მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 5:21

20. რამეთუ მამასა უყუარს ძე და ყოველსავე უჩუენებს მას, რაოდენსაცა იგი იქმს, და უფროჲსიცა ამისა უჩუენოს მას საქმე, რაჲთა თქუენ გიკჳრდეს.21. რამეთუ ვითარცა-იგი მამაჲ აღადგინებს მკუდართა და აცხოვნებს, ეგრეცა ძე, რომელთაჲ ჰნებავს, აცხოვნებს.22. არცაღა მამაჲ სჯის არავის, არამედ ყოველი სასჯელი მოსცა ძესა,
სახარებაჲ იოვანესი თავი 5
21. რამეთუ ვითარცა-იგი მამაჲ აღადგინებს მკუდართა და აცხოვნებს, ეგრეცა ძე, რომელთაჲ ჰნებავს, აცხოვნებს.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ლჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ვითარცა მამაჲ აღადგინებს მკუდართა და ცხოველჰყოფს, ეგრეთვე ძჱ, რომელთაჲცა ჰნებავს, ცხოველ-ჰყოფს“ (5,21).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: იხილეღა, ვითარ სიტყუაჲ იგი, რომელ თქუა, ვითარმედ: „არა შემძლებელ არს თავით თჳსით საქმედ არცა ერთი რაჲ“, არა დამჴსნელი არს ჴელმწიფებისა მისისაჲ, რამეთუ აჰა ესერა აქა იტყჳს, ვითარმედ: „რომელთაჲცა ჰნებავს, ცხოველ-ჰყოფს“. რამეთუ უკუეთუ „არა ძალ-უც საქმედ თავით თჳსით“, ვითარ, „რომელთაჲცა ჰნებავს, ცხოველ-ჰყოფს“? ვინაჲთგან სიტყუაჲ ესე, თუ: „ვითარცა მამაჲ აღადგინებს მკუდართა“, ესე ძალისა მისისა შეუცვალებელობასა მოასწავებს, ხოლო სიტყუაჲ ესე, თუ: „რომელთაჲ ჰნებავს“, ჴელმწიფებისა სწორებასა აჩუენებს. ჰხედავა, რამეთუ სიტყუაჲ იგი, რომელი თქუა, ვი-თარმედ: „არარაჲ ძალ-უც საქმედ თავით თჳსით“, არა თუ ჴელმწიფებასა მისსა დაჰჴსნის, არამედ შეუცვალებელობასა მას ძალისა ნებისა მისისასა გამოაჩინებს? ეგრეთვე გულისხმა-ყავ იგიცა სიტყუაჲ, რომელი თქუა, ვითარმედ: „უჩუენოს მას“, რამეთუ სხუასა ადგილსა იტყჳს, ვითარმედ: „მე აღვადგინო იგი უკუანაჲსკნელსა მას დღესა“, და კუალად გამოა-ჩინებს, ვითარმედ არა უჴმს შეწევნაჲ, და იტყჳს, ვითარმედ: „მე ვარ აღდგომაჲ და ცხორებაჲ“. <span...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ვითარცა მოეც მას ჴელმწიფებაჲ ყოველთა ჴორციელთაჲ, რაჲთა ყოველი რომელი მოეც მას, მისცეს მათ ცხორებაჲ საუკუნოჲ“ (17,2).:

