1.ამისთჳს დაუტეოთ დასაბამისა მის ქრისტეს სიტყუათაჲ და სისრულისა მიმართ მოვიდეთ; ნუ კუალად საძირკუელსა დავსდებთ სინანულისასა მკუდართაგან საქმეთა და სარწმუნოებისა ღმრთისა მიმართ,2.ნათლის-ღებისა სწავლისა, დასხმისა ჴელთაჲსა და აღდგომისა მკუდართაჲსა და საშჯელისა მის საუკუნოჲსა.3.და ესე ვყოთ, უკუეთუ გჳბრძანოს ღმერთმან.4.რამეთუ შეუძლებელ არს ერთ-გზის განათლებულთა მათ, რომელთა გემოჲ ეხილვოს ნიჭთა მათ ზეცისათაჲ და ზიარ-ქმნულ იყვნენ სულისა წმიდისა5.და კეთილი გემოჲ ეხილვოს სიტყჳსა ღმრთისაჲ და ძალი იგი მერმისა მის საუკუნოჲსაჲ6.და დაცემულთა კუალად განახლებაჲ სინანულად, თანა-ჯუარს-ცუმად თავთა მათთა ძესა ღმრთისასა და განქიქებად.7.რამეთუ ქუეყანამან რომელმან სჳს მარავალ გზის მის ზედა მოსრული წჳმაჲ და გამოიღის მწუანვილი, სარგებელი მათთჳს, რომელთათჳსცა იქმნების, მიიღებს კურთხევასა ღმრთისა მიერ.8.ხოლო უკუეთუ მოიღის ეკალი და კუროჲსთავი ურგები და წყევისა მახლოებლი, რომლისა უკუანაჲსკნელი დასაწუველად არნ.9.ხოლო ჩუენ გურწამს თქუენთჳს, საყუარელნო, უმჯობესი და მახლოებლი ცხორებისაჲ, ესრეთ ღათუ ვიტყჳთ.10.რამეთუ არა არს სიცრუე ღმრთისა თანა, ვითარმცა დაივიწყნა საქმენი თქუენნი და შრომაჲ სიყუარულისა თქუენისაჲ, რომელი აჩუენეთ სახელისა მისისათჳს, რამეთუ ჰმსახურებდით წმიდათა მათ და ჰმსახურებთცა.11.გუსურის კაცად-კაცადისა თქუენისაჲ, რაჲთა მასვე აჩუენებდეთ მოსწრაფებასა გულსავსებისა მის მიმართ სასოებისა ვიდრე აღსასრულადმდე,12.რაჲთა არა მოჰმედგრდეთ, არამედ მობაძავ იყვნეთ მათდა, რომელთა-იგი სარწმუნეობითა და სულგრძელებითა დაიმკჳდრნეს აღთქუმანი.13.რამეთუ აბრაჰამს აღუთქუა ღმერთმან, ვინაჲთგან არავინ იყო უფროჲსი, რომელსამცა ფუცა, ფუცა თავისა თჳსისა;14.და თქუა, ვითარმედ: კურთხევით გაკურთხო შენ და განმრავლებით განგამრავლო შენ.15.და ესრეთ სულგრძელ იქმნა და მიემთხჳა აღთქუმასა.16.რამეთუ კაცთა უფროჲსისა მიმართ ფუციან და ყოვლისა ცილობისა მათისა დასასრულსა დასამტკიცებელად ფიცი არს.17.რომლითა უმეტესად უნდა ღმერთსა ჩუენებად მკჳდრთა მათ მის აღთქუმისათა შეუძრველობაჲ ზრახვისა მისისაჲ, შუამდგომელ ყო ფიცი,18.რაჲთა ორთავე მათ საქმეთა მიერ შეუძრავთა, რომელთა შინა შეუძლებელ იყო ცრუებად ღმერთი, ძლიერი ნუგეშინის-ცემაჲ გუაქუენდეს ჩუენ, რომელნი-ესე შევევედრენით შეკრძალვად წინა-განმზადებულსა მას სასოებასა,19.რომელი ვითარცა ხარისხი გჳპყრიეს სულისაჲ კრძალული და მტკიცე და შემავალი შინაგანსა მას კრეტსაბმელსა,20.სადა-იგი წინამორბედად ჩუენთჳს შევიდა იესუ, წესსა მას ზედა მელქისედეკისსა მღდელთმოძღუარ იქმნა იგი უკუნისამდე.
პავლესი: რამეთუ ვერ ჴელ-ეწიფების ერთგზის ნათელღებულთა, რომელთა გემოჲ უხილავს ნიჭითა მათ ზეცისათა და ზიარ-ყოფილ არიან სულისა წმიდისა და კეთილი იგი გემოჲ უხილავს, სიტყუაჲ ღმრთისა და ძალი მერმეთა მათ საუკუნეთაჲ და მერე შესცოდეს, და კუალად განახლებაჲ მათი სინანულითა და თანაჯუარ-ცუმად თავი მათი ძე კაცისასა და განქიქებად (6,4-6).
