თარგმანი: არა ლიტონად პატივ-სცემს ტიმოთეს, არამედ უწყის, ვითარმედ რაოდენცა აღმატებულ ყოს პატივი მისი, ეგოდენ უფროჲს შესაწყნარებელ ყოს ქადაგებაჲ მისი. ამისთჳს თჳთ მათ მიიყვანებს მოწამედ, ვითარცა მეცნიერთა სათნოებისა მისისათა, და ღმერთსა ესავს, ვითარმედ მან განუმარჯოს მივლინებაჲ მისი; და ესე მაშინ ვყო, — იტყჳს, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, რაჟამს განვიხილო თავისა ჩემისაჲ მყისი. ესე იგი არს, ვითარმედ: მაშინ მოგივლინო თქუენ ტიმოთე, რაჟამს განვიხილო მეყსა შინა შემთხუეული ჩემდა, რამეთუ მყისად უწოდდეს ძუელნი განჩინებასა მთავრისა გინა მსაჯულისასა, რომელი გამოჴდის პყრობილსა ზედა; გინათუ სიკუდილისაჲ, ანუ ცხორებისაჲ, მეყსა შინა წამსა თუალისასა. არამედ, რაჲთა არა შეწუხნენ, ესმეს რაჲ იჭჳ სიკუდილისა და ცხორებისა მისისაჲ, ამისთჳს სასოებითა უფლისაჲთა აღუთქუამს მისლვასა მათდა მიმართ.
ფილიპელთა მიმართ 2:22
..."ნებითა ღმრთისაჲთა". ხოლო ვინაჲთგან პირველისა ებისტოლისა თანა წარევლინა მათდა ტიმოთე, ამისთჳს მეორესა ამას შინა კუალად მიერ მოსრულსა თავსავე თჳსსა თანა შეაერთებს მოჴსენებითა სახელისა მისისაჲთა. და იხილე სიმდიდრე სიყუარულისაჲ, ვითარ ოდესმე შვილად უწოდს, ვითარმედ: "ვითარცა მამასა შვილმან, ეგრეთ მმსახურა მე" (), და ოდესმე — თანამოქმედად, ვითარმედ "საქმესა უფლისასა იქმს, ვითარცა-ესე მე" (). ხოლო აწ ძმად სახელ-სდებს, რაჲთა ყოველსავე შინა სარწმუნო ყოფაჲ მისი ყოველთა განუცხადოს.
მოციქულისაჲ: ეკლესიათა ღმრთისათა, რომელნი არიან კორინთეს შინა (1,1).
თარგმანი: უსაკუთრეს არს, რაჲთა არა განმრავლებითად, არამედ ერთობითად ითქუმოდის, ვითარმედ: "ეკლესიასა ღმრთისასა, რომელი არს კორინთეს შინა", რამეთუ უმრავლესსა ადგილსა ყოვლისა სოფლისა ეკლესიათა ერთად ეკლესიად სახელ-სდებენ წმიდანი წერილნი ერთობისათჳს სარწმუნოებისა.
მოციქულისაჲ: ყოველთა თანა წმიდათა, რომელნი არიან ყოველსა აქაიასა (1,1).
თარგმანი: ყოველთა მოჴსენებითა პატივ-სცემს კორინთელთა, ვითარ საზოგადოდ ყოველნი მოიჴსენნა ებისტოლესა ამას შინა, ხოლო წმიდად სახელის-დებითა უჩუენებს, ვითარმედ ყოველსა, რომელსა უჴმდეს, რაჲთა თანაზიარ იყოს სა...