...სტანჯვიდა ცოდვისათჳს და რომელთამე პატივ-სცემდა სათნოებისათჳს. ანუ მაშინ აქუნდა ჴელმწიფებაჲ და მერმე მიეღო და კუალად მიეცა? და რომელმანმცა ეშმაკმან თქუა ესე? ხოლო უკუეთუ მაშინცა და აწცა იგივე ჴელმწიფებაჲ აქუნდა, „რამეთუ ვითარცა მამაჲ აღადგინებს მკუდართა და ცხოველჰყოფს, ეგრეთვე ძჱ, რომელთაჲ ენებოს, ცხოველ-ჰყოფს“, და ვინაჲთგან ესე ყოველი ესრეთ არს, რაჲ არს სიტყუაჲ იგი, რომელ თქუა, რაჟამს წარავლენდა წარმართთა მიმართ? არამედ ამისთჳს, რაჲთა არა ჰგონებდენ, ვითარმედ ამაო არს სიტყუაჲ იგი, სიტყჳსა მისთჳს, რომელი პირველ თქუა, ვითარმედ: „არა მოვლინებულ ვარ, გარნა ცხოვართა მათთჳს წარწყმედულთა ძეთა ისრაჱლისათა“. და უჩუენებს ამისთჳს, ვითარმედ მამასაცა ესრეთვე ჰნებავს. ხოლო უკუეთუ სიმდაბლისა სახითა ესრეთ თქუა, ნუ გიკჳრს, რამეთუ ყოველსავე იქმოდა მათთჳს, რაჲთამცა უფროჲსად აღაშენნა, რამეთუ იგინი მას ზედა აღეშენებოდეს. და კუალად შემდგომად მათ ნათესავთა დაარწმუნებდა გარდამატებულებითა მით სიმდაბლისაჲთა, ვითარმედ უძლურებისათჳს მსმენელთაჲსა იტყოდა. ხოლო რაჲ არს ესე, ვითარმედ: „ყოველთა ჴორციელთაჲ“, რამეთუ არა თუ ყოველთა ჰრწმენა? გარნა ესე არა ამისი არს ბრალი, არამედ მათი, რომელთა არა ისმინნეს სიტყუანი მათნი....

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲთ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ვიცი, რამეთუ მცნებანი მისნი ცხორება საუკუნო არიან. და რომელსა მე ვიტყჳ, ვითარცა-იგი მამამან მრქუა მე, ეგრეცა მე ვიტყჳ“ (12,50).:

...ვიცი, რამეთუ მცნებანი მისნი ცხორება საუკუნო არიან. და რომელსა მე ვიტყჳ, ვითარცა-იგი მამამან მრქუა მე, ეგრეცა მე ვიტყჳ“ (12,50).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ჰხედავა სიმდაბლესა ამათ სიტყუათასა? არამედ რაჲ არს ესე? რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: „მამაჲ აღადგინებს მკუდართა და ცხოველ-ჰყოფს; ეგრეთვე ძჱ, რომელთაჲ ენებოს, ცხოველ-ჰყოფს“. აწ უკუე ცხოველ-ჰყოფს, რომელთაჲცა ენებოს, და თქუმად თავით თჳსით არა ჴელ-ეწიფებისა? გარნა ესე არს სიტყუაჲ ესე, ვითარმედ არა აქუს ბუნებაჲ ამას საქმესა, არცა შესაძლებელ არს, რაჲთამცა მამაჲ სხუასა იტყოდა და მე - სხუასა, არამედ „რასა იგი იტყჳს, მასვე ვიტყჳ მეცა. და ვიცი, რამეთუ მცნებანი მისნი ცხორება საუკუნო არიან“. მათა მიმართ იტყჳს, რომელნი „მაცთურით“ ხადოდეს მას და იტყოდეს, ვითარმედ: ვნებად ჩუენდა მოსრულ არს; ხოლო რაჟამს იტყოდის, ვითარმედ: „არავის ვშჯი“, ესე იგი არს, ვითარმედ: არა ვარ მე მათისა წარწყმედისა მიზეზ. და ამისთჳს უკუანაჲსკნელსა მას ჟამსა, რაჟამს ენება მათგან განშორებაჲ და არღარა მისლვაჲ სწავლად მათა, ამას სიტყუასა ეტყჳს, ვითარმედ: „არარაჲ თავით ჩემით მითქუამს, არამედ ყოველი, რომელი მითქუამს, მამისაჲ არს“. ; (14,10) და ამისთჳს ესევითარსა სიმდაბლესა მოიყვან...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ამას ეტყოდა იესუ და წარვიდა და დაიმალა მათგან“ (12,36).:

