მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 18:5

4. არა არიან თქმულ არცა სიტყუაჲ, რომელთა-იგი არა ესმა ჴმაჲ მათი.5. ყოველსა ქუეყანასა განჴდა ჴმაჲ მათი და კიდეთა სოფლისათა _ სიტყუანი მათნი.6. მზესა აღდგა კარავი თჳსი; და თავადი, ვითარცა სიძე რაჲ გამოვალნ ეზოთ თჳსით, იხარებდეს იგი, ვითარცა გმირი სრბად გზასა.
ფსალმუნნი თავი 18
5. ყოველსა ქუეყანასა განჴდა ჴმაჲ მათი და კიდეთა სოფლისათა _ სიტყუანი მათნი.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „პირველითგან იყო სიტყუაჲ“ (1,1).:

...ცად. ამისთჳსცა არა ბნელსა შინა დაფარა ძალი სიტყუათა თჳსთაჲ, ვითარცა მათ ქმნეს, - რამეთუ ბოროტ იყვნეს სიტყუანი მათნი, ამისთჳს ენება დამალვაჲ მათი სიძნელითა მით სიტყუათაჲთა, - არამედ ამისნი სწავლანი უფროჲს მზისა ბრწყინვენ. ამისთჳსცა „ყოველსა ქუეყანასა განჴდა ჴმაჲ მისი და კიდეთა სოფლისათა - სიტყუანი მისნი“, რამეთუ არა ქმნა ამან საეშმაკონი საქმენი მათნი, არამედ ესრეთ ადვილ-ყო სიტყუაჲ თჳსი, ვიდრეღა ყრმათაცა მცირეთა მიერ საცნაურ არიან, რამეთუ ჭეშმარიტ არიან და საჴმარ ყოველთათჳს, და საქმენი მოწამე არიან, და ყოველი სოფელი მოიზიდა მისა მიმართ და განგუათავისუფლნა ყოველთა ბოროტთაგან სიტყჳთა თჳსითა. ამისთჳსცა უადვილჱსად გუაქუს სიკუდილი, ვიდრეღა სწავლათა მისთაგან განშორებაჲ. და ამის ყოვლისა მიერ საცნაურ არს, ვითარმედ არარაჲ არს მის თანა კაცობრივი, არამედ ყოველივე ღმრთისამიერი, მისისა მის წმიდისა სულისა მიერ ჩუენდა მოსრული, არამედ არა არს აქა ამაოჲ სიტყუათა სიმრავლჱ და შეწყობილებაჲ უსარგებლოჲ, არამედ ძალი უძლეველი სარწმუნოებისა მართლისაჲ და საუნჯჱ ურიცხუთა კეთილთაჲ.

ხოლო ამაოთა მათ ფილოსოფოსთა თქუმულნი ვითარცა სამარენი არიან, გარეთ შემკულნი და შინაგან სიმყრალითა სავსენი. უკუეთუ სიტყუათ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ოე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და იქადაგოს სახარებაჲ ესე სასუფეველისაჲ ყოველსა სოფელსა საწამებელად ყოველთა წარმართთა. და მაშინ მოიწიოს აღსასრული“ (24,14).:

...ოველსა სოფელსა, და მაშინ მოიწიოს იერუსალჱმისა აღსასრული. ხოლო რაჲთა სცნა, ვითარმედ პირველ მოოჴრებისა იერუსალჱმისა იქადაგა სახარებაჲ ყოველსა სოფელსა, ისმინე, ვითარ იტყჳს ნეტარი პავლე: „ყოველსა ქუეყანასა განჴდაო ჴმაჲ მათი, და კიდეთა სოფლისათა - სიტყუანი მათნი“. ; და კუალად იტყჳს: „სახარებაჲ იგი, რომელი იქადაგა ყოველსა სოფელსა, რომელ არს ცასა ქუეშე“. და საცნაურ არს იგი, ვითარ იერუსალჱმითგან ვიდრე ილირიკედმდე და ვიდრე სპანიადმდე რბიოდა. ხოლო ვინათგან ერთმან ესოდენი ნაწილი სოფლისაჲ მოვლო, გულისჴმა-ყავ, თუ სხუათა მოციქულთა თითოეულმან რავდენნი ქუეყანანი მოვლნეს და ქადაგებდეს სახარებასა. ხოლო რაჲ არს ესე, თუ: „საწამებელად ყოველთა წარმართთა“? ესე იგი არს, სამხილებელად და საყუედრებელად და შემწამებელად წარმართთა მათ, რომელთა არა ჰრწმენა. რამეთუ იქადაგა სახარებაჲ ყოველსა სოფელსა, არამედ არა ჰრწმენა ყოველთა. ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: საწამებელად და სამხილებელად ურწმუნოთა მათ წარმართთა, რამეთუ რომელთა ჰრწმენა, იგინი შესწამებდენ ურწმუნოთა და დასჯიდენ მათ. ხოლო ამისთჳს პირველად იქადაგა სახარებაჲ, და მაშინღა მოიწია მოოჴრებაჲ იერუსალჱმისაჲ, რაჲთა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი იე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „თქუენ ხართ ნათელნი სოფლისანი“ (5,14).:

...რე, სახილველ არნ ყოველთა მიერ სახლსა მას შინა მყოფთა.

