...რომელ სნეულებაზე? რომელ ტკივილზე? არაფერი ამგვარი არ უთქვამს თავისთვის, არც აღშფოთებულა და არც უგლოვია, თითქოს ამბობდა: „აი, მშვენიერ საზღაურს ვიღებ: მე, ვინც „შჯულსა მისსა ზრახავნ იგი დღე და ღამე“ (), ასეთი ღირსების მქონე, ყოველზე დამდაბლებული გავხდი; მტრების დამნდობი კი აღვირახსნილი შვილის ხელში ჩავვარდი.“ არაფერი ამგვარი არ უთქვამს და არც უფიქრია, არამედ ყოველივეს სულიერი სიბრძნით იტანდა და მომხდარში ერთი ნუგეში ჰქონდა: ეს ყველაფერი ღვთის ცოდნით ხდებოდა. როგორც სამი ყრმაც ამბობდა: „და უკუეთუ არა საცნაურ იყვნენ შენდა, მეფე, ვითარმედ ღმერთთა შენთა არა ვეკუთნვით და ხატსა ოქროსასა, რომელი აღსდგი, არ თაყუანის-ვსცემთ.“ (); ხოლო თუ ვინმე მათ ეტყოდა: „და რომელი სასოებით კვდებით?“ რას მოელით, ან რას ესავთ სიკვდილის შემდეგ, ცეცხლის შემდეგ, რადგან აღდგომის მოლოდინი ჯერ კიდევ არ იყო? მაშინ მოისმენდა პასუხს: „ჩვენთვის უდიდესი საზღაური სწ...