მოციქულისაჲ: ხოლო გუაქუს ჩუენ საფასე ესე კეცისჭურებითა, რაჲთა გარდარეული იგი ძლიერებისაჲ იყოს ღმრთისაჲ და არა ჩუენგან (4,7).
თარგმანი: ვინაჲთგან დიდებულებაჲ მადლისაჲ მის საანჯმნო ყო, რაჲთა არავინ თქუას, ვითარმედ: თავსა თჳსსა ღირსებით შემწყნარებელ ჰყოფს მისსა, ამისთჳს ამასცა ღმრთისა აღიყვანებს, ვითარმედ მისი საქმე არს გარდარეული ესე ძლიერებაჲ, რომელმან შემძლებელ ყვნა კეცის ჭურნი ესე — მიწისა ჴორცნი ჩუენნი — დამტევნელ-ყოფად დიდებულებისა მადლთაჲსა, ვინაჲცა მისსა ყოვლად ძლიერებასა თანა ესოდენსა...

