მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 კორინთელთა მიმართ 5:20

19. რამეთუ ღმერთი იყო ქრისტეს თანა, სოფელი დააგო თავსა თჳსსა და არა შეურაცხნა მათ ცოდვანი მათნი და დადვა ჩუენ თანა სიტყუაჲ იგი დაგებისაჲ.20. ქრისტესთჳს უკუე ვციქუთ, ვითარცა ღმერთი გლოცავს ჩუენ მიერ; გევედრებით ქრისტესთჳს: დაეგენით ღმერთსა.21. რამეთუ, რომელმან-იგი არა იცოდა ცოდვაჲ, ჩუენთჳს ცოდვაჲ ქმნა, რაჲთა ჩუენ ვიქმნნეთ სიმართლე ღმრთისა მას შინა.
2 კორინთელთა მიმართ თავი 5
20. ქრისტესთჳს უკუე ვციქუთ, ვითარცა ღმერთი გლოცავს ჩუენ მიერ; გევედრებით ქრისტესთჳს: დაეგენით ღმერთსა.
თავი ზ̂. წესისა მისთჳს ღმრთისმოყუარებისა და ძმათმოყუარებისა ქრისტეს მიერ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ქრისტესთჳს უკუე ვციქუთ, ვითარცა ღმერთი გლოცავს ჩუენ მიერ (5,20).:

თარგმანი: უსაკუთრეს არს ესრეთ: ქრისტესთჳს უკუე ვიოხთ; ესე იგი არს, ვითარმედ: ქრისტეს წილ მოქენე ვართ თქუენდა, რამეთუ მანვე ღმერთმან მამამან, რომელმან მოავლინა ძე მაცხოვრად სოფლისა, მანვე შემდგომად მისსა ჩუენ მოციქულთა ჴელთ-გჳდვა მსახურებაჲ ესე მვედრებელობისა კაცთაჲსაჲ, რაჲთა გლოცვიდეს თქუენ ჩუენ მიერ, მოქცევად და დაგებად მისსა, და ესრეთ, მამისა მიერ რწმუნებულსა, მასვე ქრისტეს მსახურებასა აღვასრულებთ, და ქრისტეს წილ ჩუენ ვითხო აწ კაცთა მიმართ, ვითარმცა ღმერთი ჰლოცვიდა მათ ჩუენ მიერ, მოქცევად და დაგებად მისსა.

კორინთელთაჲ ბ ებისტოლე თავი 5
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
პავლესი: ქრისტესთჳს ვციქუთ, ვითარცა უფალი გლოცავს ჩუენ მიერ (5,20).:

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ ქრისტეს ნაცვალად გასწავლით, რამთუ ჩენ მოვიღეთ მსახურებაჲ მისი, რამეთუ მოავლინა ძე მამამან, რაჲთა ყოს დაგებაჲ ბუნებისა კაცთასაჲ და ვინაჲთგან მან აღასრულა საქმჱ და ჯუარს-ეცუა, აწ ჩუენ მოგუცა მოციქულებაჲ მისთჳს და მამისათჳს. გევედრებით, რაჲთა მოიქცეთ და ქრისტეს მიერ დაეგნეთ მამასა.

სააღდგომო ეპისტოლე 2005 წელი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II სააღდგომო ეპისტოლე

უწმიდესის და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II

„გევედრებით ქრისტეს სახელით: შეურიგდით ღმერთს“. ()

ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ყოველნო ერთგულნო და თავდადებულნო შვილნო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის მადლით აღვსილი ყველას გულითადად გილოცავთ წმინდა პასექს.

ქრისტე აღდგა!

რა მშვენიერია და დიდებული ეს საოცარი ზეიმი! ამ დღეს თითქოს ახლდება ჩვენი რწმენა და სიყვარული, რადგან თვით უფალი იდგამს ტახტს ჩვენს სულში და ღვთის ამ უსაზღვრო წყალობით დაჯილდოვებულნი ჩვენც უშურველად ვუნაწილებთ სიყვარულს ყველას და ერთმანეთს ყველაფერს ვპატიობთ.

ხორციელი აღდგომით მაცხოვარმა დაამტკიცა თავისი ღვთაებრივი ძალმოსილება, მაგრამ მარტო ეს არ არის მთავარი. ამ სასწაულით მან აღდგომის შესაძლებლობა მიანიჭა მთელ კაცობრიობას.

სწორედ იმიტომაც მიიღო ადამიანური ბუნება, შეიმოსა ჩვენი მსგავსი სხეულით და ეზიარა ჩვენს ყოფას (გარდა...

სრულად ნახვა
ჰომილია 5
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. სიწმიდის მცნება და სათნოებაში აღმატება:

...არამედ ქრისტეს იხმობს თანამოწმედ. ღმრთის მიერ შეგაგონებთო, ამბობს. რადგან სწორედ ეს ნიშნავს: უფალში. რასაც კორინთელთა მიმართაც ამბობდა: „ვითარცა ღმერთი გლოცავს ჩუენ მიერ" (). შემდეგ ამბობს: „რაჲთა ვითარცა-იგი ისწავეთ ჩუენგან" (). ეს „მიიღეთ" მხოლოდ სიტყვებს კი არ ეხება, არამედ საქმეებსაც. ხოლო სიტყვები „ვითარ ჯერ-არს თქუენდა სლვაჲ" () ამით ცხოვრების მთელ წესს აღნიშნავს. და: „და სათნო-ყოფაჲ ღმრთისაჲ, რაჲთა უფროჲს ჰმატებდეთ" (), ანუ: რათა უფრო დიდი სიუხვისაგან მცნებებთან არ შეჩერდეთ, არამედ მათაც აღემატებოდეთ; რადგან სწორედ ესაა: „რაჲთა უფროჲს ჰმატებდეთ" ().

რადგან წინამავალ ადგილებში მათი მ...

სრულად ნახვა