...მდგომად კიცუსა მას. რამეთუ ვინაჲთგან განისუენა ქრისტემან წარმართთა ზედა, მოვიდენ იგინიცა შურითა კეთილისაჲთა, რავდენთაცა იპოოს ნაწილი ცხორებისაჲ. და ამას მოასწავებს პავლე და იტყჳს, ვითარმედ: „სიბრმე ჟამად-ჟამად შეჰყვა ისრაჱლსა, ვიდრემდე სავსებაჲ იგი წარმართთაჲ შემოვიდეს. და ესრეთ ყოველი ისრაჱლი ცხონდეს“. ყოვლად მათ უწოდა, რომელნი ცხორებად მოვიდეს, რამეთუ წარწყმედილნი იგი და ურწმუნოებასა შინა დაშთომილნი არცა თუ წოდებად ისრაჱლად ღირს-ყვნა, არამედ შვილად წარწყმედისა; ხოლო დაჯდომაჲ იგი უფლისაჲ კიცუსა ზედა საცნაურ არს, ვითარმედ მომასწავებელი იყო ზემოწერილთა მათ საქმეთაჲ. უკუეთუმცა არა ესრეთ იყო, რაჲსათჳსმცა ესრეთ გამოწულილვით წინაჲთვე ქადაგა წინაჲსწარმეტყუელმან ჰასაკიცა კარაულისაჲ მის, ვითარმედ: „ზეზის იგიო ვირსა კიცუსა“. და ესეცა მოესწავებოდა მაშინ, ვითარმედ დაუყენებელად მოაქცინენ წარმართნი მოციქულთა, და ვითარცა მაშინ აღჰჴსნასა მას ვირისა და კიცჳსასა არავინ სიტყუა-უგო, არცა დააყენნა, ეგრეთვე წარმართთა მიმართ ქადაგებაჲ მათი ვერვინ დააბრკოლა, დაღაცათუ მრავალნი აღუდგეს ბრძოლად, არამედ დაუყენებელად წარემართა საქმე მათი.
ჰრომაელთა მიმართ 11:25
24. უკუეთუ შენ ბუნებითისა მისგან მოეკუეთე ველურისა ზეთის ხილისა და გარეშე ბუნებისა დაემყენ კეთილსა ზეთის ხილსა, რავდენ უფროჲს იგინი ბუნებითსა მას დაემყნენ თჳსსავე მას ზეთის ხილსა!25. არა მნებავს უმეცრებაჲ თქუენი, ძმანო, საიდუმლოჲსა ამის, - რაჲთა არა იყვნეთ თავით თვსით ბრძენ, - რამეთუ სიბრძნე ჟამად-ჟამად შეჰყვა ისრაჱლსა, ვიდრემდე სავსებაჲ იგი წარმართთაჲ შემოჴდეს.26. და ესრეთ ყოველი ისრაჱლი ცხონდეს, ვითარცა წერილ არს: მოვიდეს სიონით მჴსნელი და მოაქციოს უღმრთოებისაგან იაკობი.
ჰრომაელთა მიმართ თავი 11