თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ სოფელი ესე არა მტკიცე არს, არამედ იქცევის, ვითარცა ქარი, სხუად და სხუად, არამედ თქუენ ნუ იქმნებით მსგავსად მისისა მის დაუდგრომელობისა, არამედ მტკიცედ დეგით ღმრთისმსახურებასა შინა.
ჰრომაელთა მიმართ 12:2
1. გლოცავ თქუენ, ძმანო, მოწყალებათათჳს ღმრთისათა, წარუდგინენით ჴორცნი ეგე თქუენნი მსხუერპლად ცხოველად, წმიდად, სათნოდ ღმრთისა მეტყუელი ეგე მსახურებაჲ თქუენი.2. და ნუ თანა-ხატ ექმნებით სოფელსა ამას, არამედ შეიცვალენით განახლებითა მით გონებისა თქუენისაჲთა, რაჲთა გამოიცადოთ თქუენ, რაჲ-იგი არს ნებაჲ ღმრთისაჲ: კეთილი, სათნოჲ და სრული.3. რამეთუ ვეტყჳ მადლითა ღმრთისაჲთა, რომელი მოცემულ არს ჩემდა ყოველსა მას, ვინცა-იგი არს თქუენ შორის: ნუ უფროჲს ბრძნობნ უმეტეს წესისა მის, არამედ ბრძნობდინ სიწმიდესა კაცად-კაცადი, ვითარცა ღმერთმან განუყო საზომითა მით სარწმუნოებისაჲთა.
ჰრომაელთა მიმართ თავი 12