...იდისა და თავმდაბლობის ძალა, და როგორ შეეძლო ამ ერთ სათნოებას, ვინც მასში სრულად წარმატებულ იქნა, გამოუთქმელი ქების ღირსი გაეხადა, ისმინე ნეტარი მოსეს განდიდებისა და იმ გვირგვინის შესახებ, რომელიც ამ სათნოებისთვის დაიწნა მისთვის. „და კაცი მოსე მშჳდ იყო ფრიად უფროს ყოველთა კაცთა, რომელნი არიან ქუეყანასა ზედა" (). ხედავ, რა დიდი ქებაა: მან იგი მთელ კაცობრიობას გაუთანაბრა, უფრო სწორად — მთელ კაცობრიობაზე მაღლა დააყენა. იგივეს ამბობს წერილი დავითის შესახებაც: „მოიჴსენე, უფალო, დავით და ყოველი სიმშჳდე მისი" (). სწორედ ამ სათნოებით მოიხვეჭა პატრიარქმა აბრაამამაც ზეცით კიდევ უფრო დიდი კეთილგანწყობა და, თავის მხრივ, რაც შეეძლო, ის გააკეთა, რისთვისაც კაცთმოყვარე ღვთისგან უფრო დიდი სიკეთეების ღირსი შეიქნა. ამას ნახავთ, როცა გუშინდელი სიტყვის გაგრძელებას შემოგთავაზებთ და, საყვარელნო, აგიხსნით იმას, რაც წერილიდან უკვე წაკითხულია. როცა პატრიარქმა დიდი სიმშვიდით დაუთმო ლოტს საუკეთესო ადგილები და არჩევანის უფლება მიანიჭა, თავად კი ნებით აიღო უარესი ნაწილი, მხოლოდ იმისთვის, რომ დავა შეეწყვიტა, — შეხედე, რა ჯილდო მიიღო მაშინვე ღვთისგან, და როგორ აღუდგინა მას ღმერთმა თავისი დიდი სიუხვით კიდევ უფრო დი...
რიცხუთაჲ 12:3
2. და თქუეს: მოსეს ხოლო ნუ ეტყოდაა უფალი, ანუ ჩუენ არა გუეტყოდა? და ესმა ესე უფალსა.3. და კაცი მოსე მშჳდ იყო ფრიად უფროს ყოველთა კაცთა, რომელნი არიან ქუეყანასა ზედა.4. და ჰრქუა უფალმან მეყსეულად მოსეს და აჰრონს და მარიამს: გამოვედით თქუენ სამნივე გარეშე კარვად საწამებელისა, და გამოვიდეს სამნივე იგი კარვად საწამებელისა.
რიცხუთაჲ თავი 12