მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 კორინთელთა მიმართ 5:19

18. და ყოველივე ღმრთისა მიერ, რომელმან-იგი დამაგნა ჩუენ თავსა თჳსსა ქრისტე იესუჲს მიერ და მომცა ჩუენ მსახურებაჲ იგი დაგებისაჲ.19. რამეთუ ღმერთი იყო ქრისტეს თანა, სოფელი დააგო თავსა თჳსსა და არა შეურაცხნა მათ ცოდვანი მათნი და დადვა ჩუენ თანა სიტყუაჲ იგი დაგებისაჲ.20. ქრისტესთჳს უკუე ვციქუთ, ვითარცა ღმერთი გლოცავს ჩუენ მიერ; გევედრებით ქრისტესთჳს: დაეგენით ღმერთსა.
2 კორინთელთა მიმართ თავი 5
19. რამეთუ ღმერთი იყო ქრისტეს თანა, სოფელი დააგო თავსა თჳსსა და არა შეურაცხნა მათ ცოდვანი მათნი და დადვა ჩუენ თანა სიტყუაჲ იგი დაგებისაჲ.
კორინთელთაჲ ბ ებისტოლე თავი 5
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
პავლესი: რამეთუ ღმერთი იყო ქრისტეს თანა, სთფელი დააგო თავსა თჳსსა (5,19).:

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ ღმერთი და მამაჲ უფლისა იესუ ქრისტჱსი მარადის მის თანა იყო და მის მიერ დააგო სოფელი თავსა თჳსსა, რამეთუ არაოდეს იქმნა განყოფაჲ მამისა და ძისაჲ, არამედ ძისა მიერ მამამან სოფელი დააგო თავსა თჳსსა, რამეთუ გუაქუს ჩუენ მსახურებაჲ დაგებისაჲ. არამედ არა თუ ჩუენი რაჲმე არს ესე საქმჱ, რამეთუ ღმრთისაჲ არს, რომელმან მხოლოდშობილისა ძისა მიერ დაგუაგნა განდგომილსა ესე თავსა თჳსსა.

თავი ზ̂. წესისა მისთჳს ღმრთისმოყუარებისა და ძმათმოყუარებისა ქრისტეს მიერ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ ღმერთი იყო ქრისტეს თანა, სოფელი დააგო თავსა თჳსსა (5,19).:

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ არცა პირველ ქრისტეს განჴორციელებისა უგულებელს-ეყო სოფელი ღმერთსა მამასა, არამედ მარადის მიერ დასაბამითგან განაგებდა იგი ცხორებასა ჩუენსა ძისა მიერ თჳსისა, და არა დააცადა ყოვლისავე ყოფაჲ, ვიდრემდის სრულებით დააგნა კაცნი თავსა თჳსსა.

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „სიტყუაჲ შენი ჭეშმარიტება არს“ (17,17).:

...ნებ, ვითარმედ სხუასაცა მოასწავებს სიტყუაჲ ესე, ვითარმედ: „წმიდა-ყვენ“, ესე იგი არს: და განარჩიენ იგინი ქადაგებისა მისთჳს და სიტყჳსა. და ესე საცნაურ არს შემდგომთა მათ სიტყუათაგან, რომელ თქუა: „ვითარცა მე მომავლინე სოფლად“ (17,18); ვითარცა იტყჳს პავლეცა, ვითარმედ: „დადვა ჩუენ თანა სიტყუაჲ იგი დაგებისაჲ“, რამეთუ რომლისათჳს ქრისტე მოვიდა, მისთჳს მოვლეს მათცა სოფელი. ხოლო ვითარცა აქაცა არა მსგავსებაჲ არს მოციქულთაჲ და უფლისაჲ, ხოლო ჩუეულებაჲ არს თავადისაჲ მომავალისაჲ ვითარცა ყოფადისაჲ თქუმად, ამისთჳს იტყჳს:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მათთჳს წმიდა-ვჰყოფ თავსა ჩემსა, რაჲთა იგინიცა იყვნენ წმიდა ჭეშმარიტებითა“ (17,19).

თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲ არს ესე, თუ: „წმიდა-ვჰყოფ თავსა ჩემსა“? შევსწირავ თავსა ჩემსა მსხუერპლად შენდაო, რამეთუ მსხუერპლი ღმრთისა შეწირული ყოველი წმიდა არს, და ვინაჲთგან ძუელსა შინა სიწმიდე იყო ცხოვრისა მის მიერ შეწირვისა სახითა და აჩრდილითა, აწ არღარა სახი-თა, არამედ ჭეშმარიტებითა არს. ამისთჳს იტყჳს: „რაჲთა იყვნენ წმიდა ჭეშმარიტებითა შენითა“, რამეთუ მათცა შენდა შევსწირავ შესაწირავადო, გინა თუ ამისთჳს, რამეთუ ვინაჲთგან თავადი და წინამძღუარი ამას იქმს, ვითარმცა იგინი იქმან, რამეთუ იგინიცა შეიწირვიან; რამეთუ იტყჳს: „წარუდგინენ...

სრულად ნახვა