მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ჰრომაელთა მიმართ 8:27

26. ეგრეთვე და სულიცა იგი თანა-შეეწევის უძლურებათა ჩუენთა, რამეთუ რაჲმცა იგი ვილოცეთ, ვითარ-იგი ჯერ-არს, არა ვიცით; არამედ თჳთ იგი სული მეოხ არს ჩუენთჳს სულ-თქუმითა მით უსიტყუელითა.27. ხოლო რომელი-იგი გამომეძიებელ არს გულთაჲ, იცის, თუ რაჲ არს ზრახვაჲ იგი სულისაჲ, რამეთუ ღმრთისა მიმართ მეოხ არს წმიდათათჳს.28. ესე უწყით, რამეთუ ღმრთის მოყუარეთა ყოველივე განემარჯუების კეთილად, რომელნი-იგი ბრძანებით ჩინებულ არიან.
ჰრომაელთა მიმართ თავი 8
27. ხოლო რომელი-იგი გამომეძიებელ არს გულთაჲ, იცის, თუ რაჲ არს ზრახვაჲ იგი სულისაჲ, რამეთუ ღმრთისა მიმართ მეოხ არს წმიდათათჳს.
ებისტოლე ჰრომაელთა მიმართ თავი 7
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
პავლესი: რომლი-იგი გამომეძიებელი არს გულისაჲ, იცის ზრახვაჲ იგი სულისაჲ (8,27).:

თარგმანი: სულიერისა მის კაცისაჲ გულის-სიტყუაჲ იცისო, ვითარმედ უმჯობესსა ყოველთასა ითხოვს.

თავი ი̂ბ. უწყებაჲ წმიდათათჳს განმზადებულისა მის დიდებისაჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ რომელი-იგი გამომეძიებელი არს გულთაჲ, იცის, თუ რაჲ არს ზრახვაჲ იგი სულისაჲ, რამეთუ ღმრთისა მიმართ მეოხ არს წმიდათათჳს (8,27).:

თარგმანი: გამომეძიებელად გულთა — სულსა წმიდასა უწოდს, რომელი-იგი ამისთჳს შეეწევის და მისცემს მადლსა სულსა მლოცველისასა; და მაშინ შეეწევის, რაჟამს იხილის, ვითარმედ, არარაჲსა სავნებელისა, არამედ ჯეროვნისა და სარგებელისათჳს ევედრების ღმერთსა, და ვითარ-იგი უსაკუთრეს არს თქუმად, საღმრთოდ მეოხ არს წმიდათათჳს. ესე იგი არს, არა უჯეროდ, არამედ ჯეროვნად შესწირავს თხოვათა უმჯობესისათა; არა ლიტონისა ვისმე, გინა წარმართისათჳს, არამედ წმიდათათჳს, რომელ არიან განწმედილნი ემბაზისა მიერ, მადლითა ლოცვისაჲთა. ესრეთ შეწევნულ ვიქმნებით ლოცვათა შინა სულისა მიერ, რამეთუ უმეცრებათა ჩუენთა განჰმართებს და ბოროტთა ჩუენთა კეთილ ჰყოფს.

თავი ი̂ბ
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რომელი-იგი გამომეძიებელი არს გულისაჲ, იცის ზრახვაჲ იგი სულისაჲ, რამეთუ ღმრთისა მიმართ მეოხ არს წმიდათათჳს (8,27).:

მოციქულისაჲ: რამეთუ იჭჳ იგი დაბადებისაჲ გამოცხადებასა შვილთა ღმრთისათა მოელის (8,19).

თარგმანი: ამას მოასწავებს, ვითარმედ დაბადებულნი ყოველნი დიდად მოელიან ამათ კეთილთა მოსლვასა, რომელნი-ესე აწ ვაჴსენენით, რამეთუ "იჭუად" ამას ადგილსა მტკიცესა მას მოლოდებასა იტყჳს.

მოციქულისაჲ: რამეთუ ამაოებასა დაემორჩილა დაბადებული არა ნეფსით (8,20).

თარგმანი: რაჲ არს ესე თუ "დაემორჩილა"? — განხრწნილ იქმნაო. რაჲსათჳს? —შენთჳს, ჵ კაცო, რამეთუ ვინაჲთგან შენ მიიღე ვნებული ეგე და მოკუდავი ჴორცი, გარდაჰჴედ რაჲ მცნებასა, მიერითგან სოფელმანცა წყევაჲ მოიღო ეკალთა და კუროჲსთავთა აღმოცენებად.

მოციქულისაჲ: არა ნეფსით (8,20).

თარგმანი: ესე არა თუ ნებასა რასმე იტყჳს დაბადებულისასა, არამედ ამას მოასწავებს, ვითარმედ არა თუ მის მიერ რაჲმე იქმნა ესე, არამედ ღმერთმან ყო შენთჳს.

მოციქულისაჲ: რამეთუ თჳთ იგიცა დაბადებული გან-ვე-თავისუფლდეს (8,21).

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ: არა თუ შენ ოდენ, არამედ სხუაჲცა ყოველი დაბადებული, რომელი შენსაცა უდარეს არს, ვითარმედ იგიცა ზიარვე იქმნას შენთა კეთილთა და უხრწნელად გარდაიცვალოს ხრწნილებისა ამისგან, რაჲთა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო ამას იტყოდა და გამოსცდიდა მას, რამეთუ თავადმან იცოდა, რაჲ ეგულებოდა ყოფად“ (6,6).:

...22,1) არცა მუნ იტყჳს ამას, თუ შემდგომად გამოცდისა სცნობდა საქმისა მის აღსასრულსა, თუ უსმინოს ანუ არა. ნუ იყოფინ! რამეთუ ვითარმცა ეგებოდა ესე მისთჳს, რომელმან ყოველივე პირველ ყოფისა იცის? არამედ ორივე ესე კაცობრივ თქუმულ არს. რამეთუ ვითარცა რაჟამს იტყოდის, ვითარმედ: „რომელი გამოეძიებს გულსა კაცთასა“, არა ამას იტყჳს, თუ არა იცის და ეძიებს ცნობად, არამედ მოასწავებს ჭეშმარიტსა მას მეცნიერებასა მისსა. ეგრეთვე ოდეს თქუას, თუ: „გამოსცდიდა“, არარას სხუასა იტყჳს, გარნა ამას, ვითარმედ იცოდა კეთილად და ენება, რაჲთამცა იგიცა გამოცდილ იქმნა და მტკიცე, და ვითარცა აბრაჰამ, ეგრეთვე ესე კითხვითა თჳსითა მოიყვანა უზეშთაესისა სასწაულისა მის გულისხმისყოფასა. ამისთჳსცა, რაჲთა არა უძლურებისათჳს სიტყჳსა ამის ბოროტი რაჲმე მოიგონო, თქუა მახარებელმან, ვითარმედ: „თავადმან იცოდა, რაჲ ეგულებოდა ყოფად“. რამეთუ სადაცა იჭჳ ბოროტი შემოვიდოდის, ისწრაფის მახარებელი განმართლებად მისა. ხოლო ჰკითხა რაჲ უფალმან ფილიპეს, მიუგო მას ანდრია:6

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „არს აქა ყრმაჲ, რომელსა აქუს ხუთი პური ქრთილისაჲ და ორი თევზი, არამედ ესე რაჲ არს ესეოდენთა წინაშე?“ (6,9).

თ ა რ გ მ ა ნ ი: უმაღლჱს იყო ესე გონებითა ფილიპესა, გარნა არცა ესე იყო სისრულესა მიწდომილ, და ვ...

სრულად ნახვა