თ ა რ გ მ ა ნ ი: და რაჲ იყოს ამის სიტყჳსა უმდაბლჱსი, რომელ მეუფჱ ჩუენი ჩუენთჳს შეიყუარებოდა ამისთჳს, რამეთუ ჩუენთჳს მოკუდებოდა? ხოლო რაჲ არს სიტყუაჲ ესე? ნუუკუე უწინარეს ამის ჟამისა არა უყუარდა იგი, არამედ აწ იწყებს მამაჲ სიყუარულსა მისსა, რამე-თუ ჩუენ ვართ მიზეზ მისისა შეყუარებისა? ჰხედავა, ვითარ იჴმარებს ამას სიმდაბლესა? ხოლო რაჲსათჳს თქუა ესე აქა? ვინაჲთგან „უცხოდ“ უწოდდეს მას და „მაცთურით“ ჰხადოდეს და ვნებად მათთჳს მოსრულსა, ამისთჳს ეტყჳს, ვითარმედ: დაღაცათუ სხჳსა არარაჲსათჳს, არამედ ამისთჳს თანაგედვა სიყუარული ჩემი, რომელ ესრეთ მიყუართ, ვიდრეღა თქუენთჳს მოვკუდები, და ვინაჲთგან მე მიყუართ, მამასაცა ესრეთ უყუართ, რომელ თქუენთჳს სიკუდილისათჳს შემიყუარებს მე. კუალად ამასცა აჩუენებს, ვითარმედ არა უნებლიაჲთ მოვალს საქმისა მის მიმართ, რამეთუ უკუეთუმცა უნებლიაჲთ მოვიდოდა, ვითარმცა სიყუარულისა მოქმედ იყო საქმჱ იგი? და კუალად, რაჲთა გამოაჩინოს, ვითარმედ მამასაცა ფრიად სათნო-უჩნს საქმჱ იგი. ხოლო უკუეთუ ვითარცა კაცი იტყოდის ამას, ნუ გიკჳრს, რამეთუ მრავალგზის გჳთქუამს ამის საქმისა მიზეზი, თუ რაჲსათჳს კაცობრივ იტყჳნ, და კუალად თქუმაჲ...
სახარებაჲ იოვანესი 10:17
...რი და მისი დაფლვა იგულისხმება. „ვინმე აღადგინოს იგი?" როგორც მძინარე ლომს ან ლომის ლეკვს არავინ გაბედავს აღვიძებას, ასე, ამბობს, „მიწოლით დაიძინო, ვითარცა ლომმან და ვითარცა ლეკუმან ლომისამან, ვინმე აღადგინოს იგი?" თავადვე ბრძანა: „ჴელ-მეწიფების დადებად მისა და ჴელ-მეწიფების კუალად მოღებად მისა" ().
შემდეგ იაკობი ნათლად მიუთითებს დროსაც, როცა ღვთის განგებულებით ქრისტეს უნდა გამოცხადებულიყო. „არა მოაკლდეს, — ამბობს, — მთავარი იუდასგან და წინამძღუარი წყვილთაგან მისთა ვიდრემდე მოვიდეს, რომლისა-იგი განმზადებულ არს და იგი არს მოლოდება წარმართთა" (). მანამდე, ამბობს, იუდეური წესწყობილება და იუდეველთა მთავრები გაგრძელდება, ვიდრე ის მოვა. და კარგად თქვა იაკობმა: „ვიდრემდე მოვიდეს, რომლისა-იგი განმზადებულ არს", ესე იგი, ვისთვისაც სამეფო წინასწარ განმზადებულია. ამიტომ იგი არის „მოლოდება წარმართთა". იხილე, როგორ ლაპარაკობს უკვე წარმართთა მომავალ ცხონებაზე. „და იგი, — ამბობს, — არს მოლოდება წარმართთა": მის მოსვლას წარმართები ელოდებიან. „და გამოაბას ვენაჴსა კიცჳ მისი და რქასა ვენაჴისსა კიცჳ ვირისა მისისაჲ" (); ვირთა ხატი...
...ატაცებად შეჰრაცხა სწორ ღმრთისა ყოფაჲ, არამედ თავი თჳსი წარმოიცალიერა და ხატი მონებისაჲ შეიმოსა“. და კუალად თავადი იტყჳს, ვითარმედ: „ჴელმწიფებაჲ მაქუს დადებად სულისა ჩემისა და ჴელმწიფებაჲ მაქუს კუალად მოღებად იგი, და არავინ მიმიღოს იგი ჩემგან“. ჰხედავა, რამეთუ სიკუდილისა და ცხორებისა ჴელმწიფებაჲ აქუს და ესევითარი იგი განგებულებაჲ თავით თჳსით ქმნა? და რად ვიტყჳ ქრისტესთჳს? რამეთუ ჩუენცა, რომელთა უდარჱს არარაჲ არს, მრავალსა ვიქმთ თავით თჳსით, და ბოროტსა თავით თჳსით მოვიგებთ და სათნოებასა თავითვე თჳსით ვიქმთ; თუ არა, უკუეთუმცა არა გუაქუნდა ჴელმწიფებაჲ და არამცა ვიქმოდეთ თავით თჳსით, არცამცა ცოდვისათჳს ჯოჯოხეთს მივეცემოდეთ, არცამცა სათნოებისათჳს სასუფეველსა შევიდოდეთ.
