თარგმანი: "ვინობაჲ" თქუა ნაცვალად "არავინობისა", ვითარმედ: ვერვინ შემძლებელ არს განშორებად ჩუენდა სიყუარულისა მისგან, რომლითა-იგი მან თავადმან ქრისტემან შემიყუარნა ჩუენ. ხოლო რაჲსათჳს არა საშუებელთა, არამედ სატანჯველთა აღჰრიცხუავს? — გარნა ამისთჳს, რამეთუ საშუებელთა შეურაცხ-ყოფასა სატანჯველთა შეურაცხყოფაჲ უზეშთაეს არს; რამეთუ დიდ არს, უკუეთუ სოფლიოჲ დიდებაჲ არავინ ანაცვლოს დიდებასა მას საუკუნესა, არამედ ესე უდიდეს არს, რაჟამს ჴორცთა თჳსთა ჭირითა მოიგოს იგი. ხოლო სახელითა ამით ჭირისაჲთა ზოგად ყოველნი განსაცდელთა შემთხუევანი წარმოთქუნა; არა ხოლო აქა წერილნი, არამედ იგინიცა, რომელნი აქა არა მოუჴსენებიან.
ჰრომაელთა მიმართ 8:35
...ეყო უფალსა, ერთ სულ არს** (I კორ. 6.17); ამ მიმართებით მორწმუნე ერთგვარად ქრისტესთანაა შეუღლებული, რადგან ჩვენ, ყველანი, მასთან ერთად ერთი სხეული გავხდით და ქრისტეს ნაწილთაგანი ვართ. მართლაც, ამ ერთობის დარღვევა არავის შეუძლია, როგორც ამას პავლე მოციქულიც ამბობს: ვინ განმაშორნეს ჩუენ სიყუარულსა მას ქრისტესსა?() რადგან, რაც ღმერთმა შეაერთა, მისი გაყოფა არცა კაცთა, არცა სხვა რამ ქმნილებათა, არცა ანგელოზთა, არცა მთავრობათა და არცა უფლებათა, პავლეს თქმით, არ ძალუძს.
10. ჰრქუეს მას მოწაფეთა მისთა: უკუეთუ ესოდენი ბრალი არს კაცისაჲ დედაკაცისა თანა, არა შეჰგავს ქორწინებაჲ. - შეშფოთებული მოწაფენი ამბობენ: უკეთუ ცოლი და ქმარი იმიტომ ერთდებიან, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში განუყრელად დარჩნენ, რადგან ცოლის გაგდება, თუნდაც იგი უვარგისი იყოს, არ შეიძლება, მაშინ საერთოდ დაუქორწინებლობა სჯობს. რადგან უფრო ადვილია არ დაქორწინდე და ბუნებრივ სურვილებს ებრძოლო, ვიდრე ბოროტი ცოლი აიტანო. ადამიანის მოვალეობად ქრისტე დაურღვეველ ცოლ-ქმრულ ერთობას თვლის, რასაც ზოგიერთი ასე განმარტავს: უკეთუ კაცს ცოლის უკანონოდ გაგდება ბრალად ეთვლება და ამის გამო განიკითხება და დაისჯება, მაშინ უმჯობესია არ დაქორწინდეს.
19:11-12 — ქალწულება და უქორწინებლობა
**11....
...ეს მაშინ, როცა ესოდენ დიდ ქველმოქმედებას ვხედავთ — ჩვენზე გაცხადებულსაც და ყოველდღე მოვლინებულსაც? ჩვენ ესოდენ უმადურნი ვართ. მაგრამ ასეთი არ იყო პავლე: იგი ისე აღგზნებული იყო სულით, ისე ენთებოდა ღვთისადმი სიყვარულით, რომ თავისი სულის ღირსი სიტყვებით წარმოთქვა: „ვინ განმაშორნეს ჩუენ სიყუარულსა მას ქრისტესსა" ()? ნახე, რა გამომსახველობითია ეს გამონათქვამი, რა ძალა აქვს სულში მბრძანებელ გრძნობას, რა ცეცხლოვანი სიყვარულია! „ვინ განმაშორნეს" — ანუ, შეიძლება კი რაიმე ისეთი არსებობდეს, რომ ღვთისადმი სიყვარულს მოგვაკლებდეს — ხილული თუ უხილავი?
