...ც წერილიც ამბობს: «და იწყო ნოე, კაცმან საქმედ ქუეყანისა და დაასხა ვენაჴი».
აქ კი შესაფერისია ვიკითხოთ: მხოლოდ ახლა თუ გამოიგონა ეს მცენარე (ვაზი), თუ ის თავიდანვე იყო შექმნილი? უნდა ვიფიქროთ, რომ ის თავიდანვე, მეექვსე დღეს იყო შექმნილი, როცა «იხილნა ღმერთმან ყოველნი, რაოდენნი ქმნნა, და აჰა კეთილ. ფრიად» (), რადგან ღმერთმა, ნათქვამია, «განასრულა ღმერთმან... საქმენი მისნი, რომელნი ქმნნა» (), მხოლოდ ამ მცენარის გამოყენება არ იყო ცნობილი. ეს მცენარე და მისი ნაყოფი თუ ადამიანებისთვის თავიდანვე ცნობილი იქნებოდა, რა თქმა უნდა, აბელიც, მსხვერპლის შეწირვისას, ღვინოსაც ასხამდა. მაგრამ, რადგან მაშინ ჯერ არ იცოდნენ ამ ნაყოფის გამოყენებას, ამ მცენარით არ სარგებლობდნენ. ხოლო (ნოემ), მიწათმოქმედების ხელოვნებას რომ მისცა თავი და დიდი გულმოდგინებით ეწეოდა მას, შესაძლოა, ყურძნის ნაყოფიც იგემა, მტევნები გამოწურა და ღვინო დაამზადა, იხმარა იგი. მაგრამ, რადგან არც თავად ეგემა ის ადრე და არც სხვა ხედავდა ვინმეს მგემებელად, არ იცოდა, რა ზომით უნდა ხმარებულიყო და როგორ მიეღო, უცოდინრობით დათვრა. მეორე მხრივ, რადგან ადამიანებს შორის უკვე შემოღებული იყო ხორცის ხმარება, ღვინის ხმარების შემოღებაც სათანადო იყო....