მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 ტიმოთეს მიმართ 5:23

22. ჴელთა ადრე-ადრე ნუვის დაასხამ, ნუცა ეზიარები სხჳსა ცოდვათა; თავი შენი წმიდად დაიმარხე.23. ნუ წყალსა ხოლო სუამ, არამედ ღჳნოჲცა მცირედ იჴუმიე სტომაქისათჳს და ზედაჲსზედა უძლურებისა შენისათჳს.24. რომელთამე კაცთა ცოდვანი წინაწარ ცხად არიან და წინა უძღჳან საშჯელად, ხოლო რომელთამე უკუანა შეუდგან.
1 ტიმოთეს მიმართ თავი 5
23. ნუ წყალსა ხოლო სუამ, არამედ ღჳნოჲცა მცირედ იჴუმიე სტომაქისათჳს და ზედაჲსზედა უძლურებისა შენისათჳს.
ჰომილია 16
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„ვწამებ წინაშე ღმრთისა და უფლისა იესუ ქრისტესა და რჩეულთა ანგელოზთასა, რაჲთა-ესე დაიმარხო თჳნიერ ორგულებისა, ნურარას ჰყოფ თუალთ-ღებით. ჴელთა ადრე-ადრე ნუვის დაასხამ, ნუცა ეზიარები სხჳსა ცოდვათა; თავი შენი წმიდად დაიმარხე. ნუ წყალსა ხოლო სუამ, არამედ ღჳნოჲცა მცირედ იჴუმიე სტომაქისათჳს და ზედაჲსზედა უძლურებისა შენისათჳს.“ ().

1.

ეპისკოპოსებზე, დიაკონებზე, კაცებზე, ქალებზე, ქვრივებზე, ხუცესებზე და ყოველივე დანარჩენზე საუბრის შემდეგ, და მას შემდეგ, რაც აჩვენა, რამდენი რამ აქვს ეპისკოპოსს მინდობილი, როცა განკითხვაზე ლაპარაკობდა, დასძინა: „ვწამებ წინაშე ღმრთისა და უფლისა იესუ ქრისტესა და რჩეულთა ანგელოზთასა, რაჲთა-ესე დაიმარხო თჳნიერ ორგულებისა, ნურარას ჰყოფ თუალთ-ღებით“ (). და ამის შემდეგ საშინელი სიმძაფრით ამცნებს; რადგან, იმის მიუხედავად, რომ ტიმოთე საყვარელი შვილი იყო, არ მოჰრიდებია. რადგან მან, ვინც საკუთარ თავზე არ...

სრულად ნახვა
ჰომილია 10
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2.:

...2 ტიმ 3:15)2. ხოლო რომ მეტად მკაცრი მარხვაც ჰქონდა, ამას ცხადყოფს სიტყვა: „ღჳნოჲცა მცირედ იჴუმიე ... ზედაჲსზედა უძლურებისა შენისათჳს“ (); სხვა საკითხებთან ერთად ამის შესახებაც მისწერა, რადგან ეს მის მიერ აღსრულებულად რომ არ სცოდნოდა, არც დაწერდა და არც მოწაფეს უბრძანებდა ასეთ რამეს.] ამიტომ, რადგან მაშინ წარმართთაგან ბევრი მოდიოდა და ნათელს იღებდა, ამბობს: ნუ მიიყვანთ ახალნერგს მაშინვე მმართველობის სიმძიმეში, ესე იგი ახლად დამოძღვრილს. რადგან თუ მოწაფედ გახდომამდე სწრაფად მოძღვრად იქცევა, უგუნურებაშიც ვარდება; თუ, ვიდრე მორჩილება ისწავლოს, მმართველთა შორის აღმოჩნდება, თავს იბერავს. სწორედ ამიტომ დაუმატა: „რაჲთა არა განლაღნეს და საშჯელსა შევარდეს ეშმაკისასა“ (); ესე იგი, იმავე მსჯავრში, რომელიც მან უგუნურების გამო დაითმინა.

