1.ისმინეთ ყრმათა სწავლაჲ მამისაჲ და ერჩდით ცნობად გულისჴმის-ყოფასა,2.რამეთუ ნიჭსა კეთილსა მიგანიჭებ თქუენ, შჯულსა ჩემსა ნუ დაუტეობთ,3.რამეთუ შვილი ვიყავ მეცა მამისა მორჩილი, და საყუარელ წინაშე პირსა დედისასა.4.რომელნი მასწავებდეს მე და მეტყოდეს: დაჰჯერდინ სიტყუაჲ ჩუენი გულსა შენსა; დაიცვენ მცნებანი ჩემნი და ნუ დაივიწყებ და ნუცა უგულებელს-ჰყოფ სიტყუათა პირისა ჩემისათა,5.ნუცა გარდააქცევ თქუმულთაგან პირისსა ჩემისათა,6.ნუცა დაუტეობ მას და შეგეწიოს შენ; ეტრფიალე მას და დაგიცვას შენ.7.დასაბამად სიგრძნისა მოიგე სიბრძნე და ყოველთა საუნჯეთა წილ მოიგე გონიერებაჲ.8.გარემოიზღუდე იგი და აღგამაღლოს შენ; პატივ-ეც, რათა შეგიტკბოს შენ,9.რათა მოსცეს თავსა შენსა გჳრგჳნი მადლისაჲ და გჳრგჳნითა საშუებელისათა შეგეწიოს შენ.10.ისმინე, შვილო, და შეიწყნარენ სიტყუანი ჩემნი, და განმრავლდენ წელნი ცხორებისა შენისანი, რათა იყუნენ შენდა მრავალ გზაჲ ცხორებისაჲ,11.რამეთუ გზანი ცხორებისანი გასწავენ შენ და გულისჴმა-გიყვენ შენ ალაგნი მართალნი.12.უკუეთუ ხჳდოდი, არა დაიჴსნენ სლვანი შენნი, და ჰრბიოდი თუ, არა დაჰშურე.13.შეეკრძალე სწავლასა ჩემსა და ნუ დაუტეობ, არამედ დაიმარხე თავისა შენისა ცხორებად იგი შენდა.14.გზასა უღმრთოთასა ნუ მიხუალ, ნუცა ჰბაძავ ალაგთა უშჯულოთასა.15.რომელსა ადგილსა განეწყვებოდიან, ნუ მიხუალ მუნ. მიაქციენ მისგან ფერჴნი შენნი და დაუტევე იგი,16.რამეთუ არა დაიძინიან, ვიდრე არა ბოროტი ქმნიან. მიღებულ არს ძილი მათგან და არა დაიძინიან,17.რომელნი იზარდებიან საჭმლითა უღმრთოებისათა, და ღჳნითა უშჯულოებისათა დაითრვნიან.18.ხოლო გზანი მართალთანი, ვითარცა ნათელნი, ბრწყინვიდენ; წინაუძღოდიან და განანათლებდენ, ვიდრე წარმოემართოს დღე.19.ხოლო გზანი უღმრთოთანი ბნელ არიან და არა უწყიან, სადა წარახეთქონ ფერჴი.20.შვილო, თქუმულთა ჩემთა ეკრძალე, და სიტყუათა ჩემთა მოეც გონებაჲ შენი,21.რათა არა მოგაკლდენ შენ წყარონი ცხორებისანი, დაიმარხენ იგინი გულსა შენსა,22.რამეთუ ცხორებაჲ არს, რომელთა პოონ იგი, და ყოველთა ჴორცთა მათთა ლხინებაჲ.23.და ყოველი საცოჲ დაიმარხე გულსა შინა, რომლისაგან არიან გამოსავალნი ცხორებისანი.24.მოისპე შენგან პარვაჲ ზაკული და ცრუნი ბაგენი განიშორე შენგან.25.თუალნი შენნი მართლ ხედვენ და წამნი შენნი სიმართლესა წამებენ.26.მართალ-ყვენ ალაგნი ფერჴთა შენთანი და გზანი შენნი წარიმართენ.27.ნუ მიაქცევ მარჯუენით, გინა თუ მარცხენით; მოაქციე ფერჴი შენი გზისაგან ბოროტისა, რამეთუ გზანი იგი მარჯუენითნი იცნის უფალმან, ხოლო გულარძნილ არიან გზანი იგი მარცხენითნი, და მან მართალ-ყვნეს ალაგნი შენნი და სლვანი შენნი მშჳდობით წარგემართნენ.
საქართველოს წმიდა, მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველ ერთგულ და ღვთივკურთხეულ შვილს:
მთავარი სიბრძნე - სიბრძნის მოხვეჭაა; ყოველ მოსახვეჭელთაგან ცოდნა უნდა მოიხვეჭო. დააფასე იგი და აგამაღლებს; პატივს შეგმატებს, თუ გულში ჩაიკრავ. (სიბრძე სოლომონისა 4, 7-8).
ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, მოძღვარნო, ბერ-მონოზონნო, მეცნიერნო და მუშაკნო, ხელისუფალნო და საზოგადო მოღვაწენო, ჩვენო საყვარელო ახალგაზრდებო, ყოველნო ღვთისმოყვარენო შვილნო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა, ღვთისმშობლის წილხვედრი...
