თ ა რ გ მ ა ნ ი: ამით სიტყჳთა იგიცა განამტკიცა სარწმუნოებასა ზედა და განაკრთვნა ფარისეველნი, რამეთუ იყვნეს მუნ მის თანა. ხოლო თუ: „შჯად სოფელსა ამას მოვედ“, ესე იგი არს, რაჲთა უმეტესისა ტანჯვისა თანამდებ იქმნნენ იგინი, რომელთა დასაჯეს იგი, და იგინი არიან დაშჯილნი. ხოლო აქა ორთა ხედვათა იტყჳს და ორთა სიბრმეთა: სულიერსა და ჴორციელსა.
სახარებაჲ იოვანესი 9:39
...გლახაკთა, ვითარ არცა ერთითა რაჲთ დაიჴსნებოდეს კეთილისა ჩუეულებისაგან. ამისთჳს ესევითარი "ჯერ-არსი" და "რაჲთაჲ" მრავალსა ადგილსა გეპოების წმიდათა წერილთასა; არა მიზეზისა, არამედ თჳთ საქმეთა ქმნისა წარმოსაჩინებელად, ვითარ-იგი "შჯად სოფლისა მოვედ, რაჲთა, რომელნი არა ხედვიდეს, ხედვიდენ, და რომელნი ხედვიდენ, დაბრმენ" (). და კუალად: "შჯული შორის-შემოვიდა, რაჲთა განმრავლდეს ცოდვაჲ" (). არამედ არცა შჯული განმრავლებად ცოდვისა მოეცა, არცა უფალი დაბრმობად მოვიდა. გარნა სრულებად საქმისა იჴუმევის "რაჲთაჲ" ესევითართა შინა ადგილთა, და არა მიზეზთა მაუწყებელად.
მოციქულისაჲ: შეკრებასა მას უკუე თქუენსა ერთად (11,20).
თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: შეკრებაჲ იგი სიყუარულისა სასწაული არს, ხოლო არა სიყუარულით იქმნების, ვინაჲთგან არა საზოგადო არს საზრდელი მდიდრისა და გლახაკისაჲ.
მოციქულისაჲ: არა არს ეკლესიაჲ პურის საჭმელ (11,20).
თარგმანი: უსაკუთრეს არს, ვითარმედ: არა არს საუფლოჲსა სერისა ჭამაჲ. ესე იგი არს, ვითარმედ სერობაჲ იგი თქუენი არა არს მსგავს საუფლოჲსა მის სერობისა, ოდეს-იგი უფალმან სიონს შინა ინაჴ-იდგა მოწაფეთა თანა; და არა ხოლო სხუანი, არამედ განმცემელიცა სწორებით გამოიზარდებოდა მათ თანა. ხოლო შ...
...რს სიტყუაჲ ესე, თუ: „ცოდვასა შინა შობილ ხარ ყოლად“? რამეთუ აქა სიბრმესაცა მისსა აყუედრებენ უკეთურებით, და აჩუენებდეს, ვითარმედ ცოდვათათჳს იშვა ბრმად, რომელი-იგი შეუძლებელ იყო. და ამისთჳს ქრისტე იტყოდა, ვი-თარმედ: „შჯად მოვედ მე სოფელსა ამას, რაჲთა რომელნი არა ჰხედვიდეს, ჰხედვიდენ, და რომელნი ჰხედვიდეს, დაბრმენ“.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ცოდვასა შინა შობილ ხარ ყოლად, და შენ გუასწავებ ჩუენ?“ (9,34).
თ ა რ გ მ ა ნ ი: და რაჲ თქუა კაცმან მან? არა თუ თჳსი წესი დადვა, არამედ ყოველთა მიერ საცნაური საქმჱ თქუა, ვითარმედ: „ვიცით, რომელ ცოდვილთასა ღმერთი არა ისმენს“ (9,31). „და განჴადეს იგი გარე“ (9,34). იხილე ჭეშმარიტებისა იგი ქადაგი, ვითარ სიგლახაკჱ სიბრძნისა არა დამაყენებელ იქმნა. ჰხედავა, რაოდენი ჰრქუეს მას, და მან საქმით და სიტყჳთ ჭეშმარიტებაჲ წამა?
