...თა, ვიჴსენებდეთ რაჲ, ვითარ-ესე სახე მან თავადმან მომცა ჩუენ, რაჲთა ერთი მრავალთათჳს დავსდებდეთ სულთა ჩუენთა ქადაგებისათჳს ღმრთისა და სარგებელისათჳს მოწაფეთაჲსა შეკრვად, და ვიდრე სიკუდილადმდე გუემად, რამეთუ — "მადლი ჩემიო, — პავლეს ესმის ქრისტესგან, - უძლურებათა შინა, ჭირთა და პყრობილებათა სრულ-იქმნების" (), ვითარ-ესე მოჴსენებითა პავლეს კრულებათაჲთა მადლი ჩუენ თანა დაიმკჳდრებს, ზედა-დამტკიცებითა "ამინისაჲთა", რომელ არს "იყავნ", რომელ-ესე არს სიტყუაჲ აღსაბეჭდველი ებისტოლეთაჲ, რომლისა მიმთხუევაჲ მეყავნ ჩუენ, რაჲთა სამარადისოდ ჩუენ თანა იყოს მადლი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი, რომლისაჲ არს დიდებაჲ უკუნითი-უკუნისამდე, ამინ.
2 კორინთელთა მიმართ 12:9
განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის
...ი არიანა ქუეყანასა ზედა ურთიერთას შეთქუმულნი? ვითარ უკუე არა მოეცემიან ყოველნივე თხოანი მათნი? ესე ამისთჳს იქმნების: ანუ არა უმჯობესი ითხოიან (და რად გიკჳრს, უკუეთუ სხუათა შეემთხჳოს ესე, ვინაჲთგან პავლეს შეემთხჳა, ოდეს-იგი ესმა: „კმა არს შენდა მადლი ჩემი, რამეთუ ძალი ჩემი უძლურებასა შინა სრულ იქმნების“ ), ანუ არა ღირს იყვნიან მათ თანა შერაცხვად, რომელთა მიმართ ესე სიტყუაჲ ითქუა, არცა რას ნაყოფსა საღმრთოჲსა სიყუარულისასა აჩუენებდიან. ხოლო იგი ესევითარსა ეძიებს შეთქუმულობასა, ვითარი მას სათნო-უჩნს. ამისთჳს ესრეთ თქუა: „უკუეთუ ორნი თქუენგანნი შეითქუნენ“, ესე იგი არს, სათნოებითა სავსენი, ანგელოზებრივისა მოქალაქობისა მობაძავნი. ანუ კუალად ლოცვაჲ მა-თი არნ მტერთა საწყეველი, და ამისთჳს არა ისმინის მათი, რამეთუ უჯერო არს ესე, უფროჲსად კურთხევაჲ მტერთაჲ უბრძანებიეს და არა წყევაჲ; ანუ იქმოდიან ცოდვასა შეუნანებელად და ითხოვდიან წყალობასა, რომელ-ესე შეუძლებელ არს, რამეთუ უკუეთუ ვინ იქმოდის ცოდვასა და არა მოიქცეს მისგან და იწყოს სინანულად, არამედ ცოდვასა მასვე შინა ეგოს, არა თუმცა ხოლო მისი თხოაჲ შეუწყნარებელ იყო, არამედ დაღაცათუ სხუანი ითხოვდენ მისთჳს, რომელთა ფრიადი აქუნდეს კადნიერებაჲ, არავე შეისმინების თხოაჲ მათი, ვითარცა იერემია ილოც...
...ად, არამედ რაჲთამცა გყვენ, ვითარცა ლომნი, საშინელ ყოველთა მიერ, არამედ ესრეთ ჯერ-არს ყოფად, ვითარ-ესე ვიქმ; ამან საქმემან თქუენცა უმეტესად განგაბრწყინვოს და ჩემი ძალი უბრწყინვალესად გამოაჩინოს. ვითარცა-იგი ოდესმე ეტყოდა პავლეს: „კმა არს შენდა მადლი ჩემი, რამეთუ ძალი ჩემი უძლურებასა შინა სრულ იქმნების“.
ხოლო ვინაჲთგან თჳსისა ძალისა და ჴელმწიფებისა სახე აუწყა, რაჲთა არა ყოველივე მადლისა მისისაჲ იყოს, არამედ მათცა აჩუენონ თავისა მიერ თჳსისა ნაყოფი სათნოებისაჲ, ამისთჳს ჰრქუა მათ: „იყვენით მეცნიერ, ვითარცა გუელნი, და უმანკო, ვითარცა ტრედნი“. რომელი არს მეცნიერებაჲ იგი გუელისაჲ, რომელსა ბრძანებს მოგებად? ესე იგი არს: ვითარცა გუელი უფროჲს ყოვლისა თავსა იფარავს, დაღაცათუ ყოველი გუამი მისი მოიწყლას, ვიდრემდის ცხოელ იყოს, თავსა იფარავს, ეგრეთვე შენ ჟამსა განსაცდელთასა სარწმუნოებაჲ შენი შეიკრძალე; ნუ ჰრიდებ ნუცა საფასეთა, ნუცა ჴორცთა, ნუცა სულსა შენსა მიცემად სიკუდილად, რამეთუ თავი და საფუძველი ცხორებისა შენისაჲ სარწმუნოებაჲ არს; უკუეთუ იგი დაიცვა, ყოველივე თუ წარსწყმიდო, ნუ ჰზრუნავ, კუალად მოგეცეს შენ უმეტესად. და კუალად, ოდეს-იგი ენებოს გუელსა ძუელისა მის ტყავისა აღძარცუვაჲ, მეცნიერებით აღიძარცჳს, რამეთუ შევალს ჴურელსა იწროსა და შეიწ...
