მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 კორინთელთა მიმართ 12:8

7. და გარდარეულებითა ამით გამოცხადებათაჲთა რაჲთა არა აღვიმაღლო, მომეცა მე საწერტელი ჴორცთაჲ-ანგელოზ სატან, რაჲთა დამქენჯნიდეს მე, რაჲთა არა აღვიმაღლო.8. და ამისთჳს სამ-გზის ვევედრე უფალსა, რაჲთა განმაშოროს ჩემგან.9. და მრქუა: კმა არს შენდა მადლი ჩემი, რამეთუ ძალი ჩემი უძლურებასა შინა სრულ იქმნების, უმჯობესღა უკუე და უფროჲს ვიქადი უძლურებათა შინა ჩემთა, რაჲთა დაიმკჳდროს ჩემთანა ძალმან ქრისტესმან.
2 კორინთელთა მიმართ თავი 12
8. და ამისთჳს სამ-გზის ვევედრე უფალსა, რაჲთა განმაშოროს ჩემგან.
თავი ი̂. მითხრობაჲ თჳსთა მათ ჭირთა და შრომათაჲ და გულსმოდგინებისა და მადლთაჲ, რაჲთა არა ამაოდ მოქადულთა და მაჩუენებელთა შეუდგენ კორინთელნი; რომელსა შინა იტყჳს და შეატყუებს თავსა თჳსსა, და გამოეძიებს მათდა მიმართ, და ამხილებს მათ. ამისსა შემდგომად იტყჳს ღმრთისამიერისა მისთჳს მისდა მოცემულისა დაქენჯნისა პატიოსნისა, და მის თანა მყოფისა მარადის საღმრთოჲსა ძლიერებისა, და განჰმზადებს მათ მისლვისა მისისათჳს მათდა მიმართ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: და ამისთჳს სამგზის ვევედრე უფალსა, რაჲთა განმაშოროს ჩემგან, და მრქუა მე: კმა არს შენდა მადლი ჩემი, რამეთუ ძალი ჩემი უძლურებასა შინა სრულ იქმნების (12,8-9).:

თარგმანი: "სამგზისი" ესე "მრავალგზისისა" ნაცვალი არს, რამეთუ სიმდაბლითა გონებისაჲთა, არცა ამას დაჰფარავს, ვითარ ენება რაჲმე და არა ჴელ-ეწიფა ესრეთ ქმნად, ვითარ-იგი უნდა, არცა სასმენელ იქმნა ვედრებაჲ მისი. ხოლო ვინაჲთგან მრავალ იყვნეს წინააღმდგომნი ქადაგებისა მისისანი, რაჲსათჳს ვითარცა ერთისა განშორებად ევედრების? — ცხად არს, ვითარმედ ამისთჳს, რამეთუ ადგილ-ადგილ ერთი ვინმე იყვის აღმძრველი სხუათაჲ, და უფროჲსღა, ყოველსა ადგილსა ერთი და იგივე წინააღმდგომი ყოვლისა კეთილისაჲ — ეშმაკი, რომლისა მიერი დაბრკოლებაჲ ქადაგებისაჲ არა ადვილ უჩნდა მოციქულსა თავს-დებად, ვიდრეღა ევედრა უფალსა, და ესმა მისგან: "კმა არს შენდა ჩემ მიერ მოცემული მადლი მკუდართა აღდგინებისა და ბრმათა აღხილვისაჲ. ნუ ეძიებ უჭირველად და წინა-დაუდგომელად წარმართებასაცა ქადაგებისასა, რამეთუ შენ რეცა უძლურებად ჩემდა ვიეთგანმე საგონებელ გიჩნს, რაჟამს იგუემებოდი და იტანჯებოდი ქადაგებისათჳს ჩემისა. ხოლო მე თჳთ მას უძლურებასა შენსა შინა ვაჩუენებ უმეტესსა ძალსა ჩემსა, რაჟამს თქუენ, დევნულნი, მდევართა მძლე ექმნნეთ, და შეკრულთა შეაძრწუნნეთ შემკრველნი". გარნა შენ იხილე, ვითარ თჳთ სხუაჲ...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის