მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 11:19

18. რამეთუ მოვიდა იოვანე, არცა ჭამდა, არცა სუმიდა, და იტყჳან, ვითარმედ: ეშმაკეულ არს.19. მოვიდა ძე კაცისაჲ, ჭამს და სუამს, და იტყჳან: აჰა კაცი მჭამელი და ღჳნის-მსუმელი, მეგობარი მეზუერეთა და ცოდვილთაჲ. და განმართლდა სიბრძნე შვილთაგან თჳსთა.20. მაშინ იწყო იესუ ყუედრებად ქალაქებისა მის, სადა-იგი იქმნნეს უმრავლესნი ძალნი მისნი, რამეთუ არა შეინანეს:
სახარებაჲ მათესი თავი 11
19. მოვიდა ძე კაცისაჲ, ჭამს და სუამს, და იტყჳან: აჰა კაცი მჭამელი და ღჳნის-მსუმელი, მეგობარი მეზუერეთა და ცოდვილთაჲ. და განმართლდა სიბრძნე შვილთაგან თჳსთა.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ლზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ვის ვამსგავსო ნათესავი ესე? მსგავს არს ყრმათა, რომელნი სხენედ უბანთა და მოუწესედ მოყუასთა თჳსთა და ეტყჳედ მათ: გისტჳნევდით თქუენ, და არა ჰროკევდით; გიგოდებდით, და არა ეტყებდით. მოვიდა იოვანე, არცა ჭამდა, არცა სუმიდა, და იტყჳან, ვითარმედ: ეშმაკეული არს. მოვიდა ძე კაცისაჲ, ჭამს და სუამს, და იტყჳან: აჰა კაცი მჭამელი და ღჳნისმსუმელი, მეგობარი მეზუერეთა და ცოდვილთაჲ“ (11,16-19).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ხოლო განმარტებაჲ სიტყჳსაჲ ამის ესრეთ არს: განყოფილი გზაჲ და ურთიერთას წინააღმდგომი ვიპყართ მე და იოვანე, რაჲთამცა ანუ მით გზითა, ანუ ამით მოვინადირეთ ერი ესე განდგომილი; ვითარცა მონადირეთა ეგულებინ რაჲ ნადირისა ძნიად სანადიროჲსა ნადირებად და სადარნოჲსა მისისაგან გამოყვანებად, ერთმან ერთკერძოჲ გზაჲ იპყრის და ერთმან - ერთკერძოჲ, - რომელმანმე ძნელოვანისა კერძი და რომელმანმე სიადვილისაჲ, - რაჲთა ერთისა ვისმე მიერ შეპყრობილ იქმნას.

ვინაჲთგან უკუე ყოველნივე კაცნი სათნო არიან მოქალაქობასა ზედა მოღუაწებისასა და მარხვისა იგი ფრიადი სიმაღლე საკჳრველად უჩნს სიფიცხისა და სიძნელისა მისისათჳს, ამისთჳს განგებულებით იქმნა პირველითგანვე ჰასაკით იოვანესით მარხვასა შინა ფრიადსა და მოღუაწებასა წარმართებაჲ მისი, რაჲთა სარწმუნო იყვნენ სიტყუანი მისნი. თქუას ვინმე, ვითარმედ: რად არა თავადმანცა იესუ ესევე იპყრა გზაჲ? არამედ უწყოდენ, ვითარმედ თავადმანცა ესევითარივე იპყრა გზაჲ, ამისთჳსცა ორმეოცი დღე იმარხა, და კუალად მიმოვიდოდა და არა აქუნდა ადგილი, სადა თავი მიიდრიკოს, და ყოველნი დღენი ქუეყანასა ზედა მოქალაქობისა მისისანი ესრეთ იწროებით და...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი XI
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
11:16-19 — თაობის ურწმუნოება:

16-17. აწ ვის ვამსგავსო ნათესავი ესე? მსგავს არს ყრმათა, რომელნი სხენედ უბანთა და მოუწესედ მოყუასთა თჳსთა და ეტყჳედ მათ: გისტჳნევდით თქუენ, და არა ჰროკევდით, გიგოდებდით, და არა იტყებდით. - აქ იუდეველთა თვითრჯულობაზეა მინიშნებული. იმის გამო, რომ თვითრჯულნი იყვნენ, არც იოვანეს სიმკაცრე მოსწონდათ და არც უბრალოება ქრისტესი, არამედ თავნება ყრმებს ჰგავდნენ, რომელთაც ადვილად ვერ აამებ; გინდა იტიროს ვინმემ მათთვის, გინდა სალამურზე დაუკრას, სულერთია, მაინც არ მოეწონებათ.

18-19. რამეთუ მოვიდა იოვანე, არცა ჭამდა, არცა სუმიდა, და იტყჳან, ვითარმედ: ეშმაკეულ არს. მოვიდა ძე კაცისაჲ, ჭამს და სუამს, და იტყჳან: აჰა კაცი მჭამელი და ღჳნის-მსუმელი, მეგობარი მეზუერეთა და ცოდვილთაჲ. - გოდებას იოვანეს ცხოვრებას ადