მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ ლუკაჲსი 5:1

1. და იყო ვითარ ერი იგი დაესხმოდა მას სმენად სიტყუასა ღმრთისასა, და თავადი დგა კიდესა თანა ტბისა მის გენესარეთისასა.2. და იხილნა ორნი ნავნი, მდგომარენი კიდესა მის ტბისასა; ხოლო მესათხევლენი იგი გამოვიდეს ნავისა მისგან და განჰრცხიდეს ბადეთა.
სახარებაჲ ლუკაჲსი თავი 5
1. და იყო ვითარ ერი იგი დაესხმოდა მას სმენად სიტყუასა ღმრთისასა, და თავადი დგა კიდესა თანა ტბისა მის გენესარეთისასა.
სიტყვა იჱ-ას კვირიაკესა ზედა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

და ვითარცა იხილა სვიმონ პეტრე შეუვრდა მუხლთა იესოსა და ჰრქვა მას: განვედ ჩემგან, რამეთუ კაცი ცოდვილი ვარ, უფალო! ( ლუკ. ე, ჱ).

საკვირველმან თევზისა ნადირობამან, რომლისა მოთხრობა დღეს წაკითხულ იქმნა სახარებითგან, განაცვიფრა და შეაშინა პეტრე. მან, სიყრმითგან გამოცდილმან თევზის ნადირობასა შინა, მთელი ღამე ინადირა ტბასა ზეადა გენესარეთისასა და ვერა რა დაიჭირა; გარნა აწ, ერთითა მხოლოდ სიტყვითა იესო ქრისტესითა, ურიცხვი სიმრავლე თევზისა შთავარდა ბადესა შინა მისსა. ესრედ, რომელ ვერ შეეძლო ამოღება მისი წყალითგან, ვიდრემდის არ მოეხმარნენ სხვანი მეთევზენი. ამ სასწაულმან ცხადად უჩვენა მას, რომელ მოძღვარი იგი არ იყო უბრალო ვინმე კაცი, არამედ თვით უფალი და მბრძანებელი ყოვლისა ბუნებისა. მაშინ განკვირვებული იგი მეთევზე შეუვრდა მუხლთა იესოსთა და ჰრქვა მას: განვედ ჩემგან, რამეთუ კაცი ცოდვილი ვარ უფალო! რასა ნიჰშნავს, ძმანო. ესე მოქმედება სვიმონ პეტრესი? რისთვის შეეშინდა მას და ან რისთვის სთხოვა უფალსა განსვლა მისგან? ვგონებ, მას უნდა გაჰხარებოდა, რომ ესე ვითარი სასწაულთმოქმედი შევიდა ნავსა მისსა, აკურთხა მისი შრომა და მისცა მას დიდი...

სრულად ნახვა
მოძღვრება იჱ-კვირიაკესა ზედა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

და ჰრქვა იესო: ნუ გეშინინ, სვიმონ, ამიერითგან იყო კაცთა მონადირე (ლუკ. ე, ი. )

დღეს წაკითხული სახარება წინადაგვიგებს, ძმანო, ჩვენ და შესასწავებელად შემდგომსა მოთხრობასა: უფალი იესო ქრისტე ოდესმე სდგა კლდესა ზედა გენესარეთის ტბისასა, გარემოცული უმრავლესითა ერითა, რომელ მოსრულ იყო სმენად სიტყვისა ღვთისასა, და იხილა ორი ნავი, მდგომარე კიდესა ზედა ტბისასა; ხოლო მეთევზენი, რომელთა ეკუთვნოდათ ნავები, ამზადებდნენ ბადეთა თვისთა. უფალი შევიდა ნავსა სვიმონ მეთევზისასა და უბრძანა მას, შე-რე-დგინება მცირედ კიდითგან ნავისა, დასჯდა და ასწავებდა ნავითგან ერსა. დაასრულა რა სწავლა, უბრძანა სვიმონს, შეყენება ღრმად ნავისა და დადება ბადისა ნადირობად. თუმცა სვიმონ და სხვანი მეთევზენი მრთელს ღამეს ნადირობდნენ და ვერა რა მიიღეს; გარნა, სიტყვისამებრ მოძღვრისა, დასდვეს ბადე და შეაყენეს ესოდენი სიმრავლე თევზთა, რომელ ბადენი თითქმის განსქდებოდნენ და ნავი აღივსო თევზითა. იხილეს რა უბრალოთა მათ მეთევზეთა ესრეთი საკვირველება, შეეშინა მათ ფრიად; სვიმონ პეტრე შეუვრდა მუხლთა იესოთა და ჰრქვა: განვედ ჩვენგან, რამეთუ კაცი ცოდვილი ვარ, უფალო! ხოლო უფალმან ჰრქვა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ვითარცა აღიღეს ლოდი იგი, აღიხილნა იესუ თუალნი ზეცად და თქუა: მამაო, გმადლობ შენ, რამეთუ ისმინე ჩემი. და მე ვიცი, რამეთუ ყოლადვე ისმინი ჩემი, არამედ ერისა ამისთჳს, რომელი გარემომადგს, ვთქუ, რაჲთა ჰრწმენეს, ვითარმედ შენ მომავლინე მე“ (11,41-42).:

...ა? რაჟამს-იგი ჰრქუა ეშმაკსა: „შენ გეტყჳ, განვედ მაგისგან!“ ; (5,8); და კეთროვანსა ჰრქუა: „მნებავს, განწმდი!“ ; ; და განრღუეულსა ჰრქუა: „აღიღე ცხედარი შენი, და მიგეტევნენ ცოდვანი შენნი!“ ; ; და ზღუასა ჰრქუა: „დადუმენ!“ ; რამეთუ მოციქულნიცა მრავალგზის არა ილოცვიდეს, არამედ ოდენ სახელსა იესუჲსსა სახელ-სდვიან და ქმნიან სასწაული. ხოლო უკუეთუ სახელი მისი ესევითართა საქმეთა შემძლებელ იყო ქმნად, არამცა თჳთ იგი უმეტესთა შემძლებელ იყოა? ანუ რადმცა ეჴმარა მას ლოცვაჲ? ხოლო უკუეთუმცა ლოცვაჲ ეჴმარებოდა, არამცა შემძლებელ იყო სახელი მისი ესევითართა საქმეთა ქმნად. ანუ ოდეს-იგი შეიქმოდა კაცსა, რომელი ლოცვაჲ იჴმარა? არა ჰხედავა მუნ ერთარსებასა მას, ვითარმედ: „ვქმნეთ კაცი“?

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი კდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რაბი, ვიცი, რამეთუ ღმრთისა მიერ მოსრულ ხარ შენ მოძღურად, რამეთუ ვერვის ჴელ-ეწიფების სასწაულთა ამათ საქმედ, რომელთა შენ იქმ, უკუეთუ არა ღმერთი იყოს მის თანა“ (3,2).:

...არარას იქმს წინააღმდგომსა მამისასა. ამისთჳსცა სიტყჳთ მრავალგზის სიმდაბლით იტყჳს უფალი, ხოლო საქმით, რა-ჟამს იქმნ სასწაულთა, გამოაჩინებნ მუნ თჳსსა ჴელმწიფებასა, ვითარ ცა-იგი რაჟამს ჰრქუა კეთროვანსა: „მნებავს, განწმდი!“ ; ; და: „ჭაბუკო, აღდეგ!“ და: „მიგეტევნენ შენ ცოდვანი შენნი!“ და: „აღიღე ცხედარი შენი და ვიდოდე!“ ; და: „შენ გეტყჳ, ეშმაკო, განვედ!“ და ვითარმედ: „იყავნ შენდა, ვითარცა გნებავს!“ და: „დღეს ჩემ თანა იყო სამოთხესა“. და ყოვლისაგანვე ვხედავთ ჴელმწიფებასა მისსა, რამეთუ საქმეთათჳს არავის აქუნდა სიტყუაჲ, ხოლო სიტყუათათჳს მრავალნი დაჰბრკოლდიან, უგუნურნი იგი, და იტყოდიან, ვითარმედ: ზუაობით იტყჳს. ამისთჳსცა ნიკოდემოსს ცხადად მაღალსა სიტყუასა არა ეტყჳს, არამედ იგავით ასწავებს თჳსსა ძალსა, ვითარმედ შემძლებე...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი იჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „იყო ანდრია, ძმაჲ სიმონისი, ერთი ორთაგანი, რომელთა ესმა იოვანესგან, და მისდევდეს მას“ (1,40).:

