თარგმანი: ესე ყოველთა შორის ცხად არს, ვითარმედ შეუძლებელი კაცთაგან შესაძლებელ არს ღმრთისა მიერ. ამისთჳს მომლოდეობაჲ იგი პავლეს გონებითა განჩინებულისა სიკუდილისაჲ ღმერთმან თანა-წარჰჴადა. ხოლო ამას ნუვინ ჰგონებს, ვითარმედ ამისღა სახისა მიერ განისწავლა მარადის სასოებით მოთმინებად განმზადებული მოციქული, არა მინდობად თავისა, არამედ ღმრთისა. ესე მისთჳს ნუ იყოფინ! არამედ სახე ესე მის ზედა ქმნილისა ჭირთაგან ჴსნისაჲ სხუათა კაცთა მასწავლელ არს ღმრთისა მიმართ დადებად სასოებისა, დაღაცათუ უზეშთაესი ამათ მოსწავლეობათაჲ, და ყოველთა მასწავლელი თავი თჳსი მოციქულმან მოსწავლეთა თანა ესევითარისათა შეჰრთო, ყოვლად სიმდაბლითა გონებისაჲთა.
2 კორინთელთა მიმართ 1:9
8. რამეთუ არა მნებავს უმეცრებაჲ თქუენი, ძმანო, ჭირისა მისთჳს ჩუენისა, რომელი-იგი შეგუემთხჳა ჩუენ ასიას შინა; რამეთუ გარდარეულად დაგჳმძიმდა ჩუენ უფროჲს ძალისა ჩუენისა ვიდრე წარწირვადმდე ჩუენდა ცხორებისაცა.9. არამედ თჳთ თავით თჳსით განჩინებაჲ იგი სიკუდილისაჲ მოგუეღო, რაჲთა არა ვესვიდეთ თავთა ჩუენთა, არამედ ღმერთსა, რომელმან-იგი აღადგინნის მკუდარნი,10. რომელმან ესევითარისა მის სიკუდილისაგან მიჴსნნა ჩუენ და მიჴსნის, რომელსა-იგი ვესავთ, ვითარმედ მერმეცა მიჴსნნეს.
2 კორინთელთა მიმართ თავი 1