**„არამედ ჯერ-არს მისა, რაჲთა წამებაჲც...

სრულად ნახვა
ჰომილია 1
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2.:

...ვარულეობიდანაა; რამეთუ შვილს უფრო მეტს უსურვებს, რადგან მის გამო ეშინია და თრთის. იმდენად ეშინოდა, რომ, რაც არსად გაუკეთებია, სხეულებრივი საქმეების გამოც კი მისწერა მას, როგორც მაშინ, როცა ამბობს: „ღჳნოჲცა მცირედ იჴუმიე სტომაქისათჳს და ზედაჲსზედა უძლურებისა შენისათჳს" (). რამეთუ განსაკუთრებით მოძღვრებს სჭირდებათ მეტი წყალობა. ამბობს: „ღმრთისა მიერ მამისა ჩუენისა და ქრისტე იესუჲს მიერ, უფლისა ჩუენისა" (). აქაც კვლავ ნუგეშია. რამეთუ თუ ღმერთი მამაა, იგი შვილებზე ზრუნავს; მოისმინე ქრისტე, რომელიც ამბობს: „ანუ ვინ არს თქუენგანი კაცი, რომელსა სთხოვდეს ძე თჳსი პურსა, ნუ ქვაჲ მისცესა მას?" ().

„ვითარცა-იგი გლოცევდ შენ დადგრომად ეფესოს შინა, მირაჲ-ვიდოდე მაკედონიად" (). მოისმინე, რაოდენ ნაზია ეს: როგორ არ იყენებს მოძღვრის ხმას, არამედ თ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ნზ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ნზ მარხვისათჳს და მომთრვალეთათჳს. რამეთუ მარხვაჲ და ლოცვაჲ კაცსა ანგელოზ-ჰყოფენ და ზეცისა მჴედრობათა მობაძავად გამოაჩინებენ:

...კურნებელად, არა სენთა აღმაორძინებელად; ჴორცთა განმაძლიერებელად, არა თუ ჴორცთა და სულისა დამჴსნელად. კეთილი ნიჭი მოგუანიჭა ღმერთმან, ხოლო ჩუენ უზომოებითა ვყავთ იგი შეურაცხ.

ისმინე, რასა ეტყჳს პავლე ტიმოთეს: „ნუ წყალსა ხოლო სუამ, არამედ ღჳნოჲცა მცირედ იჴუმიე სტომაქისათჳს და ზედაჲსზედა უძლურებისა შენისათჳს“. ხოლო უკუეთუ ტიმოთე, კაცმან მან წმიდამან, უძლურებასა შინა ესოდენსა არა თავს-იდვა სუმაჲ ღჳნისაჲ, ვიდრემდე უბრძანა მოძღუარმან, რაჲ-მე სიტყუაჲ მიუგოთ ჩუენ ღმერთსა, რომელნი-ესე სიმრთელესა შინა ვითრვებით?

მას ეტყოდა მოციქული: „ღჳნოჲ მცირედ იჴმიე სტომაქისათჳს“, ხოლო თქუენ, მომთრვალეთა მაგათ, კაცად-კაცადსა გეტყჳს: ღჳნოჲ მცირედ იჴმიე, სიძვათათჳს, რომელთა შთაჰვარდები მთრვალობითა, გინებათათჳს საძაგელთა, რომელთა აღმოიტყჳ, რაჟამს ცნობასა მიჰჴდე, სხუათა მათ-თჳს ბილწთა გულისთქუმათა, რომელნი იშვებიან მთრვალობისაგან.

ღჳნოჲ სიხარულად მოგუეცა, ვითარცა იტყჳს: „ღჳნომან ახარის გულსა კაცისასა“, ხოლო თქუენ, მომთრვალენო, ესევითარი ესე საქმე მისი განჰრყუენით; რამეთუ ვითარიღა არს სიხარული იგი, ოდეს კაცმან გონებაჲ თჳსი წარიწყმიდოს და მიმოიჭრებოდის და ყოველივე გარემოსლვად უჩნდეს, და თუალნი მისნი ბნელ...

სრულად ნახვა