1.და მოუწოდა იაკობ ძეთა თჳსთა და ჰრქუა: შემოკერბით და გითხრა თქუენ, რაჲ-იგი შეგემთხჳოს თქუენ უკუანაჲსკნელთა დღეთა.2.შემოკერბით და ისმინეთ ძეთა იაკობისთა, ისმინეთ ისრაჱლისი, მამისა თქუენისა.3.რუბენ, პირმშოჲ ჩემი, ძალი ჩემი და დასაბამი შჳლთა ჩემთაჲ, ფიცხელად სჩნდი და ფიცხელად და თავჴედად აღსდუღდი.4.ვითარცა წყალი ნუ შეჰგბები, რამეთუ აჰჴედ შენ საწოლსა მამისა შენისასა მაშინ შეაგინე სარეცელი, რომელსა აჰჴედ.5.სჳმეონ და ლევი ძმათა აღასრულეს სიცრუჱ ჴდომითა მათითა.6.ზრახვასა მათსა ნუ შევალნ სული ჩემი და შეკრებასა მათსა ნუ აღყუებინ ღჳძლი ჩემი, რამეთუ გულისწყრომითა მათითა მოსწყჳდნეს კაცნი და გულისთქმითა მათითა დაჰკუეთნეს ძარღუნი კუროსა.7.წყეულ იყავნ გულისწყრომაჲ მათი, რამეთუ თავჴედობაჲ და ბორგაჲ მათი, რამეთუ ფიცხელ, განვყუნე იგინი იაკობსა შორის და განვსთესნე იგინი ისრაჱლსა შორის.8.იუდა, შენ გაქებდედ ძმანი შენნი ჴელნი შენნი ზურგსა მტერთა შენთასა; თაყუანის-გცემდენ შენ ძენი მამისა შენისანი.9.ლეკჳ ლომის იუდა, მცენარისაგან, შჳლო ჩემო, აღმოჴედ. მიწოლით დაიძინო, ვითარცა ლომმან და ვითარცა ლეკუმან ლომისამან, ვინმე აღადგინოს იგი?10.არა მოაკლდეს მთავარი იუდასგან და წინამძღუარი წყვილთაგან მისთა ვიდრემდე მოვიდეს, რომლისა-იგი განმზადებულ არს და იგი არს მოლოდება წარმართთა.11.და გამოაბას ვენაჴსა კიცჳ მისი და რქასა ვენაჴისსა კიცჳ ვირისა მისისაჲ, განრცხეს ღჳნითა სამოსელი თჳსი და სისხლითა ყურძნისათა მოსაბლარდნელი თჳსი.12.მხიარულ არიან თუალნი მისნი ღჳნითა და სპეტაკ კბილნი მისნი უფროჲს სძისა.13.ზაბულონ ზღჳს კიდესა დაეშენოს და იგი ავლინებდეს ნავთა და მიიწიოს სიდონადმდე.14.იზაქარს კეთილისა გულმან უთქუა, განისუენებდეს შორის ნაწილსა თჳსსა.15.და იხილოს განსუენებაჲ მისი, რამეთუ კეთილ და ქუეყანა, რამეთუ პოხილ მისცა მჴარნი მისნი შრომად და იქმნა კაც ქუეყანის მოქმედ.16.და დან სჯიდეს ერსა თჳსსა, ვითარცა ნათესავი ერთი ისრაჱლსა შორის.17.და იყოს დან გუელ გზასა ზედა მზირად მჯდომარე ალაგსა და უკბენდეს ტერფსა ცხენთასა და დაეცეს მჴედარი მართლუკუნ.18.და მაცხოვარებასა უფლისასა მოელოდის.19.გად განცდით განცადოს იგი და მან განცადოს იგი შემდგომად კუალსა მისსა.20.ასერ, პოხილ პური მისი და მან მისცეს საზრდელი მთავართა.21.ნეფთალემ, ხე მცენარე, მოსცემდეს ნაყოფთა სიკეთისათა.22.შვილი აღორძინებული იოსებ, შვილი ჩემი აღორძინებული საშურველი ძე ჩემი უმრწემესი ჩემდა მოიქცე, რომლისათჳს ზრახვა-ყვეს.23.და ძმაცვიდეს და ემტერნეს მათ უფალნი იგი მშჳლდთანი.24.და შეიმუსრა ძალითურთ მშჳლდები მათი და დაჴსნდეს ძარღუნი მკლავთა ჴელთა მათთანი ჴელითა ძლიერითა იაკობისთა მის მიერ, რომელმან განგაძლიერა შენ ისრაჱლ.25.ღმრთისა მიერ მამისა შენისა. და შეგეწია შენ ღმერთი ჩემი და გაკურთხა შენ კურთხევითა ზეცისათა ზეგარდამო და კურთხევითა ქუეყანისათა, რომელსა იქმს ყოველი კურთხევისათჳს ძუძუთასა და საშოჲსა.26.