თ ა რ გ მ ა ნ ი: რად არა გჳთხრობ, ჵ ნეტარო, სატანჯველთაცა, რომელთა მიეცემიან არაშემწყნარებელნი მისნი? არამედ ესე სთქუ, ვი-თარმედ: თჳსნი მისნი იყვნეს და თჳსთა თანა მოსრული არა შეიწყნარეს. ესე არა თქუა, თუ ამისა ნაცვალად რომელი საშჯელი მოიწევის მათ ზედა, ანუ რომელსა ტანჯვასა მიეცნენ, რამეთუ უმეტჱსიმცა შიში მოსრულ იყო მათ ზედა, და მათისა მის გულისა სიფიცხლჱ მოდრეკილ იყო. არამედ იტყჳს ნეტარი ესე: და რაჲმცა იყო ამის სატანჯველისა უმეტჱსი? რამეთუ განმზადებულ იყო მათთჳს შვილ ღმრთისა ყოფაჲ, და არა იქმნნეს, არამედ ნებსით თჳსით ესევითარისა მის პატივისაგან გამოაჴუნეს თავნი თჳსნი. გარნა არა ესე ოდენ იყოს მათი სატანჯველი, არამედ უშრეტელმან მან ცეცხლმან შეიწყნარნეს, რომელსა ქუემორე გამოაცხადებს. ხოლო აქა აწ იტყჳს მიუწდომელთა მათ კეთილთა შემწყნარებელთა მისთათჳს და გამოაჩინებს მათ ყოველთა მცირედითა სიტყჳთა, რამეთუ იტყჳს:
სახარებაჲ იოვანესი 1:12
...ქმნა“, და ვითარმედ: „ცხორებაჲ იყო“, და: „თჳსთა თანა მოვიდა“; და არა თქუა, თუ: მიიღო ჴელმწიფებაჲ, არამედ უფროჲსად იტყჳს, ვითარმედ: „მისცა ჴელმწიფებაჲ სხუათა შვილ ღმრთისა ყოფად“. და პავლე ეგრეთვე იტყჳს, ვითარმედ: „სწორ ღმრთისა“, ხოლო თავადი კაცობრივ ითხოვს და იტყჳს:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რაჲთა ყოველი რომელი მიეც მას, მისცეს მათ ცხორებაჲ საუკუნოჲ, რაჲთა გიცოდიან შენ მხოლოჲ ჭეშმარიტი ღმერთი და რომელი მოავლინე იესუ ქრისტჱ“ (17,2-3).
თ ა რ გ მ ა ნ ი: „მხოლოჲ ჭეშმარიტი ღმერთი“ თქუა სხუათა მათ ღმერთთა წარმართთათჳს, რომელნი არა ღმერთ არიან, არამედ ეშმაკ, რამეთუ ეგულებოდა მათ წარმართთა მიმართ მათი წარვლენაჲ. ხოლო შენ რასა იტყჳ, მწვალებელო ბოროტო, ვითარმედ ძჱ არა ჭეშმარიტი ღმერთი არსა? ჵ დაბნელებულო! ესე სიტყუაჲ კერპთათჳს თქუა წინააღმდგომად მათა, ვითარმედ: „მხოლოჲ ჭეშმარიტი ღმერთი“, და არა თუ ძჱ არა ჭეშმარიტი ღმერთი არს, რამეთუ ძჱ თჳთ ჭეშმარიტება არს, და ვითარმცა არა ღმერთი იყო ჭეშმარიტი? რამეთუ ფრიად უზეშთაეს არს თქუმაჲ, ვითარმედ: თჳთ ჭეშმარიტება არს,...
