მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 11:18

17. და ეტყჳედ მათ: გისტჳნევდით თქუენ, და არა ჰროკევდით, გიგოდებდით, და არა იტყებდით.18. რამეთუ მოვიდა იოვანე, არცა ჭამდა, არცა სუმიდა, და იტყჳან, ვითარმედ: ეშმაკეულ არს.19. მოვიდა ძე კაცისაჲ, ჭამს და სუამს, და იტყჳან: აჰა კაცი მჭამელი და ღჳნის-მსუმელი, მეგობარი მეზუერეთა და ცოდვილთაჲ. და განმართლდა სიბრძნე შვილთაგან თჳსთა.
სახარებაჲ მათესი თავი 11
18. რამეთუ მოვიდა იოვანე, არცა ჭამდა, არცა სუმიდა, და იტყჳან, ვითარმედ: ეშმაკეულ არს.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი იდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მიერითგან იწყო იესუ ქადაგებად და სიტყუად: „შეინანეთ, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათაჲ“ (4,17).:

...ქუნდეს ურცხჳნოთა მათ და მედგართა ჰურიათა, ვითარცა უფალმან ბრძანა, ვითარმედ: „მოვიდა იოვანე, არცა ჭამდა, არცა სუმიდა, და იტყჳან, ვითარმედ: ეშმაკეულ არს. მოვიდა ძე კაცისაჲ, ჭამს და სუამს, და იტყჳან: აჰა კაცი მჭამელი და ღჳნისმსუმელი, მეგობარი მეზუერეთა და ცოდვილთაჲ. და განმართლდა სიბრძნე შვილთაგან თჳსთა“.

და კუალად შუენიერცა იყო და ჯეროვან სხჳსა მიერ წამებაჲ და ქადაგებაჲ მისთჳს, და უფროჲსად ესევითარისა საკჳრველისა კაცისაგან, რამეთუ უკუეთუ ესოდენთა და ესევითართა წამებათა ზედა ეტყოდესვე ურჩულონი იგი, ვითარმედ: „შენ თავისა შენისათჳს სწამებ, წამებაჲ შენი არა არს ჭეშმარიტ“, უკუეთუმცა ყოვლადვე არარაჲ ეთქუა იოვანეს, არამედ თავადსამცა ეწყო პირველითგანვე თავისა თჳსისათჳს ქადაგებად, რავდენ უმეტესიმცა და უძჳრესი თქუეს სავსეთა მათ ყოვლითავე საეშმაკოჲთა საქმითა.

ამისთჳს არა ქადაგა პირველ მისა, არცა სასწაული ქმნა, ვიდრემდის მიეცა იგი საპყრობილედ, რაჲთა არა იქმნას განწვალებაჲ ერისაჲ, არამედ ყოველნი მივიდოდინ იოვანესა და ისმენდენ ქადაგებასა, რომელსა ქადაგებდა და წამებდა უფლისათჳს და ეტყოდა ყოველთა, ვითარმედ იგი არს ჭეშმარიტად ქრისტე, ძე ღმრთისაჲ, რაჲთა უკუანაჲსკნელ არა აქუნდეს სიტყუაჲ თქუმად, ვით...

სრულად ნახვა