მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 კორინთელთა მიმართ 2:6

5. ხოლო უკუეთუ ვინმე შემაწუხა, არა მე შემაწუხა, არამედ ზოგს-რაჲმე, რაჲთა არა დაგიმძიმო, - თქუენ ყოველთა.6. კმა-არს ეგევითარისა მის შერისხვაჲ ესე მრავალთაჲ.7. ხოლო აწ წინააღმდგომი უფროჲსღა თქუენდა მიმადლებად და ნუგეშინის-ცემად, ნუუკუე უმეტესითა მწუხარებითა დაინთქას ეგევითარი იგი.
2 კორინთელთა მიმართ თავი 2
6. კმა-არს ეგევითარისა მის შერისხვაჲ ესე მრავალთაჲ.
თავი ბ̂. სიყუარულისათჳს მათისა და რიდობისა. რაჲთა არა შეაწუხნეს, დაღათუ ფრიად სარგებელ ეყოფვის შეწუხებაჲ, ვითარცა-იგი მისთჳს, რომელმან ისიძვა, და შეჰრისხნა, რომელსაცა შეუნდობს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რაჲთა არა დაგიმძიმო თქუენ ყოველთა, კმა არს ეგევითარისა მის შერისხვაჲ ესე მრავალთაჲ (2,5-6).:

თარგმანი: ვითარ-იგი მწუხარებასა, ეგრეთვე სიხარულსა თჳსსა იზიარებს მათ, და ზოგად აღასუბუქებს სიმძიმესა, ვითარმედ: განაგდეთ ყოველთა ტჳრთი მწუხარებისაჲ, რომელი-იგი თქუენდაცა სამძიმარ არს, და უფროჲსღა მისსა, შერისხვაჲ და განგდებულებაჲ თჳსი, ესოდენისა მისგან სიმრავლისა. ხოლო კეთილად არასადა მოიჴსენებს სახელსა მისსა, რაჲთა არა სახელის-დებით განქიქებითა კუალად უმეტეს აღადგინოს მის ზედა რისხვაჲ იგი ერისაჲ.

კორინთელთაჲ ბ ებისტოლე თავი 2
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
პავლესი: კმა არს შერისხვაჲ ეგევითარსა მას, ნუ უმეტესითა მწუხარებითა დაინთქას (2,6-7).:

თარგმანი: ეშინოდა მოციქულსა, ნუ-უკუე რაჲ. იგი ქმნა იუდა, ქმნას მანცა, და ამისთჳს უბრძანებს, რაჲთა ნუგეშინის-სცენ და შეიწყნარონ.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის