მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ჰრომაელთა მიმართ 10:1

1. ძმანო, ნებაჲ გულისა ჩემისაჲ და ვედრებაჲ ჩემი ღმრთისა მიმართ ისრაჱლისათჳს არს საცხორებელად.2. ვეწამები მათ, რამეთუ შური საღმრთოჲ აქუს, არამედ არა მეცნიერებით.
ჰრომაელთა მიმართ თავი 10
1. ძმანო, ნებაჲ გულისა ჩემისაჲ და ვედრებაჲ ჩემი ღმრთისა მიმართ ისრაჱლისათჳს არს საცხორებელად.
თავი ი̂ე. ვითარმედ ურწმუნოებისაგან იქმნა დაცემაჲ მათი, უმეცრებისათჳს სიმართლესა ღმრთისასა, რამეთუ არა დაემორჩილნეს იგინი მადლსა მას ქადაგებისასა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ძმანო, ნებაჲ გულისა ჩემისაჲ და ვედრებაჲ ღმრთისა მიმართ ისრაჱლისათჳს არს საცხორებელად. ვეწამები მათ, რამეთუ შური საღმრთოჲ აქუს, არამედ არა მეცნიერებით (10,1-2).:

თარგმანი: აჰა ესერა მიზეზსა იტყჳს, რომლისათჳს განავრცნა სიტყუანი ესე გამოძიებისანი, ვითარმედ: ცხორებისათჳს ისრაჱლისა ფრიად რაჲმე წყურიელ არს. ამისთჳს წამებს მათთჳს, ვითარმედ: შური აქუს არა საღმრთოდ, არამედ რეცა საღმრთოდ, რამეთუ ჰგონებენ, ვითარმედ შჯულისა დამცველ არიან, არამედ შჯულისა გარდამავალ იქმნებიან, რამეთუ არა ირწმუნებენ შჯულისა მიერ და წინაჲსწარმეტყუელთა ქადაგებულსა და სრულ-მყოფელსა მათსა უფალსა. ამისთჳს დაესაჯების მოციქულისა მიერ.

თავი ი̂ე
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ძმანო, ნებაჲ გულისა ჩემისაჲ და ვედრებაჲ ჩემი ღმრთისა მიმართ ისრაჱლისათჳს არს საცხორებელად (10,1).:

თარგმანი: ეგულების ჰურიათადა დიდად ბრალობაჲ და რაჲთა არავინ თქუას მათ შორის, თუ: მტერობისა მათისათჳს ტყუვილსა იტყჳს. ამისთჳს პირველვე იტყჳს, ვითარმედ: უფროჲსად მიყუარანო და მნებავს მათი ცხორებაჲ, და ამისთჳს ვიტყჳ სიტყუათა ამათ.

მოძღვრება მეხუთესა კვირიაკესა ზედა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

განმარტება კვირიაკის სამოციქულიოსა (რომ. 10, 1-11).

ძმანო მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო! საღმრთო ლიტურღიის, ანუ წირვის აღსრულებასა შინა, უმთავრესთა წესთაგანი არის წაკითხვა სახარებისა და სამოციქულოისა. მაშასადამე, ვისაც ჰსურს ჯეროვნად და სასარგებლოდ მოსმენა წირვისა და მიღება მადლისა, მან ყოველთვის საკუთარი ყურადღება უნდა მიაქციოს რიგის სამოციქულოსა და სახარებასა ზედა და ეცადოს, რომ კარგად გაიგოს აზრი და დარიგება, რომელნიც არიან მათ შინა.

აწინდელთა კვირიაკეთა შინა, ესე იგი შემდგომად სულის წმინდის მოფენისა, ყოველს წირვაზედ წაიკითხებიან სამოციქულოსაგან რომაელთა მიმართ წმინდისა პავლე მოციქულისა ისრეთნი თავნი და მუხლნი, რომელნიც იპყრობენ თვის შორის დიდსა და ღრმასა სწავლასა. მეტადრე დღეს წაკითხული სამოციქულო წინა-დაგვიდებს ერთობ ღრმასა სწავლასა, რომელსა ყოველი ქრისტიანე ვერ გაიგებს ჯეროვნად, უკეთუ არ ეყოლა ხელმძღვანელი. ამისათვის, შეწევნითა ღვთისათა, ავხსნათ აზრი დღეს წაკითხულის სამოციქულოისა, ხოლო ხელმძღვანელად ჩვენდა მოვუწოდოთ დიდსა და წმინდასა მამასა ჩვენსა იოანე ოქრო-პირსა, რომელმან დაგვიტოვა ჩვენ ვრცელი და მშვენიერი განმარტება...

სრულად ნახვა
ფსალმუნი 48-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2. საერთო სწავლება და საღმრთო სიბრძნე:

...ბდა: „უფალმან, უფალმან მცეს მე ენა სწავლულებისა ცნობად, ოდეს ჯერარს თქუმად სიტყჳსა“ და „შემძინა მე ყური სმენად“ (). და პავლეც კვლავ ამბობს: „აწ უკუე სარწმუნოებაჲ სამე სმენისაგან არს, ხოლო სმენაჲ - სიტყჳთა ღმრთისაჲთა“ (). ხედავ, ისიც ჯერ მსმენელი ხდება და მხოლოდ შემდეგ - მოძღვარი? ამიტომ სხვა განმმარტებელიც ამბობდა: „და ჩაიღიღინებს ჩემი გული“. რას ნიშნავს „ჩაიღიღინებს“? იგალობებს, სულიერ ფსალმუნს იტყვის. ხოლო თუ „ზრახვას“ ამბობს, ნუ შეშფოთდები: რაც სულიწმინდისგან მიიღო, იმას განუწყვეტლივ იმარხავდა გონებაში და თავის თავში აღძრავდა; შემდეგ კი, აღძრულს, სხვებისთვის გამოჰქონდა.

და რას ნიშნავს აქ „იგავი“? ეს სახელი მრავალმნიშვნელოვანია. რადგან „იგავი“ ნიშნავს სიტყვასაც, მაგალითსაც და საყვედურსაც, როგორც მაშინ, როცა ამბობს: **„მყვენ ჩუენ იგავ წარმართ...

სრულად ნახვა