1.გამოსლვასა ისრაჱლისასა ეგჳპტით, სახლი იაკობისი ერისაგან ბარბაროზთასა2.იყო ჰურიასტანი სიწმიდე მისა და ისრაჱლი საბრძანებელ მისა.3.ზღუამან იხილა და ივლტოდა, და იორდანე უკუნიქცა მართლუკუნ.4.მთანი იმღერდეს, ვითარცა ვერძნი, და ბორცუნი, ვითარცა კრავნი ცხოვართანი.5.რაჲ არს შენდა, ზღუაო, რამეთუ ივლტოდე, და შენ, იორდანე, რამეთუ უკუნიქეც მართლუკუნ?6.მთანი, რამეთუ იმღერდით, ვითარცა ვერძნი და ბორცუნი - ვითარცა კრავნი ცხოვართანი?7.პირისაგან უფლისა შეიძრა ქუეყანა, პირისაგან ღმრთისა იაკობისა,8.რომელმან გარდააქცია კლდე ტბად წყალთა და კლდე განუკუეთელი - წყაროებად წყალთა.9.ნუ ჩუენთჳს, უფალო, ნუ ჩუენთჳს, არამედ სახელსა შენსა ეც დიდებაჲ წყალობითა შენითა და ჭეშმარიტებითა შენითა.10.ნუ სადა თქუან წარმართთა: სადა არს ღმერთი იგი მათი?11.ხოლო ღმერთმან ჩუენმან ცათა შინა და ქუეყანასა ზედა ყოველივე, რაცა უნდა, ქმნა.12.კერპნი წარმართთანი ოქროსანი და ვეცხლისანი ქმნულნი ჴელთა კაცთანი;13.პირ-ათქს და არა იტყჳან, თუალ-ასხენ და არა ხედვენ,14.ყურ-ასხენ და არა ესმის, ცხჳრ-ასხენ და არა იყნოსენ,15.ჴელ-ასხენ და არა განიხილვენ, ფერჴ-ასხენ და არა ვლენან, არცაღა ჴმობენ ჴორცითა მათითა.16.ემსგავსნედ მათ მოქმედნი მათნი და ყოველნი, რომელნი ესვენ მათ.17.სახლი ისრაჱლისა ესვიდა უფალსა; შემწე და შემწყნარებელ არს მათდა.18.სახლი აჰრონისი ესვიდა უფალსა; შემწე და შესავედრებელ არს მათდა.19.მოშიშნი უფლისანი ესვიდეს უფალსა; შემწე და მფარველ არს მათდა.20.უფალმან მომიჴსენა ჩუენ და მაკურთხნა ჩუენ, აკურთხა სახლი ისრაჱლისა, აკურთხა სახლი აჰრონისი,21.აკურთხნა უფალმან მოშიშნი მისნი, მცირედნი დიდთა თანა.22.შეგძინენ უფალმან თქუენ ზედა, თქუენ ზედა და შვილთა თქუენთა ზედა;23.კურთხეულ ხართ თქუენ უფლისა მიერ, რომელმან ქმნნა ცანი და ქუეყანა.24.ცანი ცათანი უფლისანი არიან, ხოლო ქუეყანა მოსცა ძეთა კაცთასა.25.არა თუ მკუდარნი გაქებდენ შენ, უფალო, არცა ყოველნი შთამავალნი ჯოჯოხეთისანი,26.არამედ ჩუენ ცხოველნი ვაკურთხევდეთ უფალსა ამიერითგან და უკუნისამდე.
...ობს: „იხარებდით ცანი და იშუებდით ქუეყანა“, „რამეთუ შეიწყალა ღმერთმან ერი თჳსი“ (). და თვითონ ეს მეფსალმუნეც კვლავ იმავეს აკეთებს, როცა ამბობს: „გამოსლვასა ისრაჱლისასა ეგჳპტით, სახლი იაკობისი ერისაგან ბარბაროზთასა“ (), „მთანი იმღერდეს, ვითარცა ვერძნი, და ბორცუნი, ვითარცა კრავნი ცხოვართანი“ ().და სხვაგანაც კვლავ ესაია ამბობს: „ღრუბელნი წთოდედ სიმართლესა“ (). რადგან წმინდანები მარტონი საკმარისნი არ არიან მეუფის ქებისთვის, ყველას იხმობენ, რათა გალობის თანამოზიარეებად მიიღონ.და ამას განსაკუთრებით ხშირად აკეთებს ეს მეფსალმუნე, როგორც მაშინ, როცა ამბობს: „თაყუანის-ეცით მას ყოველთა ანგელოზთა მისთა“ (). და კვლავ: „ძლიერნი ძალითა, რომელნი ჰყოფენ სიტყუასა მისსა“ ().
