მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 5:22

21. რამეთუ ვითარცა-იგი მამაჲ აღადგინებს მკუდართა და აცხოვნებს, ეგრეცა ძე, რომელთაჲ ჰნებავს, აცხოვნებს.22. არცაღა მამაჲ სჯის არავის, არამედ ყოველი სასჯელი მოსცა ძესა,23. რაჲთა ყოველნი პატივ-სცემდენ ძესა, ვითარცა-იგი პატივ-სცემენ მამასა, რამეთუ რომელმან არა პატივ-სცეს ძესა, მან არა პატივ-სცა მამასა, რომელმან მოავლინა იგი.
სახარებაჲ იოვანესი თავი 5
22. არცაღა მამაჲ სჯის არავის, არამედ ყოველი სასჯელი მოსცა ძესა,
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ლთ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მამაჲ არავის შჯის, და ყოველი საშჯელი მოსცა ძესა, რაჲთა ყოველნი პატივ-სცემდენ ძესა, ვითარცა-იგი პატივ-სცემენ მამასა“ (5,22-23).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ფრიადი მოსწრაფებაჲ გჳჴმს ჩუენ ყოველსავე ზედა, საყუარელნო, რამეთუ სიტყუაჲ თანაგუაც მიცემად სიტყუათათჳსცა და საქმეთა ცხორებასა მას, რომელსა მისლვად ვართ, და საყდარსა, რომლისა წინაშე წარდგომად ვართ მოგებად საქმეთა ჩუენთაებრ, გინა თუ კეთილი გუექმნას, გინა თუ ბოროტი. მას უკუე სამშჯავროსა ვიჴსენებდეთ მარადის და ესრეთ შეუძლოთ ყოფად სათნოებასა შინა. რამეთუ ვითარცა რომელმან დღჱ იგი სულისაგან თჳსისა აღმოიგდოს, ვითარცა უაღჳროჲ კლდეთა შინა და კაპანთა შთავარდების, რამეთუ წერილ არს, ვითარმედ: „ბილწ არიან გზანი მისნი ყოველსა ჟამსა“; და მერმე მიზეზიცა თქუა მის საქმისაჲ, ვითარმედ: „მიღებულ არიან სამართალნი შენნი პირისაგან მისისა“. ეგრეთვე რომელსა მარადის შიში აქუნდეს, კეთილი-თა მოქალაქობითა იყოფვის, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: „იჴსენებდი აღსასრულსა შენსაო და უკუნისამდე არა სცოდო“. რამეთუ რომელიიგი აწ ცოდვათა ჩუენთა შეგჳნდობს, მას ეგულების შჯაჲ ჩუენი; რომელი ჩუენთჳს მოკუდა, იგი არს, რომელმან განიკითხოს ბუნებაჲ ჩუენი. ამისთჳსცა იტყოდა:

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ეტყოდეს მას ჰურიანი იგი: ვინ არს მამაჲ შენი? მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: არცა მე მიცით და არცა მამაჲ ჩემი“ (8,19).:

...ღმრთისა? ხოლო თქუენ არა იცით ღმერთი, ამისთჳს ჴორციელად შჯით. რამეთუ რომელთა ესეოდენნი იგი სახენი და მხილებანი და იგავნი მიეხუნეს, ჯერეთ იტყოდეს, ვითარმედ: „არა არს ესე ჭეშმარიტ“, და მოსე უსარწმუნოესად აქუნდა. ხოლო ქრისტე ეტყოდა, ვითარმედ: „მე არავის ვშჯი“. არამედ ვითარ პირველ თქუა, ვითარმედ: „მამაჲ არავის შჯის“, და აქა იტყჳს, ვითარმედ: „მე არავის ვშჯი. და უკუეთუ ვშჯიდე, საშჯელი ჩემი ჭეშმარიტ არს, რამეთუ მარტოჲ არა ვარ“? გარნა კუალად მათისა იჭჳსაებრ მიუგებს, ესე იგი არს, ვითარმედ: ჩემი საშჯელი მამისაჲ არს, რამეთუ არამცა საჯა მამამან სხუაებრ, შჯიდა თუმცა, გარნა ესრე, ვითარცა მე, და არა ვშჯი მე სხუაებრ, გარნა ვითარცა მამაჲ. ხოლო რაჲსათჳს შჯულისაჲცა აჴსენა? ამისთჳს, რამეთუ იგინი არა ირწმუნებდეს მისსა, უკუეთუმცა წამებაჲ იგი მამისაჲ არა მოეღო და კუალად სიტყუაჲცა იგი არა დგა. რამეთუ კაცთა ზედა რაჟამს ორთა კაცთა უცხოსა საქმესა ზედა წამონ, მაშინ ჭეშმარიტ არს, რამეთუ ესე არს წამებაჲ ორთაჲ, ხოლო რაჟამს თავისა თჳსისათჳს ვინ წამებდეს, მა-შინ არღარა ორნი არიან. ჰხედავა, ვითარ სხჳსა არარაჲსათჳს თქუა ესე, გარნა ამისთჳს, რაჲთა უჩუენოს ერთობაჲ მისი მამისა თანა, და მერმე ამის მიერ უჩუენოს, ვითარმედ არარაჲთ ნაკლულევან არს მამისაგან? იხილე უკუე უფლებაჲ მის...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „უკუეთუ მე ვწამებ თავისა ჩემისათჳს, წამებაჲ ჩემი არა არს ჭეშმარიტ. სხუაჲ არს, რომელი წამებს ჩემთჳს, და ვიცი, რამეთუ ჭეშმარიტ არს წამებაჲ მისი“ (5,31-32).:

...თქუა სიტყუაჲ ესე პირველად, რომელ მათსა ბუნებასა შინა იყო, ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: მე ვთქუ, რამეთუ: „ვითარცა მამაჲ აღადგინებს მკუდართა და ცხოველ-ჰყოფს, ეგრეთვე ძჱ, რომელთაჲცა ენებოს, ცხოველჰყოფს“; და ვითარმედ: „მამაჲ არავის შჯის, არამედ ყოველი საშჯელი მოსცა ძესა“; და ვითარმედ: „რომელი პატივ-სცემდეს ძესა, იგი პატივ-სცემს მამასა“; და ვითარმედ: „ჯერ-არს ვითარცა მამისაჲ, ეგრეთვე ძისა პატივი“; და ვითარმედ: „რომელმან სიტყუანი ჩემნი ისმინნეს და ჰრწმენეს, არა შევიდეს საშჯელსა, არამედ გარდაიცვალოს სიკუდილისაგან ცხორებად“; და ვითარმედ: „მკუდართა ისმინონ ჴმისა ჩემისაჲ, რომელთამე აწ და რომელთამე უკუანაჲსკნელ“; და ვითარმედ: „ყოველთა სიტყუაჲ მოვჰჴადო საქმეთა მათთათჳს“. ; ; და ვინაჲთგან ესე ყოველი წამებაჲ ჩემი არს, და წამებაჲ ჩემი წინაშე თქუენსა არ...

სრულად ნახვა