...ათი, წარვალს მათგან და მერმე კუალად მოიწევის მათა მიმართ, კუალად მდაბალთა სიტყუათა მიერ იწყებს თქუმად, ვითარცა-იგი თქუა რაჲ, ვითარმედ: „ვი-თარცა მესმის, ვშჯი“, და მერმე აღამაღლა სიტყუაჲ თჳსი, ვითარმედ: „ვითარცა მამაჲ აღადგინებს მკუდართა, ეგრეთვე ძჱ აღადგინებს“; და მერმე მიეფარა და კუალად მივიდა მათა გალილეას და ეტყოდა სწავლასა და თქუა, ვითარმედ ზეცით გარდამოსრულ არს; და მიეფარა და კუალად კარვობად გამოჩნდა. და ესრეთ ჰყოფდა მარადის სწავლასა თჳსსა მრავალსახედ მიფარვითა და გამოჩინებითა, სიმდაბლითა და სიმაღლითა, ვითარცა-ესე აქაცა ქმნა. „ხოლო ესეოდენნი სასწაულნი ქმნნა, და არა ჰრწმენა მისი. რაჲთა აღესრულოს სიტყუაჲ იგი ესაია წინაჲსწარმეტყუელისაჲ, რომელი თქუა: უფალო, ვის-მე ჰრწმენა სასმენელი ჩუენი? და მკლავი უფლისაჲ ვის გამოეცხადა? და ამისთჳს ვერ ეძლო რწმუნებად, რამეთუ კუალად თქუა ესაია: დაუბრმეს თუალნი მათნი, და დაუსულბეს გულნი მათნი, რაჲთა ვერ იხილონ თუალითა, ვერცა გულისხმა-ყონ გულითა. ;

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ხოლო იესუ აღიხილნა თუალნი ზეცად და თქუა: მამაო, გმადლობ შენ, რამეთუ ისმინე ჩემი. და მე ვიცი, რამეთუ ყოლადვე ისმინი ჩემი, არამედ ერისა ამისთჳს, რომელი გარემომადგს, ვთქუ“ (11,41-42).:

...მან მიხილა მე, იხილა მამაჲ ჩემი“. რამეთუ ძალისათჳს იტყოდა, ვითარმედ: „მე და მამაჲ ერთ ვართ“, და ჴელმწიფებისათჳს იტყოდა: „ვითარცა მამაჲ აღადგინებს მკუდართა და ცხოველ-ჰყოფს, ეგრეთვე ძჱ, რომელთაჲ ენებოს, ცხოველ-ჰყოფს“, რომელ-ესე შეუძლებელ არს ამის ყოვლისა თქუმაჲ, უკუეთუმცა სხჳსა არსებისა და ბუნებისაჲ იყო და არამცა მისი თანასწორი იყო; რამეთუ სიტყუაჲ, რომელი იტყჳს, ვი-თარმედ: „რაჲთა პატივ-სცემდენ ძესა, ვითარცა პატივ-სცემენ მამასა“, და ვითარმედ: „საქმეთა, რომელთა იგი იქმს, მეცა ვიქმ“, ; (14,12) და კუალად, რომელი იტყჳს, ვითარმედ: „მე ვარ აღდგომაჲ და ცხორებაჲ სოფლისაჲ“, ესე ყოველი სწორებისა მისისა სახე არს, რამეთუ ყოველნი ესე სიტყუანი სიმდაბლისა სახენი სიტყუანი იყვნეს მსმენელთა მათ უძლურებისათჳს, რამეთუ ვერ იტჳრთვიდეს მაღალთა და ღმრთეებისა მისისა შემსგავსებულთა სიტყუათა, არამედ დაბრკოლდებოდეს; და კუალად ამისთჳს, რაჲთა არა უშობელად შეჰრაცხონ იგი ვიეთმე.

