1.ესე რაჲ უკუე გუქონან აღთქუმანი, საყუარელნო, განვიწმიდნეთ თავნი ჩუენნი ყოვლისაგან შეგინებისა ჴორცთაჲსა და სულისა და აღვასრულებდეთ სიწმიდესა შიშითა ღმრთისაჲთა.2.შემინდვეთ ჩუენ: არავის რაჲ ვავნეთ, არავინ განვხრწენით, არავინ მოვიანგაჰრეთ.3.არა დასაშჯელად ვიტყჳ, რამეთუ წინაწარ ვთქუ, ვითარმედ: გულთა შინა ჩუენთა ხართ, თანა-მოსიკუდიდ და თანა-ცხორებად.4.მრავალი კადნიერებაჲ მაქუს თქუენდა მიმართ, მრავალი სიქადული თქუენთჳს, სავსე ვარ ნუგეშინის-ცემითა, გარდამრევიეს სიხარული ყოველთა ზედა ჭირთა ჩუენთა.5.და რამეთუ რაჟამს მოვედით ჩუენ მაკედონიად, არცა ერთი რაჲ ლხინებაჲ აქუნდა ჴორცთა ჩუენთა, არამედ ყოვლითავე ვიჭირვოდეთ: გარეშე - ბრძოლანი, შინაგან - შიშნი.6.არამედ რომელმან-იგი ნუგეშინის-სცის მდაბალთა, ნუგეშინის-მცა ჩუენ ღმერთმან მოსლვასა მას ტიტესსა;7.არა ხოლო მოსლვითა მისითა, არამედ ნუგეშინის-ცემითა მით, რომლითა ნუგეშინის-ცემულ იქმნა თქუენ ზედა: მითხრობდა ჩუენ თქუენსა მას სურვილსა, თქუენსა მას გოდებასა, თქუენსა მას შურსა ჩუენთჳს, ვიდრეღა მე უფროჲსად განვიხარე.8.რამეთუ დაღათუ შეგაწუხენ თქუენ წიგნითა მით, არა ვინანი, დაღათუმცა ვინანდი; ვხედავ, რამეთუ წიგნმან მან დაღათუ შეგაწუხნა თქუენ, ჟამ ერთ.9.აწ მიხარის, არა თუ რომელ შესწუხენით, არამედ რამეთუ შესწუხენით სინანულად; და რამეთუ ღმრთისათჳს შესწუხენით, რაჲთა არარაჲთ იზღვინეთ ჩუენგან.10.რამეთუ ღმრთისა მიერი იგი მწუხარებაჲ სინანულისა ცხორებისასა შეუნანებელსა შეიქმნს, ხოლო სოფლისა ამის მწუხარებაჲ სიკუდილსა შეიქმს.11.რამეთუ აჰა ესერა მანვე ღმრთისა მიერმან მწუხარებამან მაგან თქუენმან რაოდენი შექმნა თქუენ შორის სწრაფაჲ, რაოდენი სიტყჳს-გებაჲ, რაოდენი შერისხვაჲ, რაოდენი შიში, რაოდენი სურვილი, რაოდენი შური, რაოდენი შურის-გებაჲ, რაოდენი მომადლებაჲ, გინა რაოდენი ლხინი! ყოველსა შინა წარუდგინენით თავნი თქუენნი წმიდად საქმესა მას.12.და ღაცათუ მივწერე თქუენდა, გარნა არა სამე მავნებელისა მისთჳს, არცა ვნებულისა, არამედ ამისთჳს, რაჲთა გამოჩნდეს მოსწრაფებაჲ თქუენი ჩუენდა მომართ წინაშე ღმრთისა.13.ამისთჳს ნუგეშინის-ცემულ ვართ ნუგეშინის-ცემასა მას თქუენსა ზედა; უმეტესადღა და უფროჲს განვიხარეთ სიხარულსა მას ზედა ტიტესსა, რამეთუ განსუენებულ არს სული მისი თქუენ ყოველთაგან.14.რამეთუ რაჲცა-იგი მისა მიმართ ვიქადე თქუენთჳს, არა მრცხუენა, არამედ ვითარცა ყოველსავე ჭეშმარიტებით გეტყოდეთ თქუენ, ეგრეთცა სიქადული იგი ჩუენი ტიტეს მიმართ ჭეშმარიტ იქმნა.15.და მოწყალებაჲ მისი უმეტესადღა თქუენდა მიმართ არს, მოეჴსენების თქუენ ყოველთა იგი მორჩილებაჲ, ვითარ-იგი შიშით და ძრწოლით შეიწყნარეთ იგი.16.მიხარის, რამეთუ ყოვლითავე კადნიერ ვარ თქუენ შორის.
