მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 5:23

22. არცაღა მამაჲ სჯის არავის, არამედ ყოველი სასჯელი მოსცა ძესა,23. რაჲთა ყოველნი პატივ-სცემდენ ძესა, ვითარცა-იგი პატივ-სცემენ მამასა, რამეთუ რომელმან არა პატივ-სცეს ძესა, მან არა პატივ-სცა მამასა, რომელმან მოავლინა იგი.24. ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ რომელმან სიტყუანი ჩემნი ისმინნეს და ჰრწმენეს მომავლინებელი ჩემი, აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ, და სასჯელსა იგი არა შევიდეს, არამედ გარდაიცვალოს იგი სიკუდილისაგან ცხორებად.
სახარებაჲ იოვანესი თავი 5
23. რაჲთა ყოველნი პატივ-სცემდენ ძესა, ვითარცა-იგი პატივ-სცემენ მამასა, რამეთუ რომელმან არა პატივ-სცეს ძესა, მან არა პატივ-სცა მამასა, რომელმან მოავლინა იგი.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ლთ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მამაჲ არავის შჯის, და ყოველი საშჯელი მოსცა ძესა, რაჲთა ყოველნი პატივ-სცემდენ ძესა, ვითარცა-იგი პატივ-სცემენ მამასა“ (5,22-23).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ფრიადი მოსწრაფებაჲ გჳჴმს ჩუენ ყოველსავე ზედა, საყუარელნო, რამეთუ სიტყუაჲ თანაგუაც მიცემად სიტყუათათჳსცა და საქმეთა ცხორებასა მას, რომელსა მისლვად ვართ, და საყდარსა, რომლისა წინაშე წარდგომად ვართ მოგებად საქმეთა ჩუენთაებრ, გინა თუ კეთილი გუექმნას, გინა თუ ბოროტი. მას უკუე სამშჯავროსა ვიჴსენებდეთ მარადის და ესრეთ შეუძლოთ ყოფად სათნოებასა შინა. რამეთუ ვითარცა რომელმან დღჱ იგი სულისაგან თჳსისა აღმოიგდოს, ვითარცა უაღჳროჲ კლდეთა შინა და კაპანთა შთავარდების, რამეთუ წერილ არს, ვითარმედ: „ბილწ არიან გზანი მისნი ყოველსა ჟამსა“; და მერმე მიზეზიცა თქუა მის საქმისაჲ, ვითარმედ: „მიღებულ არიან სამართალნი შენნი პირისაგან მისისა“. ეგრეთვე რომელსა მარადის შიში აქუნდეს, კეთილი-თა მოქალაქობითა იყოფვის, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: „იჴსენებდი აღსასრულსა შენსაო და უკუნისამდე არა სცოდო“. რამეთუ რომელიიგი აწ ცოდვათა ჩუენთა შეგჳნდობს, მას ეგულების შჯაჲ ჩუენი; რომელი ჩუენთჳს მოკუდა, იგი არს, რომელმან განიკითხოს ბუნებაჲ ჩუენი. ამისთჳსცა იტყოდა:

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ხოლო იესუ აღიხილნა თუალნი ზეცად და თქუა: მამაო, გმადლობ შენ, რამეთუ ისმინე ჩემი. და მე ვიცი, რამეთუ ყოლადვე ისმინი ჩემი, არამედ ერისა ამისთჳს, რომელი გარემომადგს, ვთქუ“ (11,41-42).:

...-ჰყოფს, ეგრეთვე ძჱ, რომელთაჲ ენებოს, ცხოველ-ჰყოფს“, რომელ-ესე შეუძლებელ არს ამის ყოვლისა თქუმაჲ, უკუეთუმცა სხჳსა არსებისა და ბუნებისაჲ იყო და არამცა მისი თანასწორი იყო; რამეთუ სიტყუაჲ, რომელი იტყჳს, ვი-თარმედ: „რაჲთა პატივ-სცემდენ ძესა, ვითარცა პატივ-სცემენ მამასა“, და ვითარმედ: „საქმეთა, რომელთა იგი იქმს, მეცა ვიქმ“, ; (14,12) და კუალად, რომელი იტყჳს, ვითარმედ: „მე ვარ აღდგომაჲ და ცხორებაჲ სოფლისაჲ“, ესე ყოველი სწორებისა მისისა სახე არს, რამეთუ ყოველნი ესე სიტყუანი სიმდაბლისა სახენი სიტყუანი იყვნეს მსმენელთა მათ უძლურებისათჳს, რამეთუ ვერ იტჳრთვიდეს მაღალთა და ღმრთეებისა მისისა შემსგავსებულთა სიტყუათა, არამედ დაბრკოლდებოდეს; და კუალად ამისთჳს, რაჲთა არა უშობელად შეჰრაცხონ იგი ვიეთმე.

ხოლო რაჲ საკჳრველ არს, უკუეთუ ძჱ იქმს ამას, რომელი კაც იქმნა ჩუენთჳს? ვინაჲთგან მამაჲცა, რომელი უჴორცოჲ არს და არა განკაცებული, მრავალგზის მსმენელთათჳს სიმდაბლისა სახეთა იტყოდა, რაჲთამცა მათ ერგო; რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: „ადამ, ადამ, სადა ხარ?“ რომელმა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მთ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მოსე მოგცა თქუენ შჯული, და არავინ თქუენგანი ჰყოფს შჯულსა. რაჲსათჳს მეძიებთ მე მოკლვად?“ (7,19).:

...თ იტყოდა და დაამტკიცებდა მარადის, ვითარმედ სწორ ღმრთისა არს; რამეთუ სიტყუაჲ იგი, რომელ თქუა, თუ: „ვითარცა მამაჲ აღადგინებს მკუდართა და ცხოველ-ჰყოფს, ეგრეთვე ძჱ, რომელთაჲცა ენებოს, ცხოველ-ჰყოფს“, და კუალად: „რაჲთა ყოველნი პატივ-სცემდენო, ვითარცა პატივ-სცემენ მამასა“, და ვითარმედ: „საქმეთა, რომელთა იგი იქმს, მეცა ვიქმ“, - ესე ყოველი სწორებისა მომასწავებელი არს. და შჯულისათჳს უკუე იტყჳს, ვი-თარმედ: „ნუ ჰგონებთ, თუ მოვედ დაჴსნად შჯულისა და წინაჲსწარმეტყუელთა“. ესრეთ იცოდა უკეთურებათა მათცა გონებისათა აღჴოცად, ხოლო სწორებისა მის გულისსიტყუასა მათსა არა თუ ოდენ არა აღჰ-ჴოცს, არამედ დაამტკიცებსცა. ამისთჳსცა სხუასა ადგილსა თქუეს მათ: „თავსა შენსა ღმერთ-ჰყოფ“; არა გარემიაქცია იჭჳ იგი, არამედ დაამტკიცაცა და თქუა, ვითარმედ: „რაჲთა სცნათ, თუ ჴელმწიფებაჲ აქუს ძესა კაცისასა ქუეყანასა ზედა შენდობად ცოდვათა, ჰრქუა განრღუეულსა მას, ვითარმედ: აღდეგ, აღიღე ცხედარი შენი და წარვედ სახედ შენდა“. ; ;...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „უკუეთუ მე ვწამებ თავისა ჩემისათჳს, წამებაჲ ჩემი არა არს ჭეშმარიტ. სხუაჲ არს, რომელი წამებს ჩემთჳს, და ვიცი, რამეთუ ჭეშმარიტ არს წამებაჲ მისი“ (5,31-32).:

...ღადგინებს მკუდართა და ცხოველ-ჰყოფს, ეგრეთვე ძჱ, რომელთაჲცა ენებოს, ცხოველჰყოფს“; და ვითარმედ: „მამაჲ არავის შჯის, არამედ ყოველი საშჯელი მოსცა ძესა“; და ვითარმედ: „რომელი პატივ-სცემდეს ძესა, იგი პატივ-სცემს მამასა“; და ვითარმედ: „ჯერ-არს ვითარცა მამისაჲ, ეგრეთვე ძისა პატივი“; და ვითარმედ: „რომელმან სიტყუანი ჩემნი ისმინნეს და ჰრწმენეს, არა შევიდეს საშჯელსა, არამედ გარდაიცვალოს სიკუდილისაგან ცხორებად“; და ვითარმედ: „მკუდართა ისმინონ ჴმისა ჩემისაჲ, რომელთამე აწ და რომელთამე უკუანაჲსკნელ“; და ვითარმედ: „ყოველთა სიტყუაჲ მოვჰჴადო საქმეთა მათთათჳს“. ; ; და ვინაჲთგან ესე ყოველი წამებაჲ ჩემი არს, და წამებაჲ ჩემი წინაშე თქუენსა არა ჭეშმარიტ არს, იხილენით სხუანი იგი მოწამენი ჩემნი.

და ესრეთ სარწმუნო-ჰყოფდა სიტყუასა თჳსსა, რაჟამს პირველად დაფარული...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი დ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „პირველითგან იყო სიტყუაჲ, და სიტყუაჲ იგი იყო ღმრთისა თანა, და ღმერთი იყო სიტყუაჲ იგი“ (1,1).:

...სწავებელნი არიან, და თჳნიერ საუკუნეთა და ჟამთასა ამათ სიტყუათა ვერვინ იტყჳს, ხოლო ძჱ უზეშთაეს არს ჟამთა და საუკუნეთასა. და ვინაჲთგან ესრეთ არს, არასადა არს უკუანაჲსკნელობაჲ. ხოლო უკუეთუ ძისა დასაბამსა იტყოდი, მამისაჲცა სადმე სთქუა, რამეთუ უფალი იტყჳს: „რომელი არა პატივ-სცემდეს ძესა, იგი არცა მამასა პატივ-სცემს“. რამეთუ ყოველი კაცი, გამომეძიებელი ესევითართა საქმეთაჲ, ვერ მისწუთების ჭეშმარიტებასა, არამედ მოსცთების, რამეთუ გონებანი კაცთანი ადვილად შემცთომელ არიან.

ხოლო ესე ვჰრქუათ წინააღმდგომთა ჩუენთა, ვითარმედ: რაჲ არს სიტყუაჲ იგი წინაჲსწარმეტყუელისაჲ, რომელ თქუა: „პირველ ჩემსა არა ყოფილ არს სხუაჲ ღმერთი, და შემდგომად ჩემსა არა იყოს“? რამეთუ უკუეთუ ძჱ უკუანაჲსკნელ არს მამისა, ვითარ იტყჳს, ვითარმედ: „შემდგომად ჩემსა არა იყოს“? ნუუკუე ყოვლითურთ შეურაცხ-ვყოთა არსებაჲ იგი მხოლოდშობილისაჲ? რამეთუ ანუ ესე იკადროთ თქუმად, ანუ გრწმენეს ღმრთეებაჲ, - მამაჲ, ძჱ და სული წმიდაჲ, სწორნი, დაუსაბამონი, - ერთღმრთეებითა სამებაჲ. ანუ ვითარ თქუმულ არს, ვი-თარმედ: „ყოველივე მის მიერ იქმნა“, უკუეთუ უკუანაჲსკნელ არს ძჱ მამისა? რამეთუ უკუეთუ სადა ყოფილ არს ჟამი და ს...

სრულად ნახვა