მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ჰრომაელთა მიმართ 8:34

33. ვინ არს მაბრალობელ რჩეულთა მათ ღმრთისათა? ღმერთი არს განმამართლებელ.34. და ვინ არს დამსჯელ? ქრისტე იესუ, რომელი მოკუდა, უფროჲს-ღა აღდგა; რომელი-იგი არს მარჯუენით ღმრთისა, რომელიცა-იგი მეოხ არს ჩუენთჳს.35. ვინ განმაშორნეს ჩუენ სიყუარულსა მას ქრისტესსა: ჭირმან ანუ იწროებამან, დევნამან ანუ სიყმილმან, შიშლოებამან ანუ ურვამან ანუ მახვილმან? ვითარცა წერილ არს:
ჰრომაელთა მიმართ თავი 8
34. და ვინ არს დამსჯელ? ქრისტე იესუ, რომელი მოკუდა, უფროჲს-ღა აღდგა; რომელი-იგი არს მარჯუენით ღმრთისა, რომელიცა-იგი მეოხ არს ჩუენთჳს.
თავი ი̂ბ. უწყებაჲ წმიდათათჳს განმზადებულისა მის დიდებისაჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ვინ არს მაბრალობელ რჩეულთა მათ ღმრთისათა? - ღმერთი არს განმამართლებელ. და ვინ არს დამშჯელ? —ქრისტე იესუ, რომელი მოკუდა, უფროჲსღა აღდგა; რომელი-იგი არს მარჯუენით ღმრთისა, რომელიცა-იგი მეოხ არს ჩუენთჳს (8,33-34).:

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: ვინაჲთგან მამაჲ განგუამართლებს ძისა მიერ, და ძე თავსა თჳსსა სიკუდიდ მისცემს ჩუენთჳს, და სული წმიდაჲ შეეწევის უძლურებათა ჩუენთა, ვინღამცა იყო დამშჯელ? რამეთუ რომელი სამებამან განამართლოს, ვინღამცა იყო სხუაჲ დამშჯელ მისსა?

სხუაჲ თარგმანი ჳკუმენისი: ამით გულისჴმის-ყოფითა ჯერ-არს წარკითხვაჲ სიტყუათა ამათ, ვითარმედ: უკუეთუ ღმერთი მამაჲ განგუამართლებს ჩუენ, რჩეულთა მის მიერ, ვინ არს დამშჯელ ჩუენდა? ნუუკუე იესუ ქრისტე-ა? — ნუ იყოფინ! რამეთუ თჳთ იგი თავადი არს, რომელი ჩუენთჳს მოკუდა; ხოლო სიკუდილი რაჲ გესმას, ნუ მწუხარე ხარ, რამეთუ კუალად აღდგა და აღვიდა დიდებასა მამულსა, რომელსა აწ მარჯუენითად უწოდს. ხოლო კუალად აღსლვაჲ რაჲ გესმას, ნუცა ეგრეთ გგონიეს, თუ აღუძრცჳან ჴორცნი ანუ დაუტევებიეს მოღუაწებაჲ მათი, რომელნი ერთგზის ითჳსნა განკაცებითა; არამედ დიდებასა მას შინა მამულსა მეოხ არს. ესე იგი არს, გუფარავს და განაგებს, და არაოდეს დააკლებს შუამდგომელობასა ჩუენსა, რომელსა აწ მოციქულმან მეოხებად სახელ-სდვა. ესე იგი არს, ვითარმედ არა უგულებელს-უქმნიეთ, არამედ მითვე ჴორცითა შემოსილი მეოხ არს ჩუენთჳს, ვითარცა პირმშოჲ...

სრულად ნახვა
თავი ი̂ბ
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ვინ არს მაბრალობელ რჩეულთა მათ ღმრთისათა? ღმერთი არს განმამართლებელ. ვინ არს დამსჯელ? — ქრისტე იესუ, რომელი მოკუდა, უფროჲსღა აღდგა (8,33-34).:

თარგმანი: ვინ არს სხუაჲ დამსჯელ ჩუენდაო; ვინაჲთგან სული წმიდაჲ შეეწევის უძლურებასა ჩუენსა, და მამაჲ განგუამართლებს, ხოლო ძემან სიკუდილიცა თავს-იდვა ჩუენთჳს ფრიადითა მით სიყუარულითა ჩუენითა და აწ მეოხ არს ჩუენთჳს. ხოლო რომელთა წმიდაჲ სამებაჲ განამართლებდეს, ვინ დასაჯნეს იგინი?

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი იჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „გასმიეს, რამეთუ თქუმულ არს: შეიყუარო მოყუასი შენი და მოიძულო მტერი შენი. ხოლო მე გეტყჳ თქუენ: გიყუარდედ მტერნი თქუენნი და აკურთხევდით მწყევართა თქუენთა, კეთილსა უყოფდით მოძულეთა თქუენთა და ილოცევდით მათთჳს, რომელნი გმძლავრობდენ თქუენ და გდევნიდენ თქუენ. რაჲთა იყვნეთ თქუენ მსგავს მამისა თქუენისა ზეცათაჲსა, რამეთუ მზე მისი აღმოვალს ბოროტთა ზედა და კეთილთა, და წჳმს მართალთა ზედა და ცრუთა“ (5,43-45).:

...ელ არს მიტევებაჲ ბრალისა შემაწუხებელთა ჩუენთაჲსა? არა გესმისა, რასა იტყოდა იგი ჯუარსა ზედა? „მიუტევე, მამაო, რამეთუ არა იციან, რასა იქმან“; არა გესმისა კუალად, რასა იტყჳს მოციქული პავლე? ვი-თარმედ: „ამაღლდა ზეცას და ზის მარჯუენით ღმრთისა და მეოხ არს ჩუენთჳს“; არა ჰხედავა, ვითარ შემდგომად ჯუარ-ცუმისა და ამაღლებისა მიუვლინნა მოციქულნი მკლველთა მათ მისთა ჰურიათა მიმნიჭებელად მიუთხრობელთა მათ კეთილთა? და ეგრეთცა ეგულებოდა მათიცა ძჳრისყოფაჲ უკეთურთა მათ, არამედ არავე დასცხრა უფალი ჩუენებად მათდა სახიერებისა თჳსისა.

რაჲ შეგემთხჳა შენ, კაცო, ესოდენი, ვითარ მეუფემან ჩუენმან თავსიდვა? შეიკრა, იგუემა, ყურიმლის-ცემაჲ თავს-იდვა, ყუედრებანი და ნერწყუანი, კიცხევანი და მერმე სიკუდილი შეურაცხი და საყუედრებელი. ოდესმცა გევნო შენ ესოდენი? ხოლო აწ მცირეცა თუ რაჲმე შეგემთხჳოს, დიდად შეგირაცხიეს შენ; არამედ რაოდენცა მრავალი გევნოს, უკუეთუ მოითმინო, უბრწყინვალესნიცა გჳრგჳნნი მიიხუნე და ძმაჲ იგი შენი დიდისა სენისაგან განჰკურნო და მიემსგავსო მკურნალსა ჴელოანსა, რომელსა დაღაცათუ აგინებდეს და მიმთხუევად ეტევებოდინ ცნობამიღებულნი იგი სნეულნი, უფროჲსად სწყალობნ მათ და ისწრაფინ კურნებად. ეგრეთვე შენ იყავ მოძულ...

სრულად ნახვა