...თქუმაჲ სახელისაჲ მის, რამეთუ ანდრიაჲს სახელისა თქუმაჲ საჴმარ იყო, რამეთუ ქუემორე უწოდს იგი ძმასა თჳსსა. და კუალად რაჟამს გესმეს, ვითარმედ: ჰრქუა იესუ სიმონ-პეტრეს: „შემომიდეგ მე, და გყვნე თქუენ მონადირე კაცთა“, ; ; და მას არა უცხოდ აღუჩნდა სიტყუაჲ ესე, რაჲთა სცნა, ვითარმედ მიეღო სარწმუნოებაჲ მისი პირველითგან ძმისა მისისაგან.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მოიქცა იესუ და იხილნა იგინი, მი-რაჲ-სდევდეს, და ჰრქუა მათ: რასა ეძიებთ?“ (1,38).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ამის მიერ გულისხმა-ვჰყოფ, ვითარმედ არა უსწრობს ღმერთი ჩუენთა განზრახვათა ნიჭითა თჳსითა, არამედ რაჟამს ჩუენ ვიწყოთ ნებებად კეთილისა, მაშინ იგი მრავალთა ნიჭთა მისთა მოჰფენს ჩუენ ზედა. „რასა ეძიებთო?“ რაჲ არს სიტყუაჲ ესე? რომელმან-იგი იცნის გულისზრახვანი კაცთანი და დაფარულთა მხედველ არს, იგი ჰკითხვიდაა? არამედ არა თუ ამისთჳს ჰკითხვიდა, რაჲთამცა ცნა (რამეთუ რად უჴმდა მას ამისთჳს კითხვაჲ?), არამედ ჰკითხა, რაჲ-თამცა ესრეთ უმეტეს მისცა კადნიერებაჲ. და ღირს-ყვნა სიტყუად და გულნი მათნი მხიარულ-ყვნა, რამეთუ იყვნეს მისა უმეცარ და უეჭუელად ჰრცხუენოდამცა სიტყუად, რამეთუ დიდად აქუნდა იგი სიტყჳსა მისგან მოძღურის...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ნზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მიუგო იესუ და ჰრქუა მას: ჵ ნათესავი ურწმუნოჲ და გულარძნილი! ვიდრემდე თქუენ თანა ვიყო? ვიდრემდე თავს-ვიდებდე თქუენსა? მომგუარეთ მე იგი აქა! და ვითარცა მოჰგუარეს, შეჰრისხნა მას იესუ, და განვიდა მისგან ეშმაკი იგი, და განიკურნა ყრმაჲ იგი მიერ ჟამითგან“ (17,17-18).:

...უფალმან: „რაჲ ძალ-გიც, ყოველივე შესაძლებელ არს მორწმუნისა“. რამეთუ ოდეს-იგი კეთროანმან მან ჰრქუა: „უფალო, უკუეთუ გინდეს, ძალ-გიც განწმედაჲ ჩემი“, და წამა დიდი იგი ჴელმწიფებაჲ მისი, აქო იგი უფალმან და დაამტკიცა სიტყუაჲ მისი და ჰრქუა: „მნებავს, განწმიდენი!“ ხოლო ამან ვინაჲთგან ვერარაჲ ღირსი ჴელმწიფებისა მისისაჲ თქუა, არამედ „რაჲ ძალ-გიც, შემეწიეო“, მიუგო იესუ: „რაჲ ძალ-გიც, ყოველივე შესაძლებელ არს მორწმუნისა“. ხოლო სიტყუაჲ ესე ესრეთ არს, ვითარმედ: ესოდენ არს სიმდიდრე ძლიერებისაჲ ჩემ თანა, ვიდრეღა ჴელმეწიფების სხუათაცა მიცემად მადლი სასწაულთმოქმედებისაჲ. და შენცა, უკუეთუ ვითარცა ჯერ-არს, გრწმენეს ჩემდა მომართ, ძალ-გედვას ამისაცა განკურნებად და სხუათა მრავალთა. ესე რაჲ თქუა, განკურნა ყრმაჲ იგი.