კურთხევითა მამისა და დედისა შენისათა უფროჲსად განძლიერდი უფროჲს მთათა მყართასა, კურთხევად ბორცუთა საუკუნეთა იყუნენ თავთა ზედა იოსებისსა და თხემსა, რომელი წინამძღუარ ყო ძმათა.27.ბენიამენ, მგელი მტაცებელი, განთიად ჭამდეს-ღა და მწუხრი განუყოფდეს საზრდელსა.28.ყოველნი ესე ძენი იაკობისნი - ტომი ათორმეტ. და ამას ეტყოდა მამაჲ მათი და აკურთხნა იგინი კაცად-კაცადი კურთხევისაებრ თჳსისა.29.ამცნო მათ და ჰრქუა მე შევეძინები ერსა ჩემსა, დამფალთ მე მამათა ჩემთა თანა ქუაბსა მას მრჩობლსა, რომელ-იგი არს აგარაკსა მას ეფრონის ქეტელისასა.30.რომელ არს წინაშე მამბრესსა, ქუეყანასა ქანანისასა, რომელ-იგი მოიგო აბრაჰამ ქუაბი ეფრონისაგან ქეტელისა სასყიდლით საფლავად.31.მუნ დაჰფლეს აბრაჰამ და ცოლი მისი სარრა ისაკ და ცოლი მისი რებეკა და მუნ დაფლეს ლია მოგებულსა მას აგარაკსა და რომელ-იგი არს მას შინა ქუაბი ძეთაგან ქეტისთა.32.და დასცხრა იაკობ ბრძანებად ძეთა თჳსთა და აღიხუნა ფერჴნი თჳსნი ცხედრად და მოაკლდა და შეეძინა ერსა თჳსსა.
1. იაკობის ანდერძი და რუბენის პირმშოობის დაკარგვა (49:1-4)
წინა საუბარში იაკობის შესახებ საუბრის დასრულება დაგპირდით, მაგრამ, რადგან ჩვენი სიტყვა ზედმეტად გაგრძელდა, დაპირება ბოლომდე ვერ შევასრულეთ. ამიტომ დღეს სურვილი მაქვს, წინა საუბრებიდან დარჩენილი შემოგთავაზოთ, რათა დღეს მაინც, თუ ღმერთი ინებებს, ბოლომდე მივაღწიოთ. მაგრამ ჯერ, საყვარელნო, იმის შეხსენება გვმართებს, სად შევაჩერეთ წინა ჯერზე ჩვენი სიტყვა და რით დავასრულეთ შეგონება. თქვენ, რასაკვირველია, იცით და გახსოვთ, რომ როცა მართალმა,...
...იება, რათა შენ ისწავლო, რომ მთავარნი და მეფენი იუდას შტოდან შეწყდნენ და ქრისტე აუცილებლობის გამო მოვიდა. ჰეროდე ხომ არა იუდეველი, არამედ იდუმიელი იყო, ძე ანტიპატრესი, რომელსაც იგი არაბი ცოლისაგან შეეძინა. როცა მთავარნი იუდას ტომიდან შეწყდნენ, როგორც ეს იაკობმა იწინასწარმეტყველა, "წარმართთა მოლოდინის" ხანა დადგა ().
მეფისათა. - რადგან სხვა ჰეროდეც იყო, მეოთხედმთავარი, ამიტომაც მათე მის მეფურ პატივზე მიუთითებს.
აჰა მოგუნი აღმოსავალით მოვიდეს იერუსალჱმდ. - რისთვის მოვიდნენ მოგვები? რაღა თქმა უნდა, იუდეველთა განსასჯელად. უკეთუ კერპთაყვანისმცემელმა მოგვებმა ირწმუნეს, იუდეველებს , თავის გასამართლებლად რაღა რჩებათ? ამასთან, იმისთვისაც მოვიდნენ, რომ დიდება ქრისტესი კიდევ უფრო განბრწყინებულიყო დამოწმებით მოგვებისა, რომელნიც უფრო დემონებს ემსახურებოდნენ და ღმრთის მტრები იყვნენ.
აღმოსავალით. - ესეც ებრაელთა განსასჯელად, რადგან ისინი თაყვანისსაცემად ასე შორიდან მოვიდნენ, ხოლო ებრაელები, რომელთაც ქრისტე ჰყავდათ, მას სდევნიდნენ.
2. და იტყოდეს: სადა არს, რომელი-იგი იშვა მეუფე ჰურიათაჲ? - ამბობენ, რომ ეს მოგვები ბალამ მოგვის შთამომავალნი იყვნენ - და რომ მათ იპოვნეს მისი წინასწარმეტყველება: "გამობრწყინდეს ვარსკულავი იაკობისაგან და მოს...