ხოლო რაჲ საკჳრველ არს, უკუეთუ ძჱ იქმს...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ნუუკუე შენ უფროჲს ხარა მამისა ჩუენისა აბრაჰამისა?“ (8,53).:

...ვითარმედ უზეშთაეს არს მისა, რაჲთა ფრიადითა სიმაღლითა უზეშთაეს წინაჲსწარმეტყუელთასა იხილვოს; რამეთუ ვინაჲთგან მარადის წინაჲსწარმეტყუელით ჰხადოდეს მას, ამისთჳს იტყოდა, ვითარმედ: „სიტყუაჲ ჩემი არა დაეტევის თქუენ შორის“; და პირველ იტყოდა, ვი-თარმედ: „აღადგენს მკუდართა“, ხოლო აქა იტყჳს, ვითარმედ: „არა იხილოს სიკუდილი, რომელსა ვჰრწმენე“, რომელ-ესე ფრიად უზეშთაეს არს, არახილვაჲ სიკუდილისაჲ ყოლადვე, ვიდრეღა აღდგომაჲ სიკუდილისაგან. ამისთჳსცა იგინი უფროჲსად განფიცხნებოდეს და იტყოდეს: „შენ ვის ჰყოფ თავსა შენსა?“ (8,53). და ესეცა სიტყუაჲ მაგინებლობით, ესე იგი არს, ვითარმედ: შენ თავსა შენსა დიდ-ჰყოფ. ხოლო ქრისტემან ამის სიტყჳსა მიმართ მიუგო მათ:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „უკუეთუ მე ვადიდებ თავსა ჩემსა, დიდებაჲ ჩემი არარაჲ არს“ (8,54).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ესმა, ვითარმედ: „ნუუკუე შენ უფროჲს ხარა მამისა ჩუენისა აბრაჰამისა?“ და ფრიადისა მის უძლურებისა მათისაებრ არა ჰრქუა, თუ: ჰე, უზეშთაეს ვარ, არამედ ჴელოვნებით ყო სიტყუაჲ თჳსი. ხოლო რაჲ არს სიტყუაჲ ესე, თუ: „დიდებაჲ ჩემი არარაჲ არსო“? ვითარ არარაჲ არს დიდებაჲ მისი? გარნა მათა მიმართ არს არარაჲ, რამეთუ ვი-თარცა სხუასა ადგილსა იტყჳს: „წამებაჲ ჩემი არა არს ჭეშმარი...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მთ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მოსე მოგცა თქუენ შჯული, და არავინ თქუენგანი ჰყოფს შჯულსა. რაჲსათჳს მეძიებთ მე მოკლვად?“ (7,19).:

...სწორ-ჰყოფს თავსა თჳსსა ღმრთისა თანა. ხოლო არა მათისა იჭჳსა და ჰაზრისაჲ იყო, არამედ ჭეშმარიტი იყო, და იგიცა თავადი ესრეთ იტყოდა და დაამტკიცებდა მარადის, ვითარმედ სწორ ღმრთისა არს; რამეთუ სიტყუაჲ იგი, რომელ თქუა, თუ: „ვითარცა მამაჲ აღადგინებს მკუდართა და ცხოველ-ჰყოფს, ეგრეთვე ძჱ, რომელთაჲცა ენებოს, ცხოველ-ჰყოფს“, და კუალად: „რაჲთა ყოველნი პატივ-სცემდენო, ვითარცა პატივ-სცემენ მამასა“, და ვითარმედ: „საქმეთა, რომელთა იგი იქმს, მეცა ვიქმ“, - ესე ყოველი სწორებისა მომასწავებელი არს. და შჯულისათჳს უკუე იტყჳს, ვი-თარმედ: „ნუ ჰგონებთ, თუ მოვედ დაჴსნად შჯულისა და წინაჲსწარმეტყუელთა“. ესრეთ იცოდა უკეთურებათა მათცა გონებისათა აღჴოცად, ხოლო სწორებისა მის გულისსიტყუასა მათსა არა თუ ოდენ არა აღჰ-ჴოცს, არამედ დაამტკიცებსცა. ამისთჳსცა სხუასა ადგილსა თქუეს მათ: „თავსა შენსა ღმერთ-ჰყოფ“; არა გარემიაქცია იჭჳ იგი, არამედ დაამტკიცაცა და თქუა, ვითარმედ: „რაჲთა სცნათ, თუ ჴელმწიფებაჲ აქუს ძესა კაცისასა ქუეყანასა ზედა შენდობად ცოდვათა, ჰრქუა განრღუეულსა მას, ვითარმედ: აღდეგ, აღიღე ცხედარი შენი და წარვედ სახედ შენდა“....

