თარგმანი: აჰა ესერა ერთბამად წარმოიტყჳს ნაყოფთა შეუნანებელისა მის საღმრთოჲსა მწუხარებისათა, რომელმან არა ხოლო სინანულად, არამედ მოსწრაფებადცა აღადგინნა, რამეთუ სხუანი ესე შემდგომნი მოსწრაფებისა ნაყოფ არიან, ვითარ სიტყჳს-გებაჲ, რაჟამს მოიქცეს სინანულად და მოიკუეთეს მათგან მსიძავი იგი. შერისხვაჲ უკუე ყვეს შეცოდებულისა მიმართ, ხოლო შიში აჩუენეს მოციქულისა მომართ, რამეთუ შეშინებულთაჲ არს ესოდენი შეცვალებაჲ, გარნა რაჲთა არა სამძიმარ უჩნდეს, ესმეს რაჲ შიში, ზედა-დაჰრთავს სიყუარულსა, ვითარმედ: სურვილისა და სიყუარულისაგან არა გინებს შეწუხებაჲ ჩემი, და ამისთჳს შეგეშინა, რამეთუ გიყუარ, არა თუ რამეთუ გმძლავრობ ანუ ვფლობ რასმე. ხოლო შური საღმრთოჲ ყვეს ცრუმოციქულთა მიმართ და მგმობართა ქრისტეს ქადაგისა მის ჭეშმარიტისა მოციქულისათა. ხოლო შური-იგეს შეურაცხ-ყოფისათჳს შჯულთა საღმრთოთაჲსა, მათ ზედა, რომელთა ესიძვა.
2 კორინთელთა მიმართ 7:11
10. რამეთუ ღმრთისა მიერი იგი მწუხარებაჲ სინანულისა ცხორებისასა შეუნანებელსა შეიქმნს, ხოლო სოფლისა ამის მწუხარებაჲ სიკუდილსა შეიქმს.11. რამეთუ აჰა ესერა მანვე ღმრთისა მიერმან მწუხარებამან მაგან თქუენმან რაოდენი შექმნა თქუენ შორის სწრაფაჲ, რაოდენი სიტყჳს-გებაჲ, რაოდენი შერისხვაჲ, რაოდენი შიში, რაოდენი სურვილი, რაოდენი შური, რაოდენი შურის-გებაჲ, რაოდენი მომადლებაჲ, გინა რაოდენი ლხინი! ყოველსა შინა წარუდგინენით თავნი თქუენნი წმიდად საქმესა მას.12. და ღაცათუ მივწერე თქუენდა, გარნა არა სამე მავნებელისა მისთჳს, არცა ვნებულისა, არამედ ამისთჳს, რაჲთა გამოჩნდეს მოსწრაფებაჲ თქუენი ჩუენდა მომართ წინაშე ღმრთისა.
2 კორინთელთა მიმართ თავი 7