მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 118:1

1. ნეტარ არიან უბიწონი გზასა, რომელნი ვლენან შჯულსა უფლისასა.2. ნეტარ არიან, რომელნი გამოიკულევენ წამებათა მისთა, ყოვლითა გულითა გამოიძინენ იგი.
ფსალმუნნი თავი 118
1. ნეტარ არიან უბიწონი გზასა, რომელნი ვლენან შჯულსა უფლისასა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ეტყოდა იესუ მორწმუნეთა მისთა ჰურიათა: უკუეთუ თქუენ დაადგრეთ სიტყუათა ჩემთა, ჭეშმარიტად ჩემნი მოწაფენი ხართ. და სცნათ ჭეშმარიტი, და ჭეშმარიტებამან განგათავისუფლნეს თქუენ“ (8,31-32).:

...რცა ხესა დიდსა, მაგრიად განმტკიცებულსა ძირითა თჳსითა, არცა ერთი ქარი შემძლებელ არს აღმოფხურად, ეგრეთვე სულსა შემშჭუალულსა შიშსა ღმრთისასა ვერარაჲ შემძლებელ არს მიდრეკად, რამეთუ ძირთა დაბმისა შემშჭუალვაჲ უმტკიცეს არს. ამისთჳსცა ილოცვიდა წინაჲსწარმეტყუელი და იტყოდა: „შეჰმშჭუალენ შიშსა შენსა ჴორცნი ჩემნი“. ეგრეთვე უკუე შენცა შეჰმშჭუალენ, ვითარცა სამშჭუალითა დამშჭუალული. რამეთუ ვითარცა შემშჭუალული შიშსა ღმრთისასა მიუდრეკელ არს, ეგრეთვე შეუმშჭუალველი ადრე წარსატაცებელ არს და ადვილად, ვითარცა-იგი იყვნეს ჰურიანი, რამეთუ ესმა რაჲ და ჰრწმენა სიტყუათა უფლისათაჲ, კუალად ურწმუნო იქმნნეს, ხოლო ქრისტესა ენება, რაჲთამცა დაამტკიცა სარწმუნოებაჲ მათ შორის, რაჲთამცა არა უძლურ იყო და არარა. ამისთჳსცა ჴელ-ჰყოფს უმტკივნესითა სიტყჳთა სულთა მათ მათთა სარწმუნოებასა ზედა დამტკიცებად. და უკუეთუმცა მორწმუნენი იყვნეს ჭეშმარიტნი, თავს-იდებდესმცა მხილებასა მას, ხოლო იგინი უმეტესად განფიცხნეს და ველურ იქმნნეს. არამედ იხილე, ვითარ ეტყოდა უფალი; პირველად ამცნებს და იტყჳს:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: უკუეთუ თქუენ დაადგრეთ სიტყუათა ჩემთა, ჭეშმარიტად ჩემნი მოწაფენი ხართ. და სცნათ ჭეშმარიტი, და ჭეშმარიტებამან განგათავისუფლნეს თქუენ“ (8,31-32).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ვითარმც...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი იე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ღმერთი არავინ სადა იხილა, გარნა მხოლოდშობილმან ძემან, რომელი არს წიაღთა მამისათა, მან გამოთქუა“ (1,18).:

...ყუათა, რომელნი წერილთა შინა არიან, არა ჰნებავს ღმერთსა, რაჲთა გარეწარად და ლიტონად ვისმენდეთ, არამედ ფრიადითა გულისხმის-ყოფითა. ამისთჳსცა ნეტარი დავით მრავალთა ზედა თჳსთა ფსალმუნთა დასწერს, ვითარმედ: „გულისხმის-საყოფელად“, და იტყჳს: „განანათლენ თუალნი ჩემნი, და ვხედვიდე მე საკჳრველებათა სჯულისა შენისათა“. და კუალად ძე მისი სოლომონ იტყოდა, ვითარმედ: ჯერ-არს გამოძიებაჲ სიბრძნისაჲ, ვითარცა საუნჯისაჲ. და უფალი ჰურიათა ეტყოდა, ვითარმედ: „გამოეძიებდით წერილთა“. და არამცა ეთქუა, თუ: „გამოეძიებდით“, უკუეთუმცა მეყსა შინა და ერთითა ოდენ წარკითხვითა შესაძლებელ იყო მათი გულისხმის-ყოფაჲ. რამეთუ ცხადსა და წინაშე ყოველთა მდებარესა არავინ გამოეძიებს, არამედ დაფარულსა და რომელი მრავლითა ძიებითა იპოების. ამისთჳსცა საუნჯედ დაფარულად უწესს მათ, რაჲთა აღგუძრნეს ჩუენ მოსწრაფებით ძიებად მათდა.

ხოლო ესე სიტყუანი ამისთჳს ვთქუენით, რაჲთა არა ლიტონად და გარეწარად ვისმენდეთ სიტყუათა წერილისათა, არამედ ფრიადითა ძიებითა. ხოლო უკუეთუ გამოუძიებელად ვინმე ისმენდეს და ყოველსა წერილისა სიტყუათაებრ ცხადთა გულისხმა-ჰყოფდეს, მრავალი რაჲ უჯეროჲ გულისხმა-ყოს ღმრთისათჳ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ა
თემატური კომენტარი
წმინდა იოანე ოქროპირი
წმიდისა იოვანესთჳს, მახარებელისა და ღმრთისმეტყუელისა:

...ჳს არს ესე ესრეთ, რომელთა გონებაჲ წმიდად მხედველ არს. ამისთჳსცა შესძინა, ვითარმედ: „მონამან შენმან იცვნეს იგინი“; და სხუასა ადგილსა თქუა, ვითარმედ: „ტკბილ არიან სასასა ჩემსა უფროჲს თაფლისა სიტყუანი შენნი“, და კუალად იტყჳს: „უფროჲს თაფლისა პირსა ჩემსა“, რამეთუ მრთელ იყო გონებაჲ მისი. ამისთჳს უკუე ჩუენცა ნუმცა უძლურნი სულითა მოუჴდებით სიტყუათა ამათ, არამედ განვიკურნნეთ სულნი ჩუენნი და ესრეთ ვისმენდეთ, რამეთუ ამისთჳს ვთქუენ მრავალნი ესე სიტყუანი და არღარა მითქუამს მისთა სიტყუათაგანი, რაჲთა თითოეულმან ჩუენმან ყოველი სახე უძლურებისაჲ განსდევნოთ და, ვითარცა ცად შემავალნი, ესრეთ შემოხჳდეთ წმიდად ყოვლისაგან ვნებისა და ზრუნვისა.

რამეთუ უკუეთუ არა ესრეთ კეთილად განიწმიდნეთ სულნი თქუენნი, ვერაჲ ირგოთ ამიერ. და ნუვინ იტყჳნ, თუ: ვითარ შეუძლო ქმნად ამის საქმისა მეყსა შინა? რაჲ არს უბოროტეს ავაზაკობისა? არამედ იხილეთ, ავაზაკი იგი ვითარ სათნოებასა მიიწია მეყსა შინა და სამოთხისა მკჳდრად გამოჩნდა, რომელმან არა დღენი იჴმარნა, არცა თუ ნახევარი დღისაჲ, არამედ წამსა შინა თუალისასა, რამეთუ შესაძლებელ არს მყისსა შინა შეცვალებაჲ და თიჴისა წილ ოქროჲსად ქმნაჲ თავთა თჳსთაჲ, ვინაჲთგან საქმე ესე ნებასა ჩ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჲჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ჲჱ ცხორებისათჳს მონაზონთაჲსა, ვითარ პატიოსან არს და უმჯობეს სოფლიოჲსა მის წარმავალისა:

...ულთაჲ, სხუამან წიგნი მამათაჲ, და კაცად-კაცადი აღაორძინებნ გულისჴმის-ყოფასა თჳსსა, აღიმაღლებნ გონებასა ხედვად ღმრთისა, განიცდინ ბუნებასა ხილულთა და უხილავთასა, ამაოებასა ამას საწუთროჲსასა და სიმტკიცესა მის საუკუნოჲსასა. ესრეთ იყვნიან სიტყუანი ღმრთისანი ტკბილ სასასა მათსა, უფროჲს თაფლისა პირსა მათსა. თაფლ მათდა არნ გულისჴმის-ყოფაჲ საღმრთოჲ, თაფლ გოლეულ, ფრიად საკჳრველ, უაღრეს თაფლისა მის, რომლითა უდაბნოს იოვანე იზარდებოდა. რამეთუ ამას თაფლსა არა ფუტკარნი იქმან ცუართაგან ზეცისათა და ყუავილთა ველისათა, არამედ მადლი სულისა წმიდისაჲ შეჰმზადებს სულთა შინა ღმრთისმოყუარეთასა. გნებავს თუ ხილვაჲ სიტკბოებისა და სურნელებისა თაფლისა მის, მიეახლე ნეტართა მათ და იხილო გამოუთქუმელი სიტკბოებაჲ და მიუთხრობელი სურნელებაჲ, რომელი გამოვალს პირით მათით. რამეთუ არარაჲ გამოვალს მათგან ბოროტისა სიტყუაჲ, ანუ ცუდადმეტყუელებაჲ, ანუ ძჳრის-ზრახვაჲ, არამედ ყოველი სიტყუაჲ მათი ღირს არს აღწერად წიგნთა შინა სულიერთა.

მსგავს არიან პირნი მათნი წყაროსა თაფლისასა, გინა თუ წყლისა ცხოელისასა; ხოლო პირნი სივერაგეთა სოფლისათა შექცეულთანი, მოკიცხართა და განმცხრომელთა და მემღერთა და ძჳრისმეტყუელთანი უკუეთუ ვინ მიამსგავსნეს მდინარესა მწჳრისასა, არა სცთების ყოვლადვე,...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჲდ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ჲდ ვითარმედ ჯერ-არს ჩუენდა ყოველთავე სათნოებათა მოგებაჲ:

...სიფიცხე გულთა მათთაჲ მოაქციოს შიშსა თჳსსა. ხოლო თჳსსა ბუნებასა და წესსა ზედა ფრიად ტკბილ არიან და საწადელ მცნებანი ღმრთისანი. ამისთჳსცა ისმინე წინაჲსწარმეტყუეელისაჲ, რომლისა საცნობელნი სულისანი წმიდა იყვნეს, რასა-იგი იტყჳს, რამეთუ: „ტკბილ არიანო სასასა ჩემსა სიტყუანი შენნი, უფროჲს თაფლისა პირსა ჩემსა“. ; ; ეგრეთვე, უკუეთუ ჩუენცა განვიწმიდნეთ საცნობელნი სულთა ჩუენთანი და ვითხოოთ მჴურვალედ ღმრთისამიერი შეწევნაჲ, ვიწყოთ ყოვლისავე მცნებისა საქმედ, რაოდენ ძალ-გუედვას, და იხილოს რაჲ უფალმან გულსმოდგინებაჲ ჩუენი, მოგუცეს ძალი უმეტესისაცა წარმარ-თებად, ვიდრემდე მივიწინეთ მადლითა მისითა საზომსა მას სრულებისასა და ვიქმნეთ თანამოდასე მოშიშთა მისთა. რაჲ სიძნელე აქუს მოწყალებასა? ჭეშმარიტად არცა ერთი. აწ უკუე ადვილი ესე მცნებაჲ მოსწრაფებით აღვასრულოთ, და მერმე უძნელესთაცა აღსრულებად ფრიადი ძალი მოგუცეს უფალმან.

ვიცხოთ თავთა ჩუენთა ზეთი იგი წყალობისაჲ, რაჲთა წყლულებანი სულთა ჩუენთანი განიკურნენ და ნათელი ღმრთისაჲ მოგუეფინოს. ნუ იტყჳ, თუ: მას ვისმე ესოდენი შანთი აქუს ოქროჲსაჲ და არას მისცემს. რაჲ არს ესე შენდა, კაცო? უკუეთუ შენ სიგლახაკის...

სრულად ნახვა