...ისჴმა-ყავთ ესე ნეტარისა პავლესგან, რამეთუ ვინაჲთგან მრავალთა მათ ჭირთა და განსაცდელთა მისთათჳს ევედრა ღმერთსა მრავალგზის, რაჲთა აღუსუბუქნეს, არა მისსა მას თხოასა მიხედნა ღმერთმან, არამედ უმჯობესისათჳს იზრუნა; ამისთჳს ჰრქუა მას: „კმა არს შენდა მადლი ჩემი, რამეთუ ძალი ჩემი უძლურებასა შინა სრულ იქმნების“. საცნაურ არს უკუე, ვითარმედ ვიდრეღა არა ეთქუა მისდა მიზეზი ესე, თჳნიერ ნებისა მისისა კეთილსა უყოფდა. ესრეთ უკუე იქმს ყოველთავე ზედა სახიერი იგი უფალი.
აწ უკუე ესე უწყოდით და მარადის ვჰმადლობდეთ ღმერთსა ყოველსავე ზედა, რამეთუ დიდი ბოროტი არს უმადლოებაჲ, ამან წარწყმიდნა ჰურიანი, უმადლოებამან მათმან, ამან დააქცინა იგინი სულიერად და ჴორციელად, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: „სასოებაჲ უმადლოთაჲ, ვითარცა თრთჳლი ზამთრისაჲ“; (სიბრძ. სოლ. 16,29) ესრეთ მოაკუდინებს უმადლოებაჲ სულსა, ვითარიგი განჰყინავს და ავნებს ჴორცთა. ხოლო იქმნების უმადლოებაჲ ანპარტავნებისაგან, რაჟამს აქუნდეს კაცსა თავი თჳსი ღირსად; ხოლო გული შემუსრვილი და მდაბალი ყოველსავე ზედა ჰმადლობნ ღმერთსა, გინა თუ კეთილი შეემთხჳის, გინა თუ განსაცდელი, რამეთუ კეთილისა უღირსად შეჰრაცხის თავი თჳსი, ხოლო განსაცდელი რაოდენიცა შეემთხჳის, იტყჳნ, ვითარმედ უმეტესისა ღირს არს....
...ტელი ჴორცთაჲ, ანგელოზი მჴდომი, რაჲთა დამქენჯნიდეს მე“. ამისთჳსცა ევედრა განყენებად მისგან ჭირი იგი განსაცდელთაჲ და არა მიემთხჳა თხოასა მას, რამეთუ დიდად სარგებელ ეყოფოდა, ვითარცა ჰრქუა უფალმან, ვითარმედ: „ძალი ჩემი უძლურებასა შინა სრულ იქმნების“. უძლურებად თქუა ჭირი იგი განსაცდელთა და წინააღმდგომთაჲ, რომელთაცა საქენჯნელად უწოდა.
ხოლო დავითის ცხორებაჲ უკუეთუ ვაჴსენოთ, ვპოოთ იგი განსაცდელთა შინა განბრწყინვებული და სხუანი იგი მსგავსნი მისნი. ესრეთ განბრწყინდა იობ, ესრეთ მძლედ გამოჩნდა იოსებ, ესრეთ აღასრულა ცხორებაჲ თჳსი იაკობ და თავადმანცა აბრაჰამ. და სხუანი ყოველნივე, რომელნიცა განბრწყინდეს სიწმიდითა და გჳრგჳნნი ძლევისანი მიიხუნეს, ჭირთა და განსაცდელთა მიერ წარემართნეს და რჩეულ იქმნეს უფლისა.
აწ უკუე ჩუენცა ესე ყოველი გულისჴმა-ვყოთ, და ოდეს განსაცდელი რაჲ მოიწიოს, ნუ სულმოკლე ვიქმნებით და ვისწრაფით განგდებად ჩუენგან სარგებელისა მის, არამედ ვისწრაფოთ ახოვნებით მოთმინებად და ნუ გამოვეძიებთ, ნუცა გამოვიკულევთ, თუ რაჲსათჳს მოიწია, ანუ თუ ოდეს-მე განქარდეს, რამეთუ ჟამი განქარვებისა მისისაჲ უფალმან უწყის, რომელმან სარგებელად ჩუენდა მოავლინა. ხოლო ჩუენი ესე არს, რაჲთა სულგრძელ...