ისმინეთ ესე ყოველთა და თაყუანის-ეცით ძალსა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა, ვითარ თჳსსაცა სოფელსა უცნაურნი იგი ესრეთ საცნაურ-ყვნა, რომელ ზღუაჲ და ჴმელი აღივსო მეცნიერებითა მათითა, და „ყოველსა ქუეყანასა განჴდა ჴმაჲ მათი და კიდეთა სოფლისათა - სიტყუანი მათნი“; რომელ-ესე აწვე აუწყა და, რაჲ-იგი თქუა, საქმით აღესრულა, რამეთუ არა თუ ჰამბავი მათი განისმა ყოველსა სოფელსა, არამედ ბრწყინვალებაჲ საქმეთა მათთაჲ იხილვა, და ვითარცა ფრთოანთა მოირბინეს ყოველი ქუეყანაჲ უმახჳლეს ნათელსა მას მზისასა და განჰფინეს ყოველთა ზედა ნათელი იგი ღმრთისმეცნიერებისაჲ.

ამისთჳსცა ქალაქსა მიამსგავსნა იგინი უფალმან, მთასა ზედა დაშენებულსა, რაჲთა აუწყოს, ვითარმედ ვითარცა ვერ შესაძლებელ არს დაფარვაჲ ესევითარისა მის ქალაქისაჲ, ეგრეთვე არა შესაძლებელ არს დადუმებაჲ ქადაგებისა მათისაჲ. რამეთუ ჰრქუა რაჲ, ვითარმედ: „გყუედრიდენ და გდევნიდენ“, რაჲთა არა ჰგონებდენ, თუ შეუძლონ მაყუედრებელთა მათ და მდევართა დაყოფად პირისა მათისა, ამისთჳს განაძლიერებს მათ და ეტყჳს, ვითარმედ უმეტესად განბრწყინდენ და სახილველ ყოველთა იყვნენ, რაჲთა აუწყოს მათ ძალი შეწევნისა თჳსისაჲ. ხოლო შემდგომითა მ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ა
თემატური კომენტარი
წმინდა იოანე ოქროპირი
ჴსენებაჲ წმიდისა მათე მახარებელისაჲ დაწყებაჲ სიტყჳსაჲ:

...(მათ. 12,25); ვინაჲთგან უკუე იგინი ერთსა საქმესა ქადაგებდეს, უკუეთუმცა წინააღმდგომ ურთიერთას იყვნეს, ვითარმცა წარემართა ქადაგებაჲ იგი, ვითარ სარწმუნო იქმნა ყოველთა მიერ, ვითარ განჴდა ჴმაჲ მათი ყოველსა ქუეყანასა და კიდეთა სოფლისათა სიტყუანი მათნი, რომელთა-იგი მრავალნი მჴდომად აღუდგეს, მრავალნი დაჴსნად ისწრაფდეს, რამეთუ არა თუ ერთსა შინა ყურესა დაწერეს და დამალეს, არამედ შორის ყოვლისა სოფლისა განჰმარტეს აღწერილი მათი, და სასმენელად მტერთა მათთა და მბრძოლთა აღმოიკითხვოდა იგი, და ვერარაჲ ვინ ცთომაჲ ანუ ურთიერ-თას განწვალებაჲ შეჰჴადა, არამედ ყოველნივე იძლინეს მბრძოლნი მათნი, და სამართლად, რამეთუ ძალი ღმრთისაჲ იყო თანაშემწე და წინამძღუარ მათისა მის ქადაგებისა. და უკუეთუმცა არა ესე იყო, ვითარმცა უძლო მეზუერემან და მეთევზურმან და უსწავლელმან ესევითარისა მის სიბრძნისა მოგებად, რაჲთამცა სავსე ესე ზეცისა საიდუმლოჲთა სახარებაჲ აღწერა? ვინ უძლო ზუავთა მათ და ამპარტავანთა ფილოსოფოსთაგანმან ესევითარი რაჲ მოგონებადცა ანუ სიზმრივ ხილვად, არა თუმცა აღწერად და მითხრობად? არამედ ამათ დიდითა კადნიერებითა ყოველსა სოფელსა უქადაგეს და ყოველთა დაარწმუნეს, არა თუ ცხორებასა ოდენ მათსა, არამედ შემ...

სრულად ნახვა