...ცისასა არს ესე, და ძალ-უც გინა თუ მჴეც-ყოფაჲ, გინა თუ ანგელოზ-ყოფაჲ. და რად ვიტყჳ ანგელოზ? შვილ ღმრთისა ძალ-უც ყოფად, უკუეთუ ენებოს: „მე ვთქუ: ღმერთნი სამე ხარ-თო და შვილნი მაღლისანი თქუენ ყოველნი“. და კუალად წერილ არს: „მისცა მათ ჴელმწიფებაჲ შვილ ღმრთისა ყოფად“. - ვითარითამე სახი-თა? სიწმიდითა და შიშითა ღმრთისაჲთა და აღსრულებითა მცნებათა მის-თაჲთა და ყოვლითურთ მისგან განუშორებელობითა გონებისაჲთა. ამას ესევითარსა წესსა ეწოდების სათნოება, ამისი ჴელმწიფებაჲ ჩუენდა მოცემულ არს მოგებად, უკუეთუ გუენებოს, ესრეთ ვიქმნეთ ანგელოზ და შვილ ღმრთისა. დაღაცათუ არა ბუნებითა ვიქმნეთ ანგელოზ, არამედ საზომითა მით სულისაჲთა. და ესრეთ რაჲ ვიყვნეთ, არღარაჲ იყოს ჩუენდა სავნებელ ბუნებაჲ კაცობრივი.
და ესე ისწავე იოვანესგან, რამეთუ კაცი იყო და საზომსა ანგელოზ-თასა მიიწია; და კუალად ელია ჴორცითავე ამაღლდა; და სხუანი იგი, რომელთა ეგულების მუნ აღსლვად, ესენი ბუნებისა ამისგან ჴორცთაჲსა არა დაყენებულ იქმნეს ცათა დამკჳდრებად, ხოლო სხუათა მათ, დაღაცათუ უჴორცონი იყვნეს, ვერვე უძლეს მუნ ყოფად, არამედ გარდამოვარდეს უკეთურებითა თჳსითა.
აწ უკუე ნუვინ დრტჳნავს ბუნებისათჳს კაცობრივისა, თუმცა დაბრკოლებაჲ რაჲმე აქუნდა მისგან...
...დ არაჲ ერგო პატივისა ამისგან, ვინაჲთგან ურჩულო იქმნეს. რამეთუ რომელი შვილ ღმრთისა იწოდოს, უკუეთუ არა ღირსად სახელისა მის მოქალაქობდეს, უძჳრესადღა დაისაჯების. და ესე ძუელსაცა და ახალსაცა შჯულსა იხილვების, რამეთუ იტყჳს იოვანე ღმრთისმეტყუელი: „ხოლო რავდენთა-იგი შეიწყნარეს, მოსცა მათ ჴელმწიფებაჲ შვილ ღმრთისა ყოფად“. არამედ ამათ შვილთაგანნი მრავალნი იპოებიან განმცემელ თჳსისა მის აზნაურებისა და შთავარდებიან ცოდვათა და იქმნებიან შვილ წარწყმედისა და მკჳდრ ჯოჯოხეთისა.
ხოლო ესე ყოველი ამისთჳს ვთქუ, რაჲთა არცა სიმდიდრისათჳს, არცა დიდებულთა შვილებისათჳს ვზუაობდეთ; ნუცამცა სიგლახაკისათჳს შეურვებულ ვართ, არამედ მას ოდენ ვეძიებდეთ სიმდიდრესა, რომელი საქმეთა მიერ კეთილთა იქმნების, და სიგლახაკისა მისგან ვივლტოდით, რომელი ცოდვათა მიერ მოიწევის, რომლისათჳსცა მდიდარი იგი ყოველთა უგლახაკეს იპოა, ვიდრეღა არცა თუ წუეთისა ერთისა წყლისა უფალ იყო, რომლისათჳს ესოდენი ვედრებაჲ შეწირა და ვერ მიემთხჳა სათხოელსა მას. არა ყოვლისა სიგლახაკისა უძჳრეს იყოა მისი იგი სიგლახაკე? ვინმცა იპოა ესოდენ გლახაკი სოფელსა შინა, რომელ არცა თუ წუეთისამცა ერთისა წყლისა აქუნდა ჴელმწიფებაჲ? არავინ არს ესევითარი. ხოლო მდიდარი იგი ეგოდენ დაგლახაკნა, რომელ ესეცა არა ეპოა. და უძჳრესი ესე ი...