მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 14:6

5. ჰრქუა მას თომა: უფალო, არა ვიცით, ვიდრე ხუალ, და ვითარ შემძლებელ ვართ გზისა მის ცნობად?6. ჰრქუა მას იესუ: მე ვარ გზაჲ და მე ვარ ჭეშმარიტებაჲ და ცხორებაჲ; არავინ მოვიდეს მამისა, გარნა ჩემ მიერ.7. უკუეთუმცა მიცოდეთ მე, მამაჲცამცა ჩემი იცოდეთ. ამიერითგან იცით იგი და გიხილავს იგი.
სახარებაჲ იოვანესი თავი 14
6. ჰრქუა მას იესუ: მე ვარ გზაჲ და მე ვარ ჭეშმარიტებაჲ და ცხორებაჲ; არავინ მოვიდეს მამისა, გარნა ჩემ მიერ.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პვ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ვითარცა ესე თქუა, ჰბერა მათ და ჰრქუა: მიიღეთ სული წმიდაჲ. უკუეთუ ვიეთნიმე მიუტევნეთ ცოდვანი, მიეტევნენ; და უკუეთუ ვიეთნიმე შეიპყრნეთ, შეპყრობილ იყვნენ“ (20,22-23).:

...თი ერთ არს. და რაჲ არს მამისაჲ, არს ძისაჲცა და სულისა წმიდისაჲცა, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: „არავინ მოვალს ძისა, უკუეთუ არა მამამან მოიყვანოს“. არამედ იპოვების, ვითარმედ ძესაცა ესევე ძალ-უც, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: „მე ვარ გზაჲ, და არავინ მივიდეს მამისა თჳნიერ ჩემსა“; და კუალად იგივე არს სულისა წმიდისაჲცა, რამეთუ „ვერვის ძალ-უც თქუმად, თუ: უფალი იესუ, თჳნიერ სულისა წმიდისა“, და კუალად მოციქულნი ეკლესიისა მადლითა ოდესმე მამისა მიერ იტყჳან მოცემად, და ოდესმე - ძისა მიერ, და ოდესმე - სულისა წმიდისა მიერ.

სწავლაჲ პვ ვითარმედ ჯერ-არს პატივის-ცემაჲ მღდელთაჲ

ამისთჳს უკუე ვისწრაფოთ ყოველთა, რაჲთა მადლი სულისა წმიდისაჲ ჩუენ თანა იყოს, და მღდელთა დიდითა პატივითა პატივს-ვსცემდეთ, რამეთუ დიდ არს პატივი მღდელთაჲ, და მათ აქუს მადლი სულისა წმიდისაჲ, ვითარცა იტყჳს მოციქული, ვითარმედ: „დაემორჩილენით მოძღუართა თქუენთა“. რამეთუ შენ ჰზრუნავ თავისა შენისა, და უკუეთუ შენ საქმენი შენნი ჰქმნნე კეთილად, სხუათათჳს არარაჲ ზრუნვაჲ გაქუს, ხოლო მღდელი დაღაცათუ თჳთ სათნო იყოს და შენსა ცხორებასა არაკეთილად განაგ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პა
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რომელნი მომცენ მე სოფლისა ამისგან“ (17,6).:

...17,6).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ვითარცა ზემო იტყოდა, ვითარმედ: „ვერვინ მოვალს ჩემდა, უკუეთუ არა მოცემულ იყოს მისდა ზეცით, უკუეთუ არა მოიყვანოს იგი მამამან“, ეგრეთვე აქა იტყჳს, ვითარმედ: „რომელნი მომცენ მე“. და კუალად თავადიცა სახელ-სდებს თავსა თჳსსა „გზად“, ამისთჳს ორსა საქმესა აჩუენებს აქა: ერთად, ვითარმედ არა წინააღმდგომი არს მამისაჲ, და მეორედ, ვითარმედ მამასა ჰნებავს, რაჲთა ყოველთა ჰრწმენეს ძჱ.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „შენნი იყვნეს და მომცენ იგინი“ (17,6).

