მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 18:37

36. მიუგო იესუ და ჰრქუა მას: მეუფებაჲ ჩემი არა ამის სოფლისაგანი არს. უკუეთუმცა ამის სოფლისაგანი იყო მეუფებაჲ ჩემი, მსახურნიმცა ჩემნი იღუწიდეს ჩემთჳს, რაჲთა არამცა მივეცი ჰურიათა. ხოლო აწ მეუფებაჲ ჩემი არა არს ამიერ სოფლით.37. ჰრქუა მას პილატე: უკუეთუ მეუფჱ ხარ შენ? ჰრქუა მას იესუ: შენ იტყჳ, რამეთუ მეუფე ვარ მე. ამისთჳს შობილ ვარ და ამისათჳს მოვივლინე სოფლად, რაჲთა ვწამო ჭეშმარიტი. ყოველი რომელი ჭეშმარიტებისგან იყოს, ისმინოს ჴმისა ჩემისაჲ.38. ჰრქუა მას პილატე: რაჲ არს ჭეშმარიტებაჲ? და ვითარცა ესე თქუა, კუალად გამოვიდა და ჰრქუა ჰურიათა მათ: მე არცა ერთსა ბრალსა ვჰპოებ ამის თანა.
სახარებაჲ იოვანესი თავი 18
37. ჰრქუა მას პილატე: უკუეთუ მეუფჱ ხარ შენ? ჰრქუა მას იესუ: შენ იტყჳ, რამეთუ მეუფე ვარ მე. ამისთჳს შობილ ვარ და ამისათჳს მოვივლინე სოფლად, რაჲთა ვწამო ჭეშმარიტი. ყოველი რომელი ჭეშმარიტებისგან იყოს, ისმინოს ჴმისა ჩემისაჲ.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ჰრქუა მას პილატე: აწ უკუე მეუფე ხარა? ჰრქუა მას იესუ: შენ იტყჳ, ვითარმედ მეუფე ვარ. მე ამისთჳს შობილ ვარ“ (18,37).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: აჰა ესერა ვინაჲთგან მეუფედ შობილ არს, სხუაჲცა ყოველი შობითგან აქუს. აწ უკუე, რაჟამს გესმეს, ვითარმედ: „ვითარცა მამასა აქუს ცხორებაჲ, ეგრეთვე ძესა მოსცა“, ნურარას სხუასა გულისხმა-ჰყოფ, არამედ შობასა, და არა თუ უკუანაჲსკნელ რაჲმე მოეცა. „და ამისთჳს მოვედო, რაჲთა ვწამო ჭეშმარიტი“ (18,37), ესე იგი არს, რაჲთა ესე თჳთ ვასწავო ყოველთა, რაჲთა მიცნან, ვითარმედ მეუფე ვარ.

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მე ამისთჳს შობილ ვარ და ამისთჳს მოვივლინე სოფლად, რაჲთა ვწამო ჭეშმარიტი. და ყოველი რომელი იყოს ჭეშმარიტებისაგან, ისმინოს ჴმისა ჩემისაჲ“ (18,37).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: საკჳრველ არს სულგრძელებაჲ, და ვითარცა ნავთსაყუდელად მიიყვანებს სულსა დაწყნარებად და განათავისუფლებს ღელვათაგან და სულთაგან ბოროტთა. და ესე ქრისტემან მრავალგან გუასწავა, ხოლო უფროჲსად, რაჟამს-იგი შეიპყრეს ჰურიათა, რამეთუ ანასცა ფრიადითა დაწყნარებულებითა მიუგო და მონასა მას, რომელმან სცა ყურიმალსა, ჰრქუნა სიტყუანი ფრიადისა სულგრძელებისა და ურისხველობისანი; და კუალად კაიაფაჲსა და მერმე პილატესა მივიდა და ესეზომსა ჟამსა ფრიადი აჩუენა სიმშჳდე. და იტყოდეს იგინი, ვითარმედ: ბოროტისმოქმედი არს, და მხილებაჲ ვერ ძალ-ედვა, და იგი დუმნავე. ხოლო რაჟამს ჰკითხა პილატე მეუფებისათჳს, მაშინ ჰრქუა მას, რაჲთამცა ასწავა და აღიყვანა გონებაჲ მისი სიმაღლედ. ხოლო პილატე რაჲსათჳს თჳსაგან შეიყვანებს და არა ჰკითხავს მათ წინაშე? ამისთჳს, რამეთუ აქუნდა მისთჳს დიდი რაჲმე გულისსიტყუაჲ, და რაჲთა არა დაუხრწევდეს ამბოხებაჲ მათი, ამისთჳს თჳსაგან ჰკითხა, რაჲთამცა ცნა ყოველივე ჭეშმარიტებაჲ. ხოლო ვინაჲთგან ჰკითხა, ვითარმედ: „რაჲ გიქმნიეს?“ (შდრ. მათ. 27, 26-30); ; <span...