რაჲ არს უკუე სიტყუაჲ ესე, თუ: „ვერ ძალ-უც თავით თჳსით ქმნად“? ესე იგი არს, ვითარმედ ვერ ძალ-უც, თუმცა რაჲმე ქმნა წინააღდგომაჲ მამისაჲ, და ესე სიტყუაჲ უფროჲსად სწორებასა მოასწავებს. და უკუეთუ იტყჳთ, თუ: რად არა თქუა, ვითარმედ: არა იქმს წინააღმდგომსა მამისასა, არამედ: „ვერ ძალ-უცო ქმნად“? გარნა ამისთჳს, რაჲთა უმეტესი იგი ერთობაჲ გამოაჩინოს, რამეთუ არა თუ უძლურებასა სწამებს მას სიტყუაჲ ესე, არამედ უფროჲსად ძალ...
...ე ბ ა ჲ: „ხოლო იესუ კუალად ჴმა-ყო ჴმითა დიდითა და განუტევა სული“ (27,50).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე არს, რომელსა იტყოდა, ვითარმედ: „მე დავსდებ სულსა ჩემსა, რაჲთა კუალად მოვიღო იგი. არავინ მიმიღოს იგი ჩემგან, არამედ მე დავსდებ მას თავით ჩემით. ჴელ-მეწიფების დადებად მისა და ჴელ-მეწიფების კუალად მოღებად მისა“. ამისთჳს ჴმა-ყო, რაჲთა გამოაჩინოს, ვითარმედ ჴელმწიფებით იქმოდა საქმესა ამას.
ამისთჳსცა ასისთავსა მას ჰრწმენა, იხილა რაჲ, ვითარმედ ჴელმწიფებით მოკუდა და ჴმამან მისმან კრეტსაბმელი იგი განაპო და ქუეყანაჲ შეძრა და საფლავნი აღახუნა და მკუდარნი აღადგინნა.
ხოლო განპებაჲ იგი კრეტსაბმელისაჲ რაჲსათჳს იქმნა? არა თუ ტაძარი იგი შეურაცხ-ყო, რამეთუ თავადი იტყოდა: „ნუ ჰყოფთ სახლსა მამისა ჩემისასა სახლ სავაჭრო“, არამედ იგინი უღირსად გამოაჩინნა მას შინა ყოფისა. ამისთჳს განპებითა მით კრეტსაბმელისაჲთა მოასწავა სრულიადი იგი მოოჴრებაჲ მისი და უაღრესისა მიმართ შეცვალებაჲ საქმეთაჲ.
ეჰა საკჳრველი! ელისეს ზე მკუდარი ერთი შეეხო ძუალთა მისთა და აღდგა, და ყოველთა უკჳრდა. და აწ ჯუარსა ზედა დამოკიდებულმან ჴმი-თა თჳსითა ურიცხუნი მკუდარნი აღადგინნა არა ესრ...
...(იოან. 10,11) არა ჴორცნი თქუა, არამედ სული. ხოლო დადებაჲ სულისაჲ, უწყით, ვითარმედ სიკუდილისათჳს თქუა. და კუალად იტყჳს, ვითარმედ: „სულსა ჩემსა დავსდებ ცხოვართათჳს“. და კუალად იტყჳს: „მე დავსდებ სულსა ჩემსა, რაჲთა კუალად მოვიღო იგი“, ნეფსითსა რაჲ მოასწავებდა სიკუდილსა და კუალად აღდგომასა. ესრეთ უკუე ყოველსა ადგილსა სიკუდილად დადებაჲ სულისაჲ ჩუეულ არს წერილთა შინა თქუმად, რაჲთა უაღრესისა მისგან უდარესი მოესწაოს. ამისთჳს აქაცა ესრეთ თქუა უფალმან: „რომელმან პოოს სული თჳსი“, - ესე იგი არს, რომელმან ჰრიდოს მას მიცემად სიკუდილდ, - „მან წარიწყმიდოს იგი“; „და რომელმან წარიწყმიდოს სული თჳსი ჩემთჳს“, - ესე იგი არს, რომელმან მისცეს იგი სიკუდილდ, - „მან პოოს იგი“, რაჟამს განარინოს საუკუნოჲსა მის წარწყმედისაგან, რომელ-იგი არს ჭეშმარიტი პოვნაჲ, და მკჳდრ-ყოს სასუფეველსა ცათასა.
აწ უკუე, ძმანო, ვინაჲთგან უკუეთუ სიკუდილი წინამდებარე იყოს და ელმოდის სულსა ჩუენსა და არა ენებოს, ბრძანებაჲ მოგჳღიეს, რაჲთა არა თუმცა მივერჩდით ამას ზედა, არამედ სრულიად მოვიძულოთ იგი ბოროტისა მის ზრახვისათჳს და ურიდად მივსცნეთ სიკუდილდ უფლისათჳს; არა უფროჲსად აწ თანამდებ ვართა, ოდეს არცა თუ სიკუდ...