ამით იგი კიდევ სხვა რამესაც ამტკიცებს. რა არის ეს? ის, რომ უგუნურთაგან...
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მაშინ ჰნერწყჳდეს პირსა მისსა და ჴურთითა სცემდეს თავსა მისსა, და რომელნიმე ყურიმალსა სცემდეს და ეტყოდეს: გჳწინაჲსწარმეტყუელებდ ჩუენ, ქრისტე, ვინ არს, რომელმან გცა შენ?“ (26,67-68).:
...ე ბ ა ჲ: „მაშინ ჰნერწყჳდეს პირსა მისსა და ჴურთითა სცემდეს თავსა მისსა, და რომელნიმე ყურიმალსა სცემდეს და ეტყოდეს: გჳწინაჲსწარმეტყუელებდ ჩუენ, ქრისტე, ვინ არს, რომელმან გცა შენ?“ (26,67-68).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ჵ საშინელი იგი ხილვაჲ! ჵ შესაძრწუნებელი საქმე! პირსა მას, რომელი „ზღუამან იხილა და შეძრწუნდა“, რომელი მზემან იხილა ჯუარსა ზედა და ბრწყინვალებაჲ თჳსი დაფარა, ჰნერწყჳდეს და სცემდეს მონანი შეურაცხნი და უნდონი. ვის ესმას ესე და არა შეძრწუნდეს? ვინ არა განცჳბრდეს და განკჳრდეს? კურთხეულ არს და დიდებულ სახელი შენი, მეუფეო კაცთმოყუარეო, რომელმან ჩუენისა ცხორებისათჳს ესე ყოველი თავს-იდევ. „ვინ-მე იტყოდის ძლიერებათა შენთა, უფალო, სასმენელ-ყვნეს ყოველნი ქებულებანი შენნი?“
ხოლო იხილე უშჯულოთა მათ სიბოროტე! ვინაჲთგან თანამდებად სიკუდილისა დასაჯეს, რაჲსათჳსღა ესრეთ სტანჯვიდეს? რამეთუ ვითარცარაჲ ნადირი მჴეცმან პოის, ესრეთ აჩუენებდეს ყოველსავე გულისწყრომასა თჳსსა და იშუებდეს შურის-გებითა მით მისითა.
ხოლო შენ იხილე, ძმაო, მახარებელთა იგი ჭეშმარიტებაჲ, ვითარ ყოველსავე, რომელიცა საყუედრელად ჩანს, იტყჳან გამოწულილვით და არარას დაჰფარვენ, არცა სირცხჳლ-უჩნს, არამედ უფროჲსად სიქადულად და დი...
მაგრამ ესეც კვლავ უხეში გამოთქმაა; ამიტომ მრავალ ადგილას ამბობს: „რომელი მოხედავს ქუეყანასა ზედა და ჰყოფს მას შეძრწუნებულ“ ().და კვლავ: „პირისაგან უფლისა შეიძრა ქუეყანა“ ().მაგრამ ესეც უხეში გამოთქმაა.მოისმინე უფრო ამაღლებული სიტყვა: „ყოველივე, რაც ინება, მოიმოქმედა“ ()1, რადგან მისთვის საკმარისია მხოლოდ ნება.დააკვირდი, როგორ აჩვენებს ამ უფრო უხეშ გამოთქმებშიც, რომ ღმერთს არაფერი სჭირდება.რადგან ჯერ იარაღი არ უხსენებია, ვიდრე მას ძლიერს არ უწოდა; და კვლავ, იარაღის ჩამოთვლის შემდეგ, მთელი გამარჯვება მის მარჯვენას მიაწერა, ესე იგი, მის ბუნებასა და მის ძალას.ამასვე სხვა წინასწარმეტყველიც აცხადებდა: „რომლისა მთავრობაჲ იქმნა მჴარსა ზედა მისსა“ (...