...როგორც მეგობარი მეგობარს, ისე ესაუბრა და არა გამოცანებით; სამუელზე კი თქვა, რომ ადრეულ ასაკშივე გამოეცხადა მას და მისდამი პატივისცემით აღძრულმა დახშული წინასწარმეტყველება გახსნა. რადგან, როგორც წერია: „სიტყუაჲ უფლისა საძიებელ იყო მათ დღეთა შინა, რამეთუ არა იყო ჩუენებაჲ" (). ამრიგად, მოსე და სამუელიც რომ დადგნენ, ვერაფერს არგებდნენ. ნოეს შესახებაც ამბობს: „ნოე კაცი მართალი სრული იყო ნათესავსა შინა მისსა" (); ხოლო იობის შესახებ: „კაცი იგი ჭეშმარიტ, უბიწო, მართალ, ღმრთისმსახურ" (). მაშ, ნოე და იობი დანიელთან ერთად რომ დამდგარიყვნენ — იმ დანიელთან, ვინც ქალდეველებმა ღმერთადაც კი მიიჩნიეს, — ღმერთი ამბობს, რომ თავიანთ ვაჟებსა და ასულებს ვერ იხსნიდნენ. ამრიგად, ეს რომ ვიცით, ნურც წმინდანთა ლოცვებს უგულებელვყოფთ და ნურც ყოველივეს ამ ლოცვებს გადავაბარებთ: ყოველივეს მათზე გადაბარება არ გვმართებს, რათა არ მოვდუნდეთ და ფუჭად არ ვიცხოვროთ; მათი უგულებელყოფაც არ გვმართებს, რათა დიდი სარგებელი არ დავკა...
პირველი მეფეთა 3:1
1. და ყრმა იგი სამოველ იყო მსახურებად უფლისა წინაშე ელი მღდელისა და სიტყუაჲ უფლისა საძიებელ იყო მათ დღეთა შინა, რამეთუ არა იყო ჩუენებაჲ, არცა განცხადებაჲ წინასწარმეტყუელებათა.2. და იყო მას დღესა შინა, ეძინა ელის ადგილსა თჳსსა და იწყეს თუალთა მისთა დამძიმებად და ვერ ხედვიდა
პირველი მეფეთა თავი 3