...სწორედ ნოეს სახელდება გვახსენდება. მასაც არა უბრალოდ და არა შემთხვევით დაარქვეს მშობლებმა ეს სახელი, არამედ ხუთასი წლით ადრე წინასწარნიშნეს მომავალი წარღვნა. ხოლო რომ ნოეს მამამ არა სათნოების გამო დაარქვა ძეს ეს სახელი, მოისმინე წერილისა, რომელიც ნათლად ამბობს: „ნოე კაცი მართალი სრული იყო ნათესავსა შინა მისსა" (). არ დამალავდა წერილი და არ იტყოდა, რომ ნოე ერთადერთი მართალი იყო, თუკი ლამექი, მისი მამა, ამ მართლის სათნოების მოშურნე ყოფილიყო. ამასთან, სურდა რა ძისთვის სახელი დაერქმია, ლამექმა თქვა: „და უწოდა სახელი მისი ნოე მეტყუელმან: ამან განმისუენოს ჩუენ საქმეთაგან ჩვენთა და მწუხარებათაგან ჴელთა ჩუენთასა და ქუეყანისაგან, რომელი დაწყევა უფალმან ღმერთმან ჩუენმან" (). მითხარი, საიდან ჰქონდა ლამექს ასეთი ცოდნა იმის შესახებ, რაც რამდენიმე თაობის შემდეგ უნდა მომხდარიყო? სახელი ეწოდოს, ამბობს, ნოე; „ამან განმისუენოს ჩუენ". ნოე ებრაულად განსვენებას ნიშნავს. ამიტომ რადგან ნოე ერთადერთი უნდა გადარჩენილიყო წარღვნის დროს, რომელიც მთელ სამყაროს დაფარავდა, და მის შემდგომი თაობების დასაბამი უნდა გამხდარიყო, ლამექი ამბობს: „ამან განმისუენოს ჩუენ", განსვენებას უწოდებს წარღვნას. მართლაც, წარღვნამ,...
დაბადებისა 6:9
განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის
...თალი ნოეს მოდგმის ისტორიამ. ჩვენ საკვირველი გვარტომობის წესი შევიტყვეთ და დავინახეთ, რომ მართალი დიდებას იხვეჭს არა წინაპართა კეთილშობილებით, არამედ საკუთარ ზნეთა სიკეთით. სწორედ ამის გამო მიიღო მან ასეთი მაღალი მოწმობა საღვთო წერილისგან: „ნოე კაცი მართალი სრული იყო ნათესავსა შინა მისსა, ღმერთსა სათნო ეყო ნოე" (). ამ მოკლე სიტყვებს გუშინ მთელი სწავლება მოვახმარეთ. ასეთია საღვთო სიტყვათა თვისება — მცირე გამონათქვამებში დიდ სიმდიდრეს აჩვენებენ და გამოუთქმელ საუნჯეს მოანიჭებენ მათ, ვისაც გულმოდგინედ სურს მათი გამოკვლევა. ამიტომ, გთხოვთ, საღვთო წერილში მოცემულ არაფერს ზედაპირულად არ გავუაროთ, არამედ, იქნება ეს სახელთა ჩამონათვალი თუ მოვლენის თხრობა, მასში დამალულ საუნჯეს მოვეძიოთ. სწორედ ამიტომ ქრისტემაც თქვა: „გამოიძიებდით წიგნთა" (), რადგან ყველგან მაშინვე ვერ იპოვი დაწერილის აზრს, არამედ ჩვენგან ღრმა კვლევაა საჭირო, რათა სიღრმეში მდგომი არაფერი დაგვრჩეს შეუმჩნეველი. ხომ თუ მხოლოდ მოდგმის სახელმა, ესე იგი სიტყვამ „კაცი", გუშინ ასეთი სასარგებლო საგანი მოგვაწოდა (საუბრისათვის), რა სარგებელს მივიღებთ, თუ ყურადღებითა და ფხიზელი გონებით განვიხილავთ წერილში ნათქვამ ყველაფერს? ჩვენი მეუფე კაცთმ...
...რომ თავისი სათნოებით მან მადლი პოვა უფალ ღმერთთან, ეს საკვირველი წინასწარმეტყველი, სულიწმიდით შთაგონებული, მოგვითხრო; ახლა ისიც უნდა შევიტყოთ, რაც შემდეგ არის ნათქვამი, — ვნახოთ, როგორ მსჯელობდა მის შესახებ თავად ღმერთი. „ესე შობანი ნოესი: ნოე კაცი მართალი სრული იყო ნათესავსა შინა მისსა, ღმერთსა სათნო ეყო ნოე" (). უჩვეულო საგვარტომო წესი. რომ თქვა: „ესე შობანი ნოესი" და ჩვენი ყურადღება მიიპყრო, თითქოს ნოეს საგვარტომოს აპირებდა თხრობასას — ვინ იყო მისი მამა, საიდან იყო მისი გვარი, როგორ მოევლინა ქვეყანას, და ყოველივე დანარჩენი, რაზეც ჩვეულებისამებრ საგვარტომოს გადმომცემნი მოგვითხრობენ, — საღვთო წერილი ყოველივე ამას ტოვებს და, ჩვეულების საწინააღმდეგოდ, ამბობს: „ნოე კაცი მართალი სრული იყო ნათესავსა შინა მისსა, ღმერთსა სათნო ეყო ნოე". ხედავ საკვირველ საგვარტომოს? — „ნოე, — ამბობს, — კაცი". შეხედე, ბუნების საერთო სახელიც კი მართლის ქებად იქცევა. მაშინ, როცა სხვები, ხორციელ სიამოვნებებში ჩაძირულები, ადამიანებად ყოფნაც კი შეწყვიტეს, ნოემ, ნათქვამია, ასეთ სიმრავლეს შორის (გახრწნილთა) ადამიანის სახე შეინარჩუნა, რადგან ადამიანი სწორედ ის არის, ვინც სათნოებას ივარჯიშებს. არა ის, რომ ადამიანის გარეგნობა გვაქვს — თვალები, ცხვირი, ბაგე,...