ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ჰრქუა მას იესუ: გრწმენინ ჩემი, დედაკაცო, რამეთუ მოვალს ჟამი, რომელსა არცა მთასა ამას, არცა იერუსალჱმსა, არამედ თაყუანის-სცემდეთ მამასა. თქუენ თაყუანის-სცემთ, რომელი არა იცით, ხოლო ჩუენ თაყუანის-ვსცემთ, რომელი ვიცით, რამეთუ ცხორებაჲ ჰურიათაგან არს“ (4,21-22).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ყოველსა ადგილსა სარწმუნოებაჲ ჯერ-არს ჩუენდა, საყუარელნო, რამეთუ სარწმუნოებაჲ დედაჲ არს ყოველთა კეთილთაჲ და წამალი ცხოველსმყოფელი, რამეთუ თჳნიერ მისა ვერარას გულისხმაჰყოფთ მაღალთა მათ სიტყუათაგანსა, არამედ მსგავს იქმნებით კაცთა, რომელნი თჳნიერ ნავისა ჴელ-ჰყოფენ წიაღსლვად ზღუასა, რომელნიიგი მცირედსა ადგილსა შემძლებელ არიან ჴელთა მიერ და ფერჴთა წარვლად, და უკუეთუ შინარე შევიდენ, ადრე დაინთქმიან ღელვათაგან; ეგრეთვე რომელნი თჳსითა გულისსიტყჳთა ისწრაფდენ რაჲსმე პოვნად წერილისა, პირველ პოვნისა დაინთქმიან, ვითარცა პავლე იტყჳს, ვითარმედ: „რომელნი-იგი სარწმუნოებისაგან დაინთქნეს“. არამედ ჩუენ რაჲთა არა მასვე შთავცჳვეთ, ამისთჳს კეთილი იგი ზღუდჱ მოვიღოთ, რომლითა აწ სამარიტელი მოიზიდა...