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „გარდამოვჴედ, არა რაჲთა ვყო ნებაჲ ჩემი, არამედ ნებაჲ მომავლინებელისა ჩემისაჲ“ (6,38).:

...მინდა, უკუეთუმცა აღგზებულ იყო“? ხოლო უკუეთუ შენცა ესევე გნებავს და მამასაცა, ესე საცნაურ არს, ვითარმედ ერთი ნებაჲ არს ორთაჲვე, რამეთუ სხუასაცა ადგილსა იტყჳს, ვითარმედ: „ვი-თარცა მამაჲ აღადგინებს მკუდართა და ცხოველ-ჰყოფს, ეგრეთვე ძჱ, რომელთაჲ ჰნებავს, ცხოველ-ჰყოფს“. რაჲ არს უკუე ნებაჲ მამისაჲ? რაჲთა არა წარწყმიდოს მათგანი ერთიცა. ხოლო ესე შენცა გნებავს, უფალო! არა არს უკუე შენი ნებაჲ სხუაჲ და მამისაჲ სხუაჲ. რამეთუ ქუემორე იტყჳს, ვითარმედ: „რაოდენგზის ვინებე შეკრებაჲ შვილთა შენთაჲ, და არა ინებეთ!“ ; რაჲ არს უკუე სიტყუაჲ ესე, რომელსა იტყჳს? გარნა ესე არს, ვითარმედ: არა თუ ამისთჳს მოსრულ ვარ, რაჲთამცა სხუაჲ რაჲმე ვქმენ, რომელი მამასა არა ჰნებავს, და არა თუ მე სხუაჲ რაჲმე ნებაჲ მაქუს, რომელი მამასა არა აქუს, რამეთუ „ყოველივე მამისაჲ ჩემი არს, და ჩემი მამისაჲ არს“. აწ უკუეთუ ყოველივე მამისაჲ და ძისაჲ ზოგადი არს, კეთილად სამე იტყჳს, ვითარმედ: „არა მოვედ, რაჲთამცა ჩემი ნებაჲ ვქმენ“, რამეთუ არცა მაქუსო ნებაჲ, რომელი მამასა არა ჰნებავს. ხოლო ესე აქა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „უკუეთუ მე ვწამებ თავისა ჩემისათჳს, წამებაჲ ჩემი არა არს ჭეშმარიტ. სხუაჲ არს, რომელი წამებს ჩემთჳს, და ვიცი, რამეთუ ჭეშმარიტ არს წამებაჲ მისი“ (5,31-32).:

...ლი დაჯდეს მსაჯულად, და ვითარმედ სწორი მამისაჲ აქუს ჴელმწიფებაჲ და ძალი, და ენება ამის ყოვლისა დამტკიცებაჲ, ამისთჳს თქუა სიტყუაჲ ესე პირველად, რომელ მათსა ბუნებასა შინა იყო, ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: მე ვთქუ, რამეთუ: „ვითარცა მამაჲ აღადგინებს მკუდართა და ცხოველ-ჰყოფს, ეგრეთვე ძჱ, რომელთაჲცა ენებოს, ცხოველჰყოფს“; და ვითარმედ: „მამაჲ არავის შჯის, არამედ ყოველი საშჯელი მოსცა ძესა“; და ვითარმედ: „რომელი პატივ-სცემდეს ძესა, იგი პატივ-სცემს მამასა“; და ვითარმედ: „ჯერ-არს ვითარცა მამისაჲ, ეგრეთვე ძისა პატივი“; და ვითარმედ: „რომელმან სიტყუანი ჩემნი ისმინნეს და ჰრწმენეს, არა შევიდეს საშჯელსა, არამედ გარდაიცვალოს სიკუდილისაგან ცხორებად“; და ვითარმედ: „მკუდართა ისმინონ ჴმისა ჩემისაჲ, რომელთამე აწ და რომელთამე უკუანაჲსკნელ“; და ვითარმედ: „ყოველთა სიტყუაჲ მოვჰჴადო საქმეთა მათთათჳს“. ; ;...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ლთ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მამაჲ არავის შჯის, არამედ ყოველი საშჯელი მოსცა ძესა, რაჲთა ყოველნი პატივ-სცემდენ ძესა, ვითარცა-იგი პატივ-სცემენ მამასა“ (5,22-23).:

