თარგმანი: ამას იტყჳს, ვითარმედ: ნუ განეყენებინ ქმარი ცოლისაგან, რაჟამს ერთბამად იყვნენ, რაჲთა არა მიეცეს სიძვისა მიზეზი. ხოლო მე ვიხილენ ვიეთნიმე უგუნურნი, რომელთა დააყენნეს ვიეთნიმე, რომელთა ენება ცოლთა თჳსთა ღმრთისათჳს დატევებაჲ და მონაზონ ყოფაჲ, და მოიღეს სიტყუაჲ ესე მოციქულისაჲ მათისა უგუნურებისა მოწამედ, და ვერ გულისჴმა-ყვეს, ვითარმედ მოციქული სხჳსა პირისათჳს იტყვს ამას, რამეთუ, ვინაჲთგან იყვნეს ვიეთნიმე კორინთეს შინა, რომელ თჳნიერ მეუღლეთა მათთა განზრახვისა განეყენნიან მათ ჟამ რავდენმე და კუალად მივიდიან, და ესრეთ, ოდესმე მივიდოდიან და ოდესმე —არა. და იქმნებოდა საქმე ესე მიზეზ მეუღლეთა მათთა მრუშებისა. ხოლო ცნა ესე მოციქულმან და ამისთჳს ეტყჳს, ვითარმედ: ვინაჲთგან მეუღლენი გისხენ თქუენ და არა სრულიად დაუტეობთ მათ ღმრთისათჳს, ბარე მიზეზ მრუშებისა ნუ ექმნებით. ნუცა განეშორებით ურთიერთას ჟამ რავდენმე, არამედ ოდეს იყოს ჟამი მარხვისა და ლოცვისაჲ, მაშინ მეუღლისაცა განზრახვითა განეყენენით მოცალენისათჳს და კუალად ურთიერთას შეეყვენით, რაჲთა არა განგცადნეს თქუენ ეშმაკმან სიძვითა უთმინოებისა თქუენისათჳს. რამეთუ გამოაჩინა, ვითარმედ ესეცა...
1 კორინთელთა მიმართ 7:5
მოციქულისაჲ: ხოლო რომლისათჳს-იგი მოსწერეთ ჩემდა, კეთილ არს კაცისა დედაკაცისა შე-ვე-არა-ხებაჲ (7,1).
თარგმანი: ვინაჲთგან კორინთელთა მიუწერეს მოციქულსა, "უკუეთუ ჯერ-არსა განყენებაჲ ცოლთაგან ანუ არა?" — ამისთჳს მიუწერს, ვითარმედ: უმაღლეს ცოლიერებისასა და უსრულეს ქალწულებაჲ არს; ხოლო უძლურებისათჳს და შემწედ უძლურებისა სჯულიერივე საქმე არს, რაჲთა ესუას კაცსა ცოლი, შჯულიერითა წესითა ხუედრებული მისდა.
მოციქულისაჲ: ხოლო სიძვისათჳს კაცად-კაცადსა თჳსი ცოლი ესჳნ და თითოეულსა თჳსი ქმარი ესჳნ (7,2).
თარგმანი: ვინაჲთგან შენდობით განუწესა ქორწინებაჲ, აწ მიზეზსაცა დაჰრთავს, ვითარმედ: ამისთჳს ბრძანებულ იქმნა მეუღლებაჲ, რაჲთა არა სიძვასა ვინმე შთავარდეს წინადაუდგომელობითა ჴორცთა ბრძოლისაჲთა.
მოციქულისაჲ: ცოლსა ქმარი იგი თანანადებსა პატივსა მისცემდინ; ეგრეთცა ცოლი — ქმარსა (7,3).
თარგმანი: თანანადებობასა საქმისასა ვითარცა შჯულად დაუდებს, ხოლო თუ რაჲ არს პატივი იგი, შემდგომითა სიტყჳთა თარგმნის.
მოციქულისაჲ:...
...ითა"** (). და მოციქულთა შესახებაც ნათქვამია: „და ლოცვითა და მარხვითა შეჰვედრნეს იგინი უფალსა, რომლისაცა მიმართ ჰრწმენა" (). და კიდევ ამბობს მოციქული: „ნუ განეშორებით ურთიერთას, გარნა თუ... ლოცვად და მარხვად" (). ხედავ, როგორ სჭირდება მარხვას ლოცვის თანამოქმედება? და ლოცვებიც ყურადღებით განსაკუთრებით მარხვის დროს აღესრულება, რადგან მაშინ სული მსუბუქია, არაფერი ამძიმებს მას და არ ჩაგრავს სიამოვნებათა დამღუპველი ტვირთით. ლოცვა — დიდი იარაღია, დიდი დაცვა, დიდი საუნჯე, დიდი ნავსადგური, უსაფრთხო თავშესაფარი: ოღონდ ფხიზელი სულითა და შეკრებილი ზრახვებით მივუდგეთ უფალს, ჩვენი ცხონების მტრისთვის არანაირი მისადგომი არ მივცეთ. რადგან მან იცის, რომ ამ დროს, ჩვენთვის საჭირო (საცხონებელ) საგნებზე საუბრით, თავიანთი ცოდვების აღიარებითა და ჭრილობების ექიმისთვის ჩვენებით, ადამიანებს შეუძლიათ სრული განკურნება მიიღონ, ამიტომ განსაკუთრებით ამ დროს გვესხმის თავს და ყველაფერს აკეთებს, რომ დაგვამხოს და უზრუნველობაში ჩაგვაგდოს. ამიტომ, გევედრებით, ვიყოთ ფხიზლად და, ეშმაკის ვერაგობის ცოდნით, განსაკუთრებით ამ დროს ვეცადოთ მისი მოგერიება ისე, თითქოს ჩვენს თვალწი...