3. პავლეს ცეცხლოვანი სიყვარული ქრისტესადმი
ვისურვა რა დაწვრილებით ჩამოეთვალა ჩვენთვის ყველა შემთხვევა და ეჩვენებინა თავისი უფლისადმი სიყვარულის მთელი დაუძლეველი ძალა, შემდეგ სიტყვებსაც დაურთავს: „ჭირმან ანუ იწროებამან, დევნამან ანუ სიყმილმან, შიშლოებამან ანუ ურვამან ანუ მახვილმან?" (). ო, სული, რომელიც აღტაცებით ანთებულა, რომელიც თავმდაბლობის დედაა! რა უბედურება, ამბობს, შეიძლება ღვთისადმი სიყვარულისგან განგვაშოროს? ყოველდღიურმა ჭირმა? არავითარ შემთხვევაში. მძიმე გარემოებებმა? არა! დევნამ? სრულიადაც არა. მაშ, რამ? შიმშილმა? არა. საფრთხეებმა? მაგ...
...ოფთა მათ კეთილთა ვიგონებდეთ და ესრეთ ყოველი ჭირი სოფლისაჲ სიხარულით თავს-ვიდვათ, და ვერრომელმან საქმემან სოფლისამან დაგჳმონნეს. უკუეთუ ქრისტე შევიყუაროთ, არცაღა თუ მივხედნეთ საქმეთა სოფლისათა, რამეთუ დიდ არს სიყუარულისა ძალი. ვთქუათ ჩუენცა: „ვინ განმაშორნეს ჩუენ სიყუარულსა მას ქრისტესსა: ჭირმან ანუ იწროებამან“, და შემდგომი ამისი. რამეთუ იხილე, ვითარ მოციქულმან არა თქუა საფასჱ, ანუ გულისთქუმაჲ, ანუ სხუაჲ ესევითარი რაჲმე, რამეთუ ესე ყოველი უნდო არს, არამედ ძნელოვანთა მათ საქმეთათჳს თქუა: სიკუდილისათჳს და დევნულებათა და ცეცხლისა და მახჳლისა; და მან ესე ყოველნი მძიმენი საქმენი არარად შეჰრაცხნა, ხოლო ჩუენ საფასეთათჳს და გულის-თქუმათათჳს ბილწთა განვვარდებით ცხორებისაგან და ნათლისა; და პავლე სიკუდილი და ცხორებაჲ და საწუთროჲ და საუკუნოჲ და ყოველივე არარად შეჰრაცხა ქრისტეს სიყუარულსა თანა, ხოლო ჩუენ მცირე გულისთქუმაჲ ყოველსა მას დაგუავიწყებს და ვფუცავთ და ვიტაცებთ და ვახშსა მივსცემთ და ჴორცთა ბილწებასა ვეძიებთ და საუკუნეთა მათ კეთილთა არა მოვიჴსენებთ, რამეთუ მართალი იგი გზაჲ ცხორებისაჲ დაგჳტევებიეს და არა მოვიჴსენებთ საუკუნეთა მათ სატანჯველთა, არცა კეთილთა მათ, რომელთა დავიჭირვებთ. რამეთუ უკუეთუ სიტყჳსაებრ უფლისა არა გარდაემატოს სიმართლჱ ჩუენი...
...ესე ყოველი ვითარ სუბუქ არს და ტკბილ? გნებავსა, კაცო, ცნობად, ვითარ ტკბილ არს და საწადელ უღელი ესე და ტჳრთი, რომელი შენ მძიმედ გგონიეს? ისმინე, რასა იტყჳს პავლე მოციქული: „ვინ განმა-შორნეს ჩუენ სიყუარულსა მას ქრისტჱსსა: ჭირმან ანუ იწროებამან, დევნამან ანუ სიყმილმან, შიშულოებამან ანუ ურვამან, ანუ მახჳლმან?“ და შემდგომი ამისი. და კუალად იტყჳს, ვითარმედ: „ვერ ღირს არიან ვნებანი იგი ამის ჟამისანი მერმისა მის თანა დიდებისა, რომელი გამოჩინებად არს ჩუენდა“. ისწავეთ კუალად მოციქულთაგან, რომელნი-იგი მოიქცეს რაჲ შესაკრებელისაგან ჰურიათაჲსა, ტანჯულნი და გუემულნი, უხაროდაო, რამეთუ ღირს იქმნეს სახელისა მისისათჳს გინებად. ხოლო უკუეთუ შენ იშიშვი უღლისა მისგან და ტჳრთისა, არა ბუნებისაგან მათ საქმეთაჲსა არს შიში ესე, არამედ შენისა მის დაჴსნილებისაგან. ხოლო იყო თუ კაცი გულსმოდგინე ცხორებისათჳს სულისა შენისა, ყოველივე ესე სუბუქ იყოს შენდა და ადვილ.
ამისთჳსცა ქრისტე გულისჴმა-გჳყოფს, ვითარმედ ჩუენცა გჳჴმს მცირედ რაჲმე შრომაჲ. და არა თქუა სიტკბოებაჲ ხოლო და სისუბუქჱ საქმისაჲ ამის და დაიდუმა, არცა სიმძიმჱ და სიძნელჱ, არამედ ორივე თქუა, რამე-თუ უღელი სახელ-სდ...