თარგმანი: ვინაჲთგან თქუა თუ "მსხუერპლად", რაჲთა არავინ თქუას თუ — დაკლვასა იტყჳს თავთა თჳსთასა, — ამისთჳს შესძინა, ვითარმედ: "ცხოველად". ხოლო ვითარ იქმნების მსხუერპლად შეწირვაჲ ჴორცთაჲ? გარნა ესრეთ, რამეთუ, რაჟამს თუალნი არარაჲსა ბოროტისა მიმართ მივიდოდინ, არამედ მარადის კეთილსა ხედვიდენ, და ენაჲ არა ბოროტისა სიტყუათა ჰმსახურებდეს, არამედ გალობათა შინა და საღმრთოთა სიტყუათა იქცეოდის და ჴელნი არა ბოროტისა საქმეთა, არამედ კეთილსა იქმოდინ და ესრეთ ყოველნი ასონი სიმართლისა საჭურველ იქმნებოდინ. ესრეთ იქმნებიან ჴორცნი მსხუერპლ ღმრთისა.
ჰრომაელთა მიმართ 12:1
თარგმანი: თჳთ მათ მოწყალებათა ღმრთისათა, რომელთა მიერ ვცხონდით, შემოიყვანებს აწ მვედრებელად ჩუენდა. და რაჲთა არა, გუესმეს რაჲ მსხუერპლ ყოფაჲ თავთა ჩუენთაჲ, ვჰგონებდეთ, ვითარმედ გუაწუევს დაკლვასა მათსა, ამისთჳს მყის ზედა-დაჰრთავს "ცხოველსა"; რამეთუ ესრეთ იქმნების წარდგინებაჲ ჴორცთაჲ მსხუერპლად ცხოველად, წმიდად, სათნოდ ღმრთისა, რაჲთა თუალნი კრძალულებით ხედვიდენ არარას ბოროტსა, არამედ ყოველსავე კეთილსა არიან იგინი შესაწირავ. ხოლო ჴელი რაჟამს არარას იქმოდის უჯეროსა, თჳნიერ კეთილსა და მოწყალებასა, ქმნილ არს იგი ყოვლადდასაწუველ. ხოლო ენაჲ, არა-მეტყუელი უჯეროებისაჲ, არამედ მარადის მზრახვალი შჯულსა უფლისასა, არს იგი მსხუერპლ. ხოლო ყურნი რაჟამს არა განეღებოდინ საეშმაკოთა, არამედ დაუჴშველ იყვნენ საღმრთოთა ზრახვათათჳს, მაშინ არიან იგინი შესაწირავ წმიდა და სათნო ღმრთისა, უფროჲს ჰურიაებრივისა მის დაკლვისა პირუტყუთაჲსა, რომლისა მეძიებელ ღმერთი არაოდეს გამოჩნდების.
ხოლო ესე, რომელ პირველ ვთქუენით, მსხუე[რპლად წარდგინებაჲ ჴორცთაჲ ...], <span...
...იება. მაშ, შენი ცხოვრება ისეთი იყოს, რომ შენი მეუფე კეთილად მოიხსენიებოდეს, და ამით სრულყოფილ მსხვერპლს შეწირავ. ამავე მსხვერპლს პავლეც ეძიებს, როცა ამბობს: „წარუდგინენით ჴორცნი ეგე თქუენნი მსხუერპლად ცხოველად, წმიდად, სათნოდ ღმრთისა“ (). და სხვა ადგილას კვლავ იგივე წინასწარმეტყველი ამბობს: „ვაქებდე სახელსა ღმრთისა ჩემისასა გალობითა და განვადიდო იგი ქებითა; და სათნო-ეყოს ღმერთსა უფროჲს ჴბოსა მის ჩჩჳლისა, რომელსა გამოჰქონედ რქანი და ჭლიკნი.“ () ასე სწირავდა იობიც იმ ბუნებაზე აღმატებული დარტყმების შემდეგ: მადლობდა და ამ სიტყვებს წარმოთქვამდა: „უფალმანცა მომცა, უფალმანცა მიმიღო, ვითარცა უნდა, ეგრეცა ქმნა. იყავნ სახელი უფლისაჲ კურთხეულ.“ () და კიდევ: „და მიუსრულენ მაღალსა აღნათქუემნი შენნი“ (). აქ ვედრებებს გულისხმობს, რათა ლოცვაში განუწყვეტლივ ვიდგეთ და, რაც კი...