თარგმანი: რაჲ არს სიტყუაჲ ესე; განაგდებსა სინანულსა, რომელ იტყჳს თუ — ვერ ჴელ-ეწიფების განახლებაჲ — ნუ იყოფინ! არა სინანულსა განაგდებს, არამედ იტყჳს, ვითარმედ...
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ამისთჳს უფროჲს ეძიებდეს მოკლვად იესუს, რამეთუ არა ხოლო შაბათსა დაჰჴსნიდა, არამედ ღმერთსაცა მამად თჳსა იტყოდა და თავსა თჳსსა სწორ-ჰყოფდა ღმრთისა. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: არა ძალ-უც ძესა თავით თჳსით საქმედ არცა ერთი რაჲ“ (5,18-19).:
...იქმს წინააღმდგომსა მამისასა, არამედ: „ვერ ძალ-უცო ქმნად“? გარნა ამისთჳს, რაჲთა უმეტესი იგი ერთობაჲ გამოაჩინოს, რამეთუ არა თუ უძლურებასა სწამებს მას სიტყუაჲ ესე, არამედ უფროჲსად ძალსა ფრიადსა. და სხუასაცა ადგილსა იტყჳს პავლე მამისათჳს: „რაჲთა ორითა საქმითა შეუძრავითა, რომლითა ვერ შემძლებელ არს ცრუებად ღმერთი“. და კუალად იტყჳს, ვითარმედ: „უკუეთუ ჩუენ უარ-ვყოთ, იგი სარწმუნოდ ჰგიეს, რამეთუ უარის-ყოფად თავისა თჳსისა ვერ შემძლებელ არს“. და არა თუ სიტყუანი ესე უძლურებასა წამებენ მისთჳს, არამედ უფროჲსად ძალსა მიუთხრობელსა, რამეთუ სიტყუაჲ ესე, რომელსა იტყჳს, ესევითარი არს, ვითარმედ შეუწყნარებელი არს იგი ბუნებაჲ ესევითარისა რაჲსამე. ვითარმცა ვიტყოდეთ, თუ: შეუძლებელ არს, თუმცა უფალმან ცოდა, და არა თუ სიტყჳთა ამით უძლურებასა ვსწამებთ მისთჳს, არამედ უფროჲსად ძალსა გამოუთქუმელსა აღვიარებთ, ეგრეთვე რაჟამს თქუას, თუ: „ვერ ძალმიც თავით ჩემით საქმჱ არცა ერთი რაჲ“, ამას იტყჳს, ვითარმედ: არა შესაძლებელ არს, არცა ეგების, არცა იქმნების, თუმცა ვქმენ რაჲ წინააღმდგომი მამისაჲ.
და რაჲთა სცნა, ვითარმედ ესრეთ არს სიტყუაჲ ესე, შემდგომნი იგი სიტყუანი ვიხილნეთ, თუ ვის ეწამების ქრისტე, ჩუენმიერთა ამათ სიტყუათა...
...უხვობა გამოავლინოს. სიზარმაცის გამო თავად თავს ნუ მოვაკლებთ მის ნიჭებს, არამედ ვისწრაფოთ და ვიშურვოთ დასაწყისის გადასადგმელად სათნოების გზაზე, რათა ზეციური შეწევნის მიღებით დასასრულამდეც მივაღწიოთ. უმაღლესი ძალის შეწევნის გარეშე ჩვენ ვერაფერ კეთილს შევძლებთ. ამრიგად, მისადმი იმედი, როგორც მტკიცე და საიმედო ღუზას (), ჩავეჭიდოთ, მას დავეყრდნოთ და სათნოების შრომას ნუ შევხედავთ, არამედ შრომის ჯილდოზე ვიფიქროთ და ამგვარად ყველაფერი კეთილგანწყობით ავიტანოთ. ვაჭარიც, ნავსადგურს რომ დატოვებს და ღია ზღვაში გავა, არა მხოლოდ ზღვის ყაჩაღებზე, გემთმსხვრევებზე, ზღვის ურჩხულებსა და ქარის შემოტევაზე, უწყვეტ ქარიშხლებსა და უბედურ შემთხვევებზე ფიქრობს, არამედ ამ საფრთხეების შემდეგ მოსალოდნელ სარგებელზეც და, იმედით გამოკვებილი, კეთილგანწყობით იტანს ყველა შემხვედრ უსიამოვნებას, ოღონდ მეტ ფულს მიიღოს და მათთან ერთად სახლში დაბრუნდეს. მიწათმოქმედიც ასევე არა მხოლოდ მიწის დამუშავების შრომაზე, ძლიერ წვიმებსა და მიწის უნაყოფობაზე, მავთულას შემოტევასა და კალიის მოსვლაზე ფიქრობს, არამედ გონებით კალოსაც წარმოიდგენს და მარცვლის ძნებსაც და ამიტომ ყველაფერს კეთილგანწყობით იტანს — მოსავლის იმედით შრომის სიმძიმეს არ გრძნობს; და თუმცა წარმატება უცნობია, მაინც, სასიამოვნო...