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მიუგო ერმან მან: ჩუენ გუასმიეს შჯულისაგან, ვითარმედ ქრისტე უკუნისამდე ეგოს. და შენ ვითარ იტყჳ, ვითარმედ: ჯერ-არს ძისა კაცისა ამაღლებაჲ? ვინ არს ესე ძჱ კაცისაჲ?“ (12,34).:
...(საქმე 8,32) და შემდგომი ამისი; და დავით იტყოდა შემსგავსებულსა ამისსა მეორესა შინა ფსალმუნსა3 და სხუათა მრავალთა ადგილთა, და ერთად იტყოდა ვნებისათჳს და აღდგომისა; და მამათმთავარმან თქუა: „მიწვა და მიიძინა, ვითარცა ლომმან“, და მერმე შესძინა და თქუა, ვითარმედ: „და ვინ აღადგინოს იგი?“ და აჩუენებს ერთბამად სიკუდილსა ვნებისათჳს და აღდგომისა. არამედ ესენი ჰგონებდეს, რაჲთამცა გამოაჩინეს, ვითარმედ არა ქრისტე არს, და ესრეთ აღიარეს, ვითარმედ ჭეშმარიტად ქრისტე უკუნისამდე ჰგიეს. და იხილე უკეთურებაჲ მათი, რამეთუ არა თქუეს, თუ: გუასმიეს, ვითარმედ ქრისტეს არაჲ ევნოს, არამედ: „უკუნისამდე ეგოს“, არამედ ვნებაჲ უკუდავებისა დამახრწეველ არა იქმნებოდა. და ამის მიერ საცნაურ არს, ვითარმედ მრავალსა გულისხმა-ჰყოფდეს და ნეფსით ზაკუვიდეს. რამეთუ ესმა მისგან, ვითარმედ: „ჯერ-არს ძისა კაცისა აღმაღლებაჲ“, და არა ჰრწმენა, არამედ თქუეს: „ვინ არსო ესე ძჱ კაცისაჲ?“ და ესეცა უკეთურებით, ვითარმცა აჩუენებდეს, ვითარმედ არა იციან, თუ იგი არს. ხოლო ქრისტეს ენება მათისა პირისა დაყოფაჲ და რაჲთამცა უჩუენა, ვითარმედ არა დამაყენებელ არს ვნებაჲ უკუნისამდე ყოფისა, და ამისთჳს ჰრქუა:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მცირედ ჟამ ნათელი თქუენ თანა არს” (12,35).
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მწუხრი შაბათსა, რომელი განთენებოდა ერთშაბა-თად, მოვიდა მარიამ მაგდანელი და სხუაჲ იგი მარიამ ხილვად საფლავისა. და აჰა ძრვაჲ იყო დიდი, რამეთუ ანგელოზი უფლისაჲ გარდამოჴდა ზეცით, მოვიდა და გარდააგორვა ლოდი იგი კარისა მისგან საფლავისა და დაჯდა მას ზედა. იყო ხილვაჲ მისი, ვითარცა ელვაჲ, და სამოსელი მისი სპეტაკ, ვითარცა თოვლი“ (28,1-3).:
...განვაქარვნე და გულნი თქუენნი მხიარულ-ვყვნე. „აღდგა, ვითარცა თქუა“. ჭეშმარიტ იქმნეს სიტყუანი იგი ჭეშმარიტებისანი, რაჲ-იგი სიტყჳთ თქუა, საქმით აღასრულა.
უკუდავი იგი ღმრთეებაჲ მისი უკუდავად ეგო და ჟამსა მას ვნებისასა მოკუდავთა მათ ჴორცთა მისთა ძილი იგი სიკუდილისაჲ მიიღეს. „მიწოლით მიიძინა, ვითარცა ლომმან“, მეუფებით, და აღდგა ღმრთივშუენიერად. ვერ ცნეს მცველთა აღდგომაჲ მისი და საფლავით გამოსლვაჲ, რამეთუ ღირსვე არა იყვნეს აღდგომისა მისისა ხილვად; ვერ დააყენეს საკრველთა მათ საფლავისათა და ბეჭედთა რკინისათა აღდგომაჲ მეუფისაჲ. ვერ უძლო დაბრკოლებად სიკუდილმან მჴსნელისა საფლავით გამოსლვასა; ჯოჯოხეთი განმწარდა, და ძრწოლაჲ შეედვა მეკარეთა ჯოჯოხეთისა-თა, კლიტენი მათნი დაყარნეს და კარნი განახუნეს და ვერვინ იკადრეს დაყენებად მის თანა აღდგომილთა მათგანი.
„აღდგა, ვითარცა თქუა“. ვითარ გამოგითარგმანო აღდგომაჲ უფლისაჲ? რამეთუ საიდუმლოჲ არს ჯუარ-ცუმაჲ მისი, საიდუმლოჲ არს დაფლვაჲ მისი, საიდუმლოჲ არს აღდგომაჲ მისი. ყოველივე საქმე მისი საიდუმლოჲ არს. ვითარცა იშვა დაბეჭდულთაგან ბჭეთა ქალწულებისათა, ეგრეთვე აღდგა დაბეჭდულისაგან საფლავისა და იქმნა პირმშო შესუენებულთაჲ მეუფე ქრისტე. ვითარცა, იშვა რაჲ, არა დაჰჴსნა ქალწულებაჲ დედისაჲ, ეგრეთვე, აღდგა რაჲ, ა...