...აქებას უბრძანებდა, ასევე ჩვენ გვიბრძანებს, სხეულის ყველა ასოთი ვუგალობოთ ღმერთს: თვალით, ენით, სმენითა და ხელით. ამასვე პავლეც ცხადყოფს, როცა ამბობს: „წარუდგინენით ჴორცნი ეგე თქუენნი მსხუერპლად ცხოველად, წმიდად, სათნოდ ღმრთისა მეტყუელი ეგე მსახურებაჲ თქუენი“ (). თვალიც აქებს, როცა უწესოდ არ უყურებს; ენაც, როცა ფსალმუნებს გალობს; სმენაც, როცა ბოროტ სიმღერებსა და მოყვასის წინააღმდეგ ბრალდებებს არ იღებს; გონებაც, როცა ხრიკებს არ ქსოვს, არამედ სიყვარულს აღმოადენს; ფეხებიც, როცა ბოროტებისკენ კი არ გარბიან, არამედ კეთილ საქმეთა აღსასრულებლად მიემართებიან; ხელებიც, როცა მიტაცებისკენ, მომხვეჭელობისა და დარტყმებისკენ კი არ იწვდიან, არამედ მოწყალებისა და უსამართლოდ ჩაგრულთა დაცვისკენ.
მაშინ ადამიანი თანხმიერ ქნარად იქცევა და ღმერთს ყოვლად შეთანხმებულ, სულიერ საგალობელს აღუვლენს. ის საკრავებიც მაშინ სწორედ ამის გამო იყო დაშვებული: იუდეველთა უძლურების გამო და იმისთვისაც, რომ იუდეველები სიყვარულსა და თანხმობაში შეეყვანა, მათი გონება აღეძრა, რათა სიამით ეკეთებინათ ის, რაც სარგებელს იძ...
...ამედ ჭეშმარიტებითა არს. ამისთჳს იტყჳს: „რაჲთა იყვნენ წმიდა ჭეშმარიტებითა შენითა“, რამეთუ მათცა შენდა შევსწირავ შესაწირავადო, გინა თუ ამისთჳს, რამეთუ ვინაჲთგან თავადი და წინამძღუარი ამას იქმს, ვითარმცა იგინი იქმან, რამეთუ იგინიცა შეიწირვიან; რამეთუ იტყჳს: „წარუდგინენით ასონი თქუენნი მსხუერპლად ცხოველად, წმიდად“, და ვითარმედ: „შევირაცხენით, ვითარცა ცხოვარნი კლვადნი“, ; და თჳნიერ სიკუდილისა მსხუერპლად და შესაწირავად ჰყოფს მათ. ხოლო ვინაჲთგან სიკუდილად მივიდოდა, თქუა: „ამათთჳს მე წმიდა-ვჰყოფ თავსა ჩემსა“. რაჲთა არავინ თქუას, ვითარმედ მოციქულთათჳს ოდენ იტყჳს ამას, ამისთჳს შესძინა და თქუა:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „არა მათთჳს გკითხავ, არამედ ყოველთათჳს, რომელთა ჰრწმენეს სიტყჳთა მათითა ჩემდა მომართ“ (17,20).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ამით სიტყჳთა კუალად განაძლიერნა სულნი მათნი, უჩუენა რაჲ, ვითარმედ მრავალნი მოწაფე-ყოფად არიან მათდა, რამეთუ ვინაჲთგან რომელი მათ უმეტესად აქუნდა, ზიარ სხუათასა გამოაჩინა, კუალად ნუგეშინის-სცა, მოასწავა რაჲ, ვითარმედ სხუათა მრავალთა ცხორებისა მიზეზ ყოფად არიან. ხოლო ვინაჲთგან თქუა შეწირვისა მისთჳს მათისა და ცხორებისა და რაჲთა...