...(მათ. 11,29) უკუეთუ იქმნა მშჳდ და მდაბალ, მეგობარ იყო ქრისტესა, ვითარცა წერილ არს მოსესთჳს, ვი-თარ „იყო უმშჳდეს ყოველთა კაცთა“. ამისთჳს ეწოდა მსახურ და მონა ღმრთისა, და „ეტყოდა მას ღმერთი პირისპირ, ვითარცა ვინ ეტყჳნ მეგობარსა თჳსსა“. უკუეთუ ესე წესი მოიგო, ამასცა სოფელსა სანატრელ იყო და საუკუნეთა მათ სატანჯველთა პირი არა იხილო, არამედ კადნიერებით წარსდგე საშინელსა მას სამშჯავროსა და ზეცისა სასუფეველსა მკჳდრ იქმნა, რომელსა ღირსმცა ვართ ყოველნი მიმთხუევად მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისაჲ დიდებაჲ არს თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.