ხოლო ჩუენ ნუ ამისგან ხოლო გულისჴმა-ვჰყოფთ განგებულებასა მისსა და მოღუაწებასა კაცთასა და სიმრავლესა ქველისმოქმედებისა მისისასა, რომელ განჴადა ეშმაკი იგი, არამედ მისვე ჟამისაგან, ვინაჲცა შეუნდო შესლვად მისა. რამეთუ უკუეთუმცა არა წამის-ყოფაჲ კაცთმოყუარებისა მისისაჲ ჰფარვიდა, ადრევემცა მოეკლა იგი სულსა მას არაწმიდასა, ოდესიგი ცეცხლსა შთააგდებდა და წყალსა, რაჲთამცა წარწყმიდა იგი, უკუეთუმცა არა აყ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი კთ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და შევიდა ნავსა და წიაღჴდა და მოვიდა თჳსა ქალაქად. მაშინ მოართუეს მას განრღუეული, ცხედარსა ზედა მდებარე. და იხილა იესუ სარწმუნოებაჲ იგი მათი და ჰრქუა განრღუეულსა მას: ნუ გე-შინინ, შვილო, მიგეტევნენ შენ ცოდვანი შენნი!“ (9,1-2).:

...კჳრველებისა, რაჲთა არა ბუნებაჲ იგი ჴორცთაჲ არაჭეშმარიტად შეჰრაცხონ.

ხოლო განრღუეულისა მისთჳს მათე იტყჳს, ვითარმედ: „მოართუეს მას განრღუეული, ცხედარსა ზედა მდებარე“. და სხუანი მახარებელნი იტყჳან, ვითარმედ: სართული სახლისაჲ აღსძარცუეს და გარდაუტევეს იგი წინაშე იესუჲსა, ; და იხილა რაჲ სარწმუნოებაჲ მათი, უძლურისაჲცა და მოღუაწეთაცა მისთაჲ (რამეთუ ორთასავე მოასწავებს სარწმუნოებასა, გარნა უმეტესი განრღუეულისაჲ მის იყო), ამისთჳსცა ესმა სანატრელი იგი და საწადელი ჴმაჲ სახიერისა უფლისაჲ: „ნუ გეშინინ, შვილო, მიგეტევნენ შენ ცოდვანი შენნი!“ ჵ სიტყუაჲ ესე ტკბილი და სასურველი! ჵ ვინმცა მასმინა ჴმაჲ ესე დიდებული! გარნა შენ, სახიერო მეუფეო, თქუ ჩემდა მომართცა აურაცხელისა წყალობისა შენისათჳს, რამეთუ ყოველივე ძალგიც, მაცხოვარო!

არამედ ესეცა ჩუენ ზედა არს, ძმანო, უკუეთუ შორს-ვყვნეთ თავნი ჩუენნი ბოროტთაგან და შეუვრდეთ მას სარწმუნოებითა მჴურვალითა, თქუას ჩუენდა მომართცა: „მიგეტევნენ ცოდვანი“, რამეთუ წადიერ არს იგი მიუთხრობელისა მის სახიერებისა მისისათჳს მოტევებად ცოდვათა ჩუენთა, და მიზეზსა ოდენ ეძიებს ჩუენ მიერ შეწყალებად ჩუენდა უხუად მომნიჭებელი იგი.

„ნუ გეშინინ, შვილო, მიგეტევნენ ცოდვანი შენნი!“ ჴელმწიფებითა დი...

სრულად ნახვა