სრულად ნახვა
ჰომილია 18
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1.:

...კეთებს ახლაც მოწაფის მიმართ, თითქოს ამბობდეს: „ნუ შეუშინდები სიკვდილს; რადგან მონა ხარ ღმერთისა, რომელსაც ყოველივეს გაცოცხლება შეუძლია“.

ხოლო რომელ კეთილ აღსარებას გულისხმობს? იმას, როცა პილატე ეკითხებოდა: „უკუეთუ მეუფჱ ხარ შენ?“ (). უპასუხა: „ამისთჳს შობილ ვარ“ (). და კვლავ: „მოვივლინე სოფლად, რაჲთა ვწამო ჭეშმარიტი“ (). „აჰა ამათ იციან, რასა-იგი ვეტყოდე მათ“ ()1. ამრიგად, ან ამის გამო ამბობს, ან იმიტომ, რომ როცა ჰკითხეს, იყო თუ არა ძე ღმრთისა, თქვა: „შენ სთქუ“ ()2. და კიდევ მრავალი ს...

სრულად ნახვა
სააღდგომო ეპისტოლე 2004 წელი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II
ილია II
რედ: Sasoeba.ge / Orthodoxy.ge

...ქვენ ზედა, მისითა მადლითა და კაცთმოყვარებითა, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!“

მაცხოვრის აღდგომის სიხარულით აღვსილი, ყველას გულითადად გილოცავთ პასექის ბრწყინვალე დღესასწაულს;

ქრისტე აღსდგა!……

უფალი ბრძანებს: „..ამისთვის შობილ ვარ და ამისთვის მოვივლინე სოფლად, რა თა ვწამო ჭეშმარიტი..“ (). ჭეშმარიტება! როგორ ახლოსაა და, ამავე დროს, როგორ მიუწვდომელია იგი.

ყოველდღიურად თითქოს ვუახლოვდებით მას, მაგრამ ის მაინც შორეულად რჩება, ალბათ, იმიტომ, რომ ჭეშმარიტებას სადღაც გარეთ, საკუთარი თავის მიღმა ვეძიებთ და ვერ ვგრძნობთ, რომ იგი სინამდვილეში ჩვენშია.

მაშ, როგორ მივეახლოთ მას? უფლის პასუხი ასეთია: „მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე“ (). დიახ, ჭეშმარიტება თვით იესო ქრისტეშია და რამდენადაც ახლოს ვართ უფალთან, იმდენად ახლოს ვართ ჭეშმარიტებასთანაც. მის მადლს, როგორც არასდროს, ყველაზე ძლიერად სწორედ პასექის დღეებში შევიგრძნობთ.

ქრისტეს აღდგომით ზეიმობს ღვთაებრივი მარადიული ჭეშმარიტებაც და ჩვენც მონაწილენი ვხდებით ამ საოცარი სიხარულისა. რომ არა ეს დღე—სასწაული ჩვენი სარწმუნოება აზრს დაკარგავდა. ამიტომაც წერს პავლე მოციქული კორინთელთა მიმართ ეპისტოლეში: „უკუეთუ ქრისტე არა აღდგ...

სრულად ნახვა