თარგმანი: იყვნეს ვინმე ჰურიათაგანნი მორწმუნე-ქმნილნი, რომელთა ჯერეთ ფრიადი აქუნდა კრძალვაჲ საჭმელთაჲ, ვითარცა შეგინებულად შერაცხილთაჲ, ხოლო რომელნი-იგი სრულ იყვნეს სარწმუნოებასა შინა, სარწმუნოებით ჭამდეს ყოველსავე წინადაგებულსა. და ამათ კეთილადმორწმუნეთა ამცნებს მოციქული, რაჲთა ვითარცა სრულთა და ყოვლად მრთელთა, შეიწყნარონ ჯერეთ უძლური იგი სარწმუნოებითა, რომლისა ფრიად რაჲმე სამხილებელ ჰყოფს სიტყუათა ამათ, რამეთუ უწოდს უძლურად სარწმუნოებითა, და ძნიად შესაწყნარებელად, და მიზეზად ორგულებისა ყოველთა მახლობელთა მათთა. ვინაჲცა სარწმუნოებით მჭამელსა მას აქებს, ვითარცა სრულსა, ხოლო მხლის მჭამელსა მას უძლურად უწოდს; რამეთუ არა გულისსიტყჳთა მარხვისაჲთა, არამედ ურწმუნოებისაჲთა იყო მარხვაჲ იგი მათი, ვინაჲთგან განეყენნეს ჭამასა ჴორცისასა, მხოლოდ მიზეზითა ამით, რამეთუ საძაგელ უჩნდა მათ ჴორცი ღორისაჲ. ამისთჳს განეყენნეს ჭამასა ყოვლისავე ჴორცისასა, რაჲთა არა განცხადნეს ურწმუნოებაჲ იგი მათი, და რეცა ვითარცა მმარხველნი, მხალსა ჭამდეს.
თარგმანი: იყვნეს ვიეთნიმე ჰურიათაგან მოქცეულნი, რომელნი ჯერეთ ჭამადთა ერიდებოდეს, რომელთა ჰურიებასა არა ჭამდეს, და ეძაგებოდა ჭამაჲ მათი, რამეთუ ვერ მინდობილ იყვნეს სრულიად დატევებად შჯულისა, ხოლო კუალად უკუეთუ ღორისასა ოდენმცა განეყენნეს, და სხუათა მათ, რომელთა ჰურიებასა შინა არა ჭამდეს, ბრალეულ იქმნებოდეს მორწმუნეთა შორის. ამისთჳს სრულიად აღკრიბიან ჴორცი და მხალსა ჭამდიან, რაჲთა მარხვად შერაცხილ იყოს სხუათა მიერ, და არა შჯულისა ჰურიათაჲსა დამარხვად. და კუალად იყვნეს სხუანი ჰურიანი მოქცეულნი, რომელთა მტკიცედ ჰრწმენა და არღარა აქუნდა ჰურიებრივი რიდობაჲ, და მრიდობელთა მათ აბრალებდიან და შეაწუხებდიან და აყუედრებდიან, ხოლო ნეტარსა პავლეს ეშინოდა, ნუ-უკუე ვიდრე მცირედისა განმართლებაჲ ენებოს, ყოველივე დაარღჳონ და სრულიად წარწყმიდნენ იგინი. ამისთჳს ეტყჳს მტკიცეთა მათ მორწმუნეთა, ვითარმედ: უძლური იგი სარწმუნოებითა და ვერ-მტკიცე შეიწყნარეთ, და ნუ ორგულებთ, ნუცა გულისსიტყუანი გქონან თუ ბოროტსა იქმთ, არამედ სულგრძელ ექმენით და თჳთ მოიქცეს, რამეთუ რომელსა კეთილად და მტკიცედ ჰრწამნ, იგი ყოველსავე ჭამნ, ხოლო უძლური იგი სარწმუნოებითა — მხალსა ჭამნ....
...), და აქ უძლურებში სარწმუნოებით უძლურებს გულისხმობს; რადგან უძლურება სარწმუნოების მიმართაც იჩენს თავს. მაგრამ ნახე, როგორ არ რთავს ნებას, რომ ისინი შეიზიზღონ. სხვა ადგილასაც წერდა და ამბობდა: „და უძლური იგი სარწმუნოებითა შეიწყნარეთ" (). რადგან ჩვენს სხეულებშიც უძლურ ნაწილს არ ვწირავთ დასაღუპად.
ამბობს: „სულგრძელ იყვენით ყოველთა მიმართ." () მაშ, რა? უწესოთა მიმართაც? დიახაც, და თანაც უაღრესად; რადგან, განსაკუთრებით მოძღვრისთვის, ამ წამალს არაფერი ედრება და არც მორჩილთათვის არის სხვა რამ ასე გამოსადეგი; მას უეჭველად ძალუძს შეარცხვინოს, უეჭველად ძალუძს მოკრძალებით განაწყოს ყველაზე უხეში და უსირცხვილო ადამიანიც კი. „ეკრძალენით, ნუუკუე ბოროტისა წილ ბოროტი ვისმე მიაგოთ;" () თუ ბოროტის წ...
...5:14), და აქ უძლურებში რწმენით უძლურებს გულისხმობს; რადგან უძლურება რწმენის მხრივაც იჩენს თავს. მაგრამ ნახე, როგორ არ უშვებს, რომ ისინი ზიზღით მოიშორონ.
სხვა ადგილასაც წერდა და ამბობდა: „და უძლური იგი სარწმუნოებითა შეიწყნარეთ" (). რადგან ამბობს: „რამეთუ თქუენ თჳთ გამოწულილვით იცით“ (). მაშ, რაღას იძიებთ ზედმეტად, თუკი დარწმუნებულნი ხართ? ხოლო რომ მომავალი დღე უცნობია, ქრისტეს ნათქვამიდან ისწავლე; და რომ სწორედ ამისთვის თქვა, მოისმინე, რას ამბობს: „იღჳძებდით უკუე, რამეთუ არა იცით, რომელსა ჟამსა უფალი თქუენი მოვიდეს.“ ()2 ამიტომაც ამბობდა პავლე: „რამეთუ რაჟამს თქუან: „მშჳდობაჲ და კრძალულებაჲ“, მაშინ მეყსეულად მოიწიოს მათ ზედა მომსრველი, ვითარცა სალმობაჲ შობადისაჲ, და ვერ განერნენ.“ (...
...ი სამშობლოსაგან გაუცხოებულს, თან წაიყვანე, ანუ ზეცაში მასთან ერთად შენც ადი და ისიც შეიყვანე, რათა სხვათათვის მქადაგებელი თვითონ არ დარჩე უღირსად; უკეთუ ვინმემ უხრწნელი სამოსელი განიძარცვა, რომელიც ნათლისღებით ებოძა და გაშიშვლდა, შემოსე და უძლური იგი სარწმუნოებითა, როგორც პავლე მოციქული ამბობს, შეიწყნარე (). საპყრობილეში ამ ბნელ სხეულსა შინა, ჩამწყვდეული ინახულე და ვითარცა რაღაც ნათელი, შეგონება მიუძღვენი. ყველა ეს სახე სიყვარულისა ხორციელად, უმეტესად კი, სულიერად აღასრულე; რადგანაც ჩვენ ორი ნაწილისაგან - სულისა და სხეულისაგან შევდგებით, საქმეთა აღსრულებაც ორგვარადაა შესაძლებელი.
...ებასა მტანჯველობისასა, რაჲთა აქავე ტანჯვითა საუკუნოდ ტანჯვისაგან გჳჴსნნეს.
მოციქულისაჲ: რამეთუ დაღაცათუ ჯუარს-ეცუა უძლურებით (13,4).
თარგმანი: უძლურება ეწოდების სნეულებასა ჴორცთასა. და კუალად, უძლურება ითქუმის მცირედმორწმუნეობაჲ, რომლისათჳს გუამცნებს მოციქული, ვითარმედ: "უძლური იგი სარწმუნოებითა შეიწყნარეთ" (). და კუალად, უძლურება ეწოდების შემთხუევასა განსაცდელთასა, რომლისათჳს იტყჳს, ვითარმედ: "ძალი ჩემი უძლურებასა შინა სრულ-იქმნების, და "ამისთჳს სათნო-მიჩნს უძლურებათა შინა". და თჳთვე თარგმნის: ესე იგი არს გინებათა შინა, დევნულებათა და ჭირთა, ვინაჲცა ამათ სამთა სახეთაგან უძლურებისათა მესამითა ამით უძლურებითა ჯუარს-ეცუა უფალი ჩუენი, რამეთუ თავს-იდვა განცემაჲ, გინებაჲ, ბასრობაჲ და ყუედრებაჲ. გინათუ ესრეთცა ვთქუათ, ვითარმედ: ვითარ-იგი სხუასა ადგილსა იჭჳსა მისებრ წარმართთაჲსა სულელად ღმრთისა უწოდა ჯუარსა და უძლურად ღმრთისა. ეგრეთვე აქა, იჭჳსაებრ ურწმუნოთაჲსა, იტყჳს უძლურებით ჯუარცუმასა მისსა, რომელმან-იგი ძლიერებითა ჯუარცუმისაჲთა მოაოჴრა სიკუდილი და ჯოჯოხეთი.
მოციქულისაჲ: არამედ ცხოველ არს ძალითა ღმრთისაჲთა (13,4).
თარგმანი: გესმეს რაჲ ძალი ღმრთისაჲ განმაცხოველებელად ჴორცთა მხოლოდშობილისა ძისათა, გულისჴმა-ყავ, ვითარმედ თჳთ იგი თავა...