...ლედ მოიყვანა, ვითარმედ: „მამასა უყუარს ძჱ და ყოველივე უჩუენა მას, რაოდენსაცა იგი იქმს, და უფროჲსი ამისა უჩუენოს მას საქმჱ“. და კუალად სიმაღლედ აღიყვანა სიტყუაჲ თჳსი, ვითარმედ: „ვითარცა მამაჲ აღადგინებს მკუდართა და აცხოვნებს, ეგრეთვე ძჱ, რომელთაჲ ჰნებავს, აცხოვნებს“. და ამისა შემდგომად კუალად თქუა სიტყუაჲ, ერთბამად სიმდაბლისაცა მომასწავებელი და სიმაღლისაჲცა, ვითარმედ: „მამაჲ არავის შჯის, არამედ ყოველი საშჯელი მოსცა ძესა“, და კუალად აღიყვანა სიმაღლედ, ვითარმედ: „რაჲთა ყოველნი პატივ-სცემდენ ძესა, ვითარცა-იგი ყოველნი პატივ-სცემენ მამასა“.

ჰხედავა, ვითარ თჳთოფერ-ჰყოფს სიტყუასა თჳსსა და მაღლითა და მდაბლითა სიტყჳთა და სახელითა ქსოვს მას, რაჲთა მაშინდელთა მიერცა შესაწყნარებელ იქმნეს და შემდგომთაცა ნათესავთა არარაჲ ევნოს? რამეთუ ჩუენ გულისხმა-ვჰყოფთ, ვითარმედ მიზეზი მდაბალთა სიტყუათა მისთაჲ ყოველივე ღმრთივშუენიერ არს და მაღალ, რამეთუ ჩუენთჳს იქმოდა, რაჲთა ვისწაოთ სიმდაბლჱ, და რაჲთა გჳჩუენოს ცხორებაჲ, რამეთუ მის მიერ იქმნების, რომელსაცა თავადი მოასწავებდა სხუასა ადგილსა და იტყოდა, ვითარმედ: „ამას ვიტყჳ, რაჲთა თქუენ სცხოვნდეთ“. რამეთუ ვინაჲთგან იოვანეს...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი გ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „პირველითგან იყო სიტყუაჲ, და სიტყუაჲ იგი იყო ღმრთისა თანა, და ღმერთი იყო სიტყუაჲ იგი“ (1,1).:

...(იოან.14,10) და კუალად იტყოდა, ვითარმედ: „ესოდენ ჟამ თქუენ თანა ვარ, და არა მიცი მე, ფილიპე? რომელმან მიხილა მე, იხილა მამაჲ ჩემი“; და: „ვითარცა მამაჲ აღადგინებს მკუდართა და ცხოველ-ჰყოფს, ეგრეთვე ძჱ, რომელ-თაჲ ჰნებავს, ცხოველ-ჰყოფს“; და: „ვითარცა მიცის მე მამამან, მეცა ვიცი მამაჲ“; და: „მე და მამაჲ ერთ ვართ“. და ყოველსა ადგილსა განუყოფელობასა თჳსსა აჩუენებს მამისაგან.

ხოლო ჴელმწიფებასა თჳსსა აჩუენებს სიტყუათა მათ მიერ, რაჟამს ეტყოდა კეთროვანსა: „მნებავს, განწმიდენ!“ ; და: „შენ გეტყჳ, ეშმაკო, განვედ მაგისგან!“ და კუალად: „გასმიეს, რამეთუ ითქუა პირველთა მათ მიმართ: ნუ კაც-ჰკლავ; ხოლო მე გეტყჳ თქუენ: რომელი განურისხნეს ძმასა თჳსსა ცუდად, თანამდებ არს გეჰენიასა“. და მრავალსა ესევითარსა იტყჳს და იქმს, რაჲთა გამოაჩინოს თჳსი ჴელმწიფებაჲ, რამეთუ ერ-თიცა ოდენ ამათ სიტყუათაგან...

სრულად ნახვა