თ ა რ გ მ ა ნ ი: გამოაჩინებს აქა სიყუარულსა მას, რომელი აქუნდა მამისა მიმართ, თუ არა, მას არა თუ უჴმდა მოცემაჲ მათი, რამეთუ მან დაჰბადნა იგინი, და იგივე განაგებდა მათთჳს, და ვითარმცა მოცემულ იყვნეს იგინი? არამედ, ვითარცა ვთქუ, გამოაჩინებს ერთობასა მას, რომელი აქუს მამისა მიმართ. ხოლო უკუეთუ ვინ კაცობრივ გულისხმაჰყოფდეს სიტყუათა ამათ, ბოროტად იპოვოს გულისხმის-ყოფაჲ იგი. რამეთუ უკუეთუ ოდეს მამასა ჰყვეს, მაშინ არა ძისანი იყვნეს, არამედ უკუანაჲსკნელ მოსცნა ძესა. საცნაურ არს უკუე, ვითარმედ რაჟამს მოსცნა ძესა, თჳთ განეყენა მათისა უფლებისაგან. და ესე კუალად სხუაჲ უბოროტესი სიტყუაჲ არს, რამეთუ გამოჩნდების, ვითარმედ ოდეს მამისა თანა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ოგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ჭეშმარიტებაჲ და ცხორებაჲ“ (14,6).:

...თქუა, ვითარმედ: „ვერვის ჴელეწიფების მოსლვად ჩემდა, უკუეთუ არა მამამან მოიყვანოს იგი ჩემდა“, და კუალად თქუა, ვითარმედ: „რაჟამს აღვიმაღლო ქუეყანით, ყოველნი მოვიზიდნე ჩემდა“, და: „არავინ მოვიდეს მამისა, გარნა ჩემ მიერ“, და ესრეთ ყოველსა ადგილსა შეასწორებს თავსა თჳსსა მამისა თანა. ხოლო ვითარ, რამეთუ ჰრქუა რაჲ, ვითარმედ: „ვიდრე-იგი მე მივალ, იცით და გზაჲცა იგი იცით“, და მეყსეულად კუალად ჰრქუა, ვითარმედ: „უკუეთუმცა მე მიცოდეთ, მამაჲცამცა ჩემი იცოდეთ. ამიერითგან იცით იგი და გიხილავს იგი“ (14,7)? არა თუ თჳსთა სიტყუათა წინააღუდგების იგი, - ნუ იყოფინ! - არამედ ესრეთ იყო, რამეთუ იცოდეს იგი მოწაფეთა, გარნა არა ვითარ ჯერ-იყო, რამეთუ ღმრთად იცოდეს იგი, გარნა მამად არა იცოდეს, არამედ უკუანაჲსკნელ, რაჟამს სული წმიდაჲ მოვიდა და მისცა მათ ყოველივე გულისხმის-ყოფაჲ. ესევითარი არს უკუე სიტყუაჲ უფლისაჲ, ვითარმედ: „უკუეთუმცა ჩემი არსებაჲ და ბუნებაჲ იცოდეთ, მამისაჲცამცა იცოდეთ. და ამიერითგან იცით იგი და გიხილავს იგი“. ერთი იგი სიტყუაჲ მომავალისა ჟამისაჲ იყო, ვითარმედ: „იცოდეთ იგი“, და მეორჱ მის ჟამისაჲ იყო, ვითარმედ: „გიხილავს იგი“, ესე იგი არს, ვითარმედ: „ჩემ მიე...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მის თანა ცხორებაჲ იყო“ (1,4).:

...ვინაჲთგან ვერვინ გულისხმა-ჰყოფდა ესრეთ ადვილად, თუ ვითარ არს არსებით ცხორებაჲ მისი, ამისთჳს პირველი იგი მდაბალი სიტყუაჲ თქუა და მერმე სიმაღლედ აღიყვანებს, რამეთუ რომელმან-იგი თქუა, ვითარმედ: „მისცა მას, რაჲთა აქუნდეს ცხორებაჲ“, იგივე კუალად იტყჳს: „მე ვარ ცხორებაჲ“, და „მე ვარ ნა-თელი“. და ვითარი-მე არს იგი ნათელი? რამეთუ არა თუ ესრეთ ხილულ არს იგი, არამედ უხილავი განმანათლებელი სულისაჲ. და ვინაჲთგან ეგულებოდა ქრისტეს თქუმად, ვითარმედ: „ვერვინ მოვალს ჩემდა, უკუეთუ არა მამამან მოიყვანოს ჩემდა იგი“, ამისთჳს წინაჲთვე თქუა აქა მახარებელმან, ვითარმედ იგი არს ნათელი განმანათლებელი, რაჲთა უკუეთუ გესმეს მამისათჳსცა ესევითარი რაჲმე, არა სთქუა, თუ მამისაჲ ხოლო არს ესე, არამედ ძისაჲცა, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: „ყოველი, რაოდენი აქუს მამასა, ჩემი არს“. პირველად უკუე გუასწავა ჩუენ დამბადებელობისათჳს მისისა, და მერმე იტყჳს სულიერთა მათცა კეთილთა, რომელნი მომცნა ჩუენ მოსლვითა მისითა; და ერთითა სიტყჳთა მოასწავა იგი მახარებელმან და თქუა:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ცხორებ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ლჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ყოველივე მომეცა მე მამისა ჩემისა მიერ; და არავინ იცის ძე, გარნა მამამან; არცა მამაჲ ვინ იცის, გარნა ძემან; და რომლისაჲ უნდეს ძესა გამოცხადების, გამოუცხადოს“ (11,27).:

...ჳს თქუა, ვითარმედ: „არცა მამაჲ ვინ იცის, გარნა ძემან; და რომლისაჲ უნდეს ძესა გამოცხადების, გამოუცხადოს“. არა თუ რომლისაჲ ბრძანებაჲ მოიღოს ანუ რომლისათჳს ჰკითხოს, არამედ რომლისაჲ ენებოს, მას გამოუცხადოს მამაჲცა და თავიცა თჳსი; და ამას მარადის გუაუწყებს, ვითარცა-იგი იტყოდა: „არავინ მოვიდეს მამისა, გარნა ჩემ მიერ“, რამეთუ ესოდენ ერთ არს ნებაჲ მამისაჲ და ჩემი, ერთი განზრახვაჲ, ერთი ძალი, რომელ არცა ვის ძალ-უც მისლვად მამისა, გარნა ჩემ მიერ. რამეთუ ვინაჲთგან უფროჲს ყოვლისა ამას ზედა დაბრკოლდებოდეს ჰურიანი, რამეთუ იტყოდეს, ვი-თარმედ: წინააღმდგომ არს ღმრთისა, უღმრთონი იგი და წინააღმდგომნი, ამისთჳს ყოვლით კერძო ესევითარი ესე იჭჳ მათი დაჰჴსნა და უსიტყუელყვნა მრავალსახედ და მრავალფერად.

ხოლო ოდეს თქუას, ვითარმედ: „არცა მამაჲ ვინ იცის, გარნა ძემან“, არა თუ ეგრე იტყჳს, თუ ყოველნი უმეცარ მისა არიან, არამედ: ეგევითარი მეცნიერებაჲ, ვითარი ძესა აქუს, არავის აქუს სხუასა, რამეთუ მისი იგი მეცნიერებაჲ ბუნებითი არს და არსებითი, ხოლო სხუათაჲ - მისმიერითა მით მადლითა მონიჭებული. ეგრეთვე არცა ძე ვინ იცის, ვითარცა ჯერ-არს ცებნაჲ, გარნა მამამან და სულმან წმიდამან, ვითარცა იტყჳს პავლე, ვითარმედ: „მცირედ რაჲმე ვიცით და მცირედ ვწინაჲსწარმეტყუელებთ“....

სრულად ნახვა