სწავლაჲ ნჱ: ვითარმედ ჯერ-არს სწავლაჲ წმიდათა წერილთაგან და განყენებაჲ ბოროტთა ხედვათაგან
ესე ყოველი წერილ არს, რაჲთა ჩუენ ვჰბაძვიდეთ. რამეთუ უკუე-თუ გლახაკმან და ბრმამან, რომელსა არცა ეხილვა იგი, ესეოდენი კადნიერებაჲ აჩუენა და მათ ყოველთა წინააღუდგა, განმჴეცებულ-თა და ეშმაკეულთა, და ირჩია განვრდომაჲ გარე, ვიდრე დათრგუნვაჲ ჭეშმარიტებისაჲ, რაოდენ უმეტესად თანაგუაც, რომელთა ესეოდენი ჟამი სარწმუნ...
...ლმწიფებაჲ აქუნდა მას, რაჲთამცა ესრეთ დაუტევა.
ხოლო რომელნიმე იტყჳან, ვითარმედ: ესე სიტყუაჲ, რომელსა იტყჳს, თუ: „რაჲთა იდიდოს ღმერთი“, ესე არა მიზეზისაჲ არს, არამედ აღსასრულისაჲ, ვითარცა რაჟამს იტყოდის, ვითარმედ: „შჯად სოფლისა ამის მოსრულ ვარ მე; რომელნი არა ხედვიდეს, და ჰხედვიდენ, და რომელნი ხედვიდეს, დაბრმენ“; და კუალად პავლე იტყჳს, ვითარმედ: „გულისხმისსაყოფელი ღმრთისაჲ ცხადად მათა იქმნა, რაჲთა იქმნენ იგინი უსიტყუელ“, ხოლო მან არა თუ ამისთÂს უჩუენა, რაჲთა იყვნენ უსიტყუელ. და კუალად სხუასა ადგილსა იტყჳს, ვითარმედ: „შჯული შემოვიდა, რაჲთა განმრავლდეს ნაკლულევანებაჲ“, ; და იგი არა ამისთჳს შემოვიდა, არამედ რაჲთა დაეყენოს ცოდვაჲ.
ჰხედავა, ვითარ იპოვების, რამეთუ აღსასრულისათჳს არს? რამე-თუ ვითარცა ხუროთმოძღუარმან ვინმე ჴელოვანმან ნახევარი აღაშენის სახლისაჲ და ნახევარი დაუტევის, რაჲთა უკუეთუ ვინ იტყოდის აღ-შენებულისა მისთჳს, თუ არა მისი აღშენებული არს, ნაკლულევანისა მის აღსრულებითა გამოაჩინოს, ვითარმედ იგიცა მასვე უქმნიეს, ეგრეთვე ქრისტემან ვითარცა სახლი რაჲმე დარღუეული განაახლის ჩუენი...
...ბენ და კმა არს მათდა, უკუეთუ ტაბლაჲ იგი მდიდარ იყოს. აწ უკუე შენისა მის ტაბლისა სიმდიდრე, ჵ მეუფეო, ესრეთ დიდ არს და გარდამატებულ, რომელ ნაბიჭევი ხოლო კმა არს აღვსებად ჩემდა ფრიადითა კეთილითა, არა ჩემდა ოდენ, არამედ სხუათაცა მრავალთა. კეთილად იტყოდა უფალი სხუასა ადგილსა, ვითარმედ: „სჯად ამას სოფელსა მოსრულ ვარ“, რამეთუ აჰა ესერა დიდ იქმნებოდა ამის დედაკაცისაგან დასჯილებაჲ ჰურიათაჲ.
ესე შეურაცხ იქმნა და არავე წარვიდა, არამედ სიტყუათა მათ სიბრძნისათა წარმოიტყჳს. ხოლო იგინი პატივ-იცემებოდეს და ბევრეულთა ქველისმოქმედებათა ღირს იქმნებოდეს და უმადლოებითა სავსე იყვნეს და ყოველსავე უგულებელს-ჰყოფდეს, ვიდრეღა სრულიადი განდგომილებაჲ იზრახეს. ხოლო უფალმან არა მისცა მათ ყოვლადვე მიზეზი. ამისთჳსცა აღსასრულადმდე მათ თანა დაადგრა, ასწავებდა და ჰკურნებდა ყოველსავე სენსა და ყოველსავე ცისად-ცისად გუემულებასა და წარმართთა მიმართ არა მივიდოდა, არამედ ძაღლად სახელ-სდვა მათ და ჰურიათა - შვილად. ხოლო ვინაჲთგან უშჯულოთა მათ არა შეჰრცხუენა, არცა შეძრწუნდეს ჴელისა მიყოფად მის ზედა, წინაუკუმოიქცა სახელი ესე, და იქმნეს იგინი ძაღლ და გამოეჴუნეს საღმრთოჲსა მის საზრდელისაგან, ვითარცა თქუა მათთჳს დავით: „მიიქცენ მწუხრი და [და]ყმებოდიან, ვითარცა ძაღლნი“....