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ღმერთი არავინ სადა იხილა, გარნა მხოლოდშობილმან ძემან, რომელი არს წიაღთა მამისათა, მან გამოთქუა“ (1,18).:
...ით მრავალთა ზედა თჳსთა ფსალმუნთა დასწერს, ვითარმედ: „გულისხმის-საყოფელად“, და იტყჳს: „განანათლენ თუალნი ჩემნი, და ვხედვიდე მე საკჳრველებათა სჯულისა შენისათა“. და კუალად ძე მისი სოლომონ იტყოდა, ვითარმედ: ჯერ-არს გამოძიებაჲ სიბრძნისაჲ, ვითარცა საუნჯისაჲ. და უფალი ჰურიათა ეტყოდა, ვითარმედ: „გამოეძიებდით წერილთა“. და არამცა ეთქუა, თუ: „გამოეძიებდით“, უკუეთუმცა მეყსა შინა და ერთითა ოდენ წარკითხვითა შესაძლებელ იყო მათი გულისხმის-ყოფაჲ. რამეთუ ცხადსა და წინაშე ყოველთა მდებარესა არავინ გამოეძიებს, არამედ დაფარულსა და რომელი მრავლითა ძიებითა იპოების. ამისთჳსცა საუნჯედ დაფარულად უწესს მათ, რაჲთა აღგუძრნეს ჩუენ მოსწრაფებით ძიებად მათდა.
ხოლო ესე სიტყუანი ამისთჳს ვთქუენით, რაჲთა არა ლიტონად და გარეწარად ვისმენდეთ სიტყუათა წერილისათა, არამედ ფრიადითა ძიებითა. ხოლო უკუეთუ გამოუძიებელად ვინმე ისმენდეს და ყოველსა წერილისა სიტყუათაებრ ცხადთა გულისხმა-ჰყოფდეს, მრავალი რაჲ უჯეროჲ გულისხმა-ყოს ღმრთისათჳს, რამეთუ მრისხანედცა გულისხმაყოს იგი და ნივთიერად, და სხუანი მრავალნი ბოროტნი. უკუეთუ კულა ყოვლისა მის სიტყჳსა ძალსა მარადის სიღრმეთა შინა დაფარულს...
...იტყჳს, ვითარმედ: „ბრწყინევდინ ნათელი თქუენი წინაშე კაცთა, რაჲთა იხილნენ კეთილნი საქმენი თქუენნი და ადიდებდენ მამასა თქუენსა ზეცათასა“. რამეთუ არარაჲ არს უბრწყინვალეს კეთილთა საქმეთასა, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: „გზანი მართალთანი მსგავსად ნათლისა ბრწყინვენ“, ხოლო ნათობენ არა თავთა თჳსთა ოდენ, არამედ სხუათაცა განათლებად. ამისთჳს გევედრები, რაჲთა არა დავაკლოთ ზეთი სანთელთა ჩუენთა, რაჲთა განძლიერდეს ნათელი მათი, რამეთუ ესე ზეთი მარადის კეთილ არს. რამეთუ იტყჳს: „წყალობაჲ მნებავს და არა მსხუერპლი“, ; რამეთუ მსხუერპლი ქებისაჲ ესე არს, რომელ არა განილევის, არცა განიხრწნების, არამედ მარადის ბრწყინავს სადიდებელად ღმრთისა.
ამისთჳს უკუე გევედრები, საყუარელნო, შევწიროთ ესევითარი ესე მსხუერპლი საკურთხეველთა ამათ ზედა, რომელი-ესე უპატიოსნეს არს მარხვისა და ლოცვისა და სხუათა მრავალთა სათნოებათაჲსა, რამეთუ ესევითარი უყუარს მსხუერპლი ღმერთსა, არამედ ნუმცა არს ესე ანგაჰრებისაგან ქმნილი, ნუცა მოტაცებულთა საფასეთაგანი, რამეთუ ესევითარი სძულს ღმერთსა და გარემიაქცევს პირსა თჳსსა მისგან. ამისთჳს ვისწრაფოთ, რაჲთა...
...ყურადღება; ამიტომაც ამბობს: „ნუ მიაქცევ მარჯუენით, გინა თუ მარცხენით; მოაქციე ფერჴი შენი გზისაგან ბოროტისა, რამეთუ გზანი იგი მარჯუენითნი იცნის უფალმან, ხოლო გულარძნილ არიან გზანი იგი მარცხენითნი, და მან მართალ-ყვნეს ალაგნი შენნი და სლვანი შენნი მშჳდობით წარგემართნენ." ().დიდია ბოროტების უფსკრული, დიდია ფლატეები, ქვემოთ დიდი სიბნელეა, ვიწროა გზა; შიშით ვიფრთხილოთ და ძრწოლით ვიაროთ.ასეთ გზაზე მიმავალი არავინ ეფლობა სიცილში და არც სიმთვრალით მძიმდება, არამედ ფხიზლობითა და ყურადღებით გადის ამგვარ გზას; ასეთ გზაზე მიმავალს არავის მიაქვს რამ ზედმეტი, რადგან სასურველიც ის არის, რომ შემსუბუქებულმა შეძლოს გადარბენა; არავინ იბორკავს საკუთარ ფეხებს, არამედ თავისუფლად ტოვებს მათ.
5. ვიწრო გზა, სამსჯავრო და წყალობა
ჩვენ კი, ურიცხვი საზრუნავით საკუთარ თავს რომ ვიბოჭავთ და ურიცხვ ყოფით ტვირთს ვიკიდებთ, პირდაღებულნი და გადაშლილნი, როგორღა მოველით ვიწრო გზით სვლას?უბრალოდ კი არ უთქვამს, რომ იგი ვიწროა, არამედ გაკვირვებით: **„ვითარ-იგი იწრო არს ბჭე და საჭი...