვითარ-იგი პირველ მოიკუეთეს და განაგდეს ბრძანებითა მოციქულისაჲთა, ეგრეთვე აწ ბრძანებითა მისითა კუალად შეიწყნარონ და შეიტკბონ შეცოდებული იგი.
მოციქულისაჲ: რამეთუ რაჲ-იგი მომმადლოთ თქუენ, და მეცა; რამეთუ მეცა, რაჲ-იგი მიმიმადლებიეს, მი-ვე-მიმადლებიეს თქუენ ძლით წინაშე პირსა ქრისტესსა (2,10).
თარგმანი: იხილე, ვითარ იგინი პირველად დააწესნა სიტყუასა ამას შინა, და ეგრეთღა შემდგომად თავი თჳსი, და ამით სახითა პატივსა უყოფს; ხოლო კუალად, რაჲთა არა ჰგონონ, ვითარმედ მხოლოდ იგინი ოდენ არიან უფალ მიტევებისა და არა-მიტევებისა, ამისთჳს...
...და ჩუენ გუავნებდენ, კეთილ არს მაშინ მოკუეთაჲ მათი ჩუენგან, და მრავალგზის ამით საქმითა უფროჲსად ერგის მათ. ამისთჳსცა მოციქული იტყოდა: „აღმოფხუართ უკეთურებაჲ თქუენგან“; და კუალად, ვითარმედ: „რაჲთა აღმოიფხურას თქუენგან, რომელმან ესე საქმჱ ქმნა“, რამეთუ ბოროტ არს ბოროტთა თანა ერთობაჲ, რამეთუ ვერცა ერთი სენი შემძლებელ არს ესრეთ შეხებად მახლობელთა მისთა, ვითარ ბოროტთა კაცთა თანა ყოფაჲ მავნებელ არს, რამეთუ „განხრწნიან წესი კეთილი ზრახვათა ბოროტთა“. ნუმცა ვის აქუს უკუე მეგობარი ბოროტი. ხოლო უკუეთუ ძენიცა უკეთურნი გუესხნენ, განვაგდოთ და არა ვჰრიდებდეთ ბუნებასა, არცა შჯულსა ბუნებისასა და შვილობისასა, არა უფროჲსად მეგობართაგან ჯერ-არსა სივლტოლაჲ, უკუეთუ ბოროტნი იყვნენ? რამეთუ დაღაცათუ ერთიცა ვნებაჲ არა შემოგუეხოს მათგან, არამედ ბოროტსა იჭუსა ვერ განვერნეთ, რამეთუ გარეგანნი იგი არცა ცხორებასა გამოეძიებენ, არამედ თანამყოფთაგან განგჳკითხვენ. ამას ყოველთავე ვამცნებ, რამეთუ ჯერ-არს განზრახვაჲ კეთილისაჲ და ქმნაჲ წინაშე ღმრთისა და წინაშე კაცთა.
ვისწრაფოთ უკუე ყოვლით კერძო არადაბრკოლებად მოყუსისა, რამეთუ დაღაცათუ ცხორება...