...ა იმისთვის, რომ მას სიძვის საწვავი მიაწოდოს.
მაგრამ მეძავის მიხრა-მოხრა შენთვის სასიამოვნოდ ჩანს? მეც ვიცი; რადგან წერილიც ამას ამბობს: „რამეთუ თაფლი გარდამოსწუეთინ ბაგეთა დედაკაცისა მეძვისათა, რომელმან წუთ ერთ დაატკბოს სასაჲ შენი," (). სწორედ ამიტომ ვაკეთებ ყოველივე ამას, რათა იმ თაფლის გამოცდილება არ მიიღო; რადგან იგი მაშინვე ნაღვლად იქცევა. ამასვე ამბობს წერილიც: „რამეთუ თაფლი გარდამოსწუეთინ ბაგეთა დედაკაცისა მეძვისათა, რომელმან წუთ ერთ დაატკბოს სასაჲ შენი, ხოლო უკუანაჲსკნელ უმწარეს ნავღლისა ჰპოო და უმახჳლეს მახჳლის ორპირისა," (). რას ამბობ? მოითმინეთ, როცა ჩემგან რაღაც ბილწსაც, ასე ვთქვათ, მოისმენთ, როცა ურცხვად და გაუწითლებლად ვლაპარაკობ; რადგან ამას ნებით კი არ ვითმენ, არამედ იმათ გამო, ვისაც საქმეებისა არ რცხვენია, მე თვითონ იძულებული ვარ სიტყვები ვთქვა. ბევრ ასეთ რამეს თვით წერილებშიც ვხედავთ....