...1 კორ 8:6). აქ მარკიონის სენით სნეულნი ნათქვამს ეცემიან; მაგრამ ისწავლონ, რომ ეს წერილის ჩვეულებაა, და მრავალ ადგილას შეიძლება ვიპოვოთ, რომ წერილი ამ ჩვეულებით სარგებლობს, როგორც მაშინ, როცა ამბობს: „ჰრქუა უფალმან უფალსა ჩემსა“ (); და კვლავ: „ვარქუ უფალსა: უფალი ჩემი ხარი შენ“ (); და სხვაგან: „და უფალმან აწჳმა სოდომსა და გომორსა ზედა წუნწუბაჲ და ცეცხლი უფლისა მიერ ზეცით“ (). ეს კი თანაარს პირთა წარმომჩენელია და არა ბუნების განმყოფი; რადგან ამას იმისთვის კი არ ამბობს, რომ ორი, ერთმანეთისგან განსხვავებული არსება ვიგულისხმოთ, არამედ იმისთვის, რომ ორი პირი შევიცნოთ, რომელთაგან ორივე ერთი და იმავე არსებისაა.
იხილე კი, როგორ თქვა: „მოეცინ მას უფალმან“ (). რა არის ეს? სხვა არაფერი, არამედ წყალობა. რადგან თვითონ მიიღო წყალ...