მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 126:1

1. არა თუმცა უფალმან აღაშენა სახლი, ცუდად შურებიან მაშენებელნი მისნი; არა თუმცა უფალმან დაიცვა ქალაქი, ცუდად იღჳძებენ მჴუმილნი მისნი.2. ცუდად არს თქუენი ეგე აღმსთობაჲ, აღდეგით შემდგომად დასხდომისა, რომელნი შჭამთ პურსა სალმობისასა, რაჟამს სცეს ძილი მოყუარეთა მისთა.
ფსალმუნნი თავი 126
1. არა თუმცა უფალმან აღაშენა სახლი, ცუდად შურებიან მაშენებელნი მისნი; არა თუმცა უფალმან დაიცვა ქალაქი, ცუდად იღჳძებენ მჴუმილნი მისნი.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 30. „და იყო ყოველი ქუეყანა - ბაგე ერთ" (დაბ 11:1)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
2. ბაბილონის გოდოლი და ამაო დიდება (11:3-4):

...ჩანაფიქრი უბედურების მიზეზი. „მოვედით, — ამბობენ, — გამოვზილნეთ ალიზნი და გამოვაცხუნეთ იგინი ცეცხლითა. და იყო მათდა ალიზი ქვაჲ და ასფალტოსი იყო მათდა თიჴაჲ". შეხედე, რით ფიქრობენ, რომ თავიანთი ნაგებობა განამტკიცონ, არ იცოდნენ რა, რომ „არა თუმცა უფალმან აღაშენა სახლი, ცუდად შურებიან მაშენებელნი მისნი" (). „და ვიშენოთ, — ამბობენ, — თავთა თჳსთათჳს ქალაქი", — არა ღვთისთვის, არამედ თავიანთი თავისთვის. შეხედე, როგორ გაძლიერებულა უკვე უკეთურება! ყოვლისმომცველი წარღვნა ჯერ კიდევ ახლად ახსოვდათ, და აი, რა უგუნურებემდე მივიდნენ: „და ვიშენოთ, — ამბობენ, — თავთა თჳსთათჳს ქალაქი და გოდოლი, რომლისა თავი იყოს ვიდრე ცადმდე". სიტყვით „ცადმდე" საღვთო წერილს სურდა, მათი თავხედობის უჩვეულობა გამოესახა. „და ვყოთ, — ამბობენ, — თავთა თჳსთად სახელი". ხედავ, სად არის ბოროტების ფესვი? დავიმსახუროთ, ამბობენ, საუკუნო ხსოვნა; ყოველთვის გვახსოვდნენ; ჩვენი საქმე და ქმნილება ისეთი იქნება, რომ არასდროს დაივიწყება! და ამას გავაკეთებთ „პირველ განთესვისა ჩუენისა პირსა ზედა ყოვლისა ქუეყანისასა". ვიდრე, ამბობენ, ერთად ვართ, ავასრულოთ ჩვენი ჩანაფიქრი, რათა მომავალ თაობებში საუკუნო ხსოვნა დავტოვოთ ჩვენი თავის შესახებ. ბევრია ახლაც ისეთი, ვინც ამ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჲბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „არა ყოველთა დაიტიონ სიტყუაჲ ეგე, არამედ რომელ-თა მიცემულ არს“ (19,11).:

...აჩუენეს მოღუაწებაჲ? გარნა ჯერ-არს ნებაჲ კეთილისაჲ და მოღუაწებაჲ, და ესევითართა მათ ღმრთისამიერიცა მიეცემის შეწევნაჲ, რაჲთა წარჰმართონ ღუაწლი იგი კეთილი და ანგელოზთა მობაძავი.

„არა თუმცა უფალმან აღაშენაო სახლი, ცუდად შურებიან მაშენებელნი მისნი; არა თუმცა უფალმან დაიცვა ქალაქი, ცუდად იღჳძებენ ჴუმილნი მისნი“. აწ უკუე არა ეგების ქუეწოლაჲ და ძილი და თქუმაჲ, თუ: უფალმან აღაშენოს სახლი ჩემი, გინა დაიცვას ქალაქი ჩემი, არამედ ჯერ-არს შრომაჲ და შენებაჲ და მღჳძარებაჲ და ჴუმილვაჲ, და მერმე, უკუეთუ სხუაჲ რაჲმე ცოდვაჲ ჩუენი და უშჯულოებაჲ არა წინააღუდგეს მოწყალებასა ღმრთისასა, უეჭუელად შეწევნაჲ მისი თანამოღუაწე გუექმნების და აღა-შენებს სახლსა ჩუენსა და დაიცავს ქალაქსა ჩუენსა. ეგრეთვე ქალწულებისა ღუაწლი და სასყიდელი დიდ არს, და გჳჴმს ღმრთისამიერი შეწევნაჲ, ხოლო იგი მიეცემის ყოველთავე, რომელთაცა წადიერად ენებოს და ჴელყონ სრბად ასპარეზსა მას სულიერსა, ვითარცა ესერა იტყჳს:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რამეთუ არიან საჭურისნი, რომელნი მუცლითგან დედისა თჳსისაჲთ საჭურისნი იყვნეს; და არიან საჭურისნი, რომელნი კაცთაგან გამოისაჭურისნეს; და არიან საჭურისნი, რომელთა გამოისაჭურისნეს თავნი თჳსნი სასუფეველისათჳს ცათაჲსა. რომელი შემძლებელ არს დატევნად, დაიტიენ“ (19,1...

სრულად ნახვა