...ბს? სულიწმინდით, ესე იგი, თუ სულიწმინდა ჩვენთან გვექნება; თუ მადლს არ განვადევნით, ჩვენთან იქნება. „არა თუმცა უფალმან აღაშენა სახლი, ცუდად შურებიან მაშენებელნი მისნი; არა თუმცა უფალმან დაიცვა ქალაქი, ცუდად იღჳძებენ მჴუმილნი მისნი“ (). ეს არის ჩვენთვის კედელი, ეს არის სიმაგრე, ეს არის თავშესაფარი. თუ, მაშ, სულიწმინდა მკვიდრობს და თავადაც იცავს, რაღა საჭიროა დარიგება? იმისთვის, ამბობს, რომ იგი შევინარჩუნოთ, იგი დავიცვათ და ბოროტი საქმეებით არ განვდევნოთ. შემდეგ განსაცდელებს განმარტავს, არა იმიტომ, რომ მოწაფის დამხობა სურს, არამედ რათა წამოაყენოს: თუ ოდესმე მასაც შეემთხვევა ესენი, უცხოდ არ მოეჩვენოს, როცა მოძღვარს მიაპყრობს მზერას და გაიხსენებს ყველაფერს, რაც მას შეემთხვა.
მაშ, რას ამბობს? რადგან მოსალოდნელი იყო, რომ შეპყრობილი მიტოვებული დარჩენილიყო, არანაირი კაცთმოყვარეობა, თანადგომა და დახმარება არ მიეღო, არამედ თვით მორწმუნეთა და...