ღვთის ამიერი იგი მწუხარება სინანულისა ცხოვრებისასა შეუნანებელსაშეიქმს, ხოლო სოფლისა ამის მწუხარება სიკვდილსა შეიქმს.
სახლი ესე არის სახლი მწუხარებისა. უეჭველია, რომ თქვენ ძმანო ქრისტიანენო, აქა დაპყრობილნი მწუხარენი ხართ და შეწუხებულნი. თუ სხვანი კაცნი, უცხონი, შორიდგან მხედველნი თქვენი მდგომარეობისა, მწუხარებასა და სიბრალულსა ჰგრძნობენ, როგორღა შეიძლება, რომ თქვენ თვითონ არ სწუხდეთ თქვენ თავზედ. გარნა რანაირია თქვენი მწუხარება? რა გაწუხებთ თქვენ უფრო? ზემომოყვანილ სიტყვებში წმიდა...
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და სავსებისაგან მისისა ჩუენ ყოველთა მოვიღეთ მადლი მადლისა წილ. რამეთუ შჯული მოსეს მიერ მოეცა, ხოლო მადლი და ჭეშმარიტებაჲ ქრისტეს იესუჲს მიერ იყო“ (1,16-17).:
...(1 კორ. 7,34) და კუალად იტყჳს, ვითარმედ: „მშჳდობასა ეძიებდით და კეთილსა და სიწმიდესა იქმოდეთ თქუენ შიშითა ღმრთისაჲთა, ვითარმედ თჳნიერ მისა ვერვინ იხილოს უფალი“; და კუალად იტყჳს, ვითარმედ: „სიწმიდესა იქმოდეთ თქუენ შიშითა ღმრთისაჲთა“. ჰხედავა, რამეთუ ესე არს სიწმიდე, რაჲთა შინაგანსა ჩუენსა აქუნდეს ძირი და წყაროჲ მისი? რამეთუ არა კმა არს სახელი ოდენ სიწმიდისაჲ, უკუეთუ საქმე მისი არა იყოს; რამეთუ სახელი ესე სიწმიდისაჲ არა ყოველთავე, რომელთა ეწოდებოდის, ერთობასა გამოაჩინებს, ვინაჲთგან ღმერთსაცა წმიდა ეწოდების, არამედ არა ესრეთ არს, ვითარ ჩუენ. ამისთჳსცა, ესმა რაჲ ჴმაჲ ესე სერაბინთა მიერ წინაჲსწარმეტყუელსა, ისმინე, რაჲ თქუა: „ჵ უბადრუკსა, რამეთუ კაცი ვარ და არაწმიდანი ბაგენი მასხენ, და შორის ერისა, რომელსა არაწმიდანი ბაგენი ასხენ, დამკჳდრებულ ვარ“, რომელი-იგი წმიდა იყო და დიდ, არამედ უკუეთუ სიწმიდისა მიმართ ზეცათაჲსა გამოვიძიოთ, არაწმიდა ვიპოვნეთ ჩუენ. რამეთუ წმიდა არიან ანგელოზნი, და წმიდა არიან მთავარანგელოზნი, და წმიდა არიან ქერობინნი და სერაბინნი, არამედ სიწმიდისა მათისა განყოფილებაჲ არს ჩუენისა მომართ სიწმიდისა...
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ნეტარ არიან მგლოარენი, რამეთუ იგინი ნუგეშინისცემულ იყვნენ“ (5,4).:
...ვათა თჳსთათჳს იგლოვდენ, რამეთუ მეორე იგი გლოაჲ, რომელი იქმნებოდის სოფლიოჲსა რაჲსმე და წარმავალისა საქმისათჳს, ფრიად დაყენებულ არს და არა ბრძანებულ, ვითარცა პავლე მოციქული იტყჳს, ვითარმედ: „სოფლისა ამის მწუხარებაჲ სიკუდილსა შეიქმს, ხოლო საღმრთოჲ იგი მწუხარებაჲ სინანულსა ცხორებისასა შეუნანებელსა შეიქმს“. ამათ ესევითართა მგლოარეთა ჰნატრის უფალი, რამეთუ კეთილ არს ესეცა მცნებაჲ და ყოვლისავე სიბრძნისა მასწავლელ, რამეთუ უკუეთუ რომელნი იგლოვდიან სიკუდილისათჳს შვილისა საყუარელისა, ანუ ძმისა, ანუ სხჳსა ვისმე საყუარელისა თჳსისა, ჟამსა მას გლოჲსასა არცა გულისთქუმაჲ ჴორცთაჲ ჰმძლავრობს, არცა სიყუარული საფასეთაჲ, არცა დიდებისათჳს სოფლისაჲთა სწადის, არცა შურითა მოყუსისაჲთა შეიწუებიან, არცა სხუათა მათ ვნებათაგან წარიტყუენვიან ჟამსა მას ჭირისა და სალმობისა მათისასა, რავდენ უფროჲსად, რომელნი იგლოვდენ ცოდვათა თჳსთა, ვითარ-იგი ჯერ-არს და ვითარცა შეჰგავს გლოაჲ, ყოვლისაგანვე ვნებათა მძლავრებისა და ტყუეობისა განერნენ.
ხოლო იხილე, სასყიდელიცა მათი ვითარი არს: იგინი ნუგეშინისცემულ იქმნენო. სადა ნუგეშინისცემულ იქმნენ, გუაუწყე, უფალო! - აქაცა და მასცა საუკუნესაო, რამეთუ ვინაჲთგან მძიმე იყო მცნებაჲ ესე და საჭირო, რამეთუ საწადელ არს კაცთა შუებაჲ და სიხარ...
...ითა თჳსითა, ვი-თარცა ცჳლი ცეცხლმან, ვითარცა-იგი თავადი წამებს, რამეთუ ისმინეთ, რასა მიუწერს: „რამეთუ აჰა ესერა მანვე ღმრთისა მიერ მწუხარებამან მაგან თქუენმან რავდენი შექმნა თქუენ შორის სწრაფაჲ, რავდენი მომადლებაჲ, ანუ რავდენი ლხინი, რავდენი შიში, რავდენი სურვილი, რავდენი შური, ანუ რავდენი შურის-გებაჲ“. ესე ყოველი სწავლამან მოციქულისამან ქმნა მათ შორის. ესრეთ ძალ-უც სიტყუათა საღმრთოთა, ესრეთ მცირეთა და დიდთა სარგებელ არიან.
იხილეთ დავით, ოდეს იგი დიდსა მას ცოდვასა შთავარდა, ესმნეს რაჲ სიტყუანი კეთილნი, მოვიდა სინანულსა მას დიდებულსა. იხილენ მოციქულნიცა, არა სიტყუათა მათ უფლისათა სმენითა მოვიდეს საზომსა მას და ყოველი სოფელი მოიმოწაფეს? და რაჲ სარგებელ არს, იტყჳნ ვინმე, უკუეთუ ვისმენდეთ სიტყუათა საღმრთოთა და არა ვიქმოდით? არს ესრეთცა დიდი სარგებელი: აბრალოს თავსა თჳსსა, სულთ-ითქუნეს, რომელსა ესმოდინ სიტყუანი საღმრთონი, ცრემლოოდის, და უკუეთუ შეეჴშიროს სმენასა მას, გინა დღეს, გინა ხვალე, მოსლვად არს საქმედცა. ხოლო რომელი ყოვლადვე არა ისმენდეს, ვინაჲ ცნას თითოეულისა ცოდვისა ბრალი, ვითარ აბრალოს თავსა თჳსსა, ოდეს მოიწყჳდოს ცოდვაჲ, ოდეს იწყოს სინანულად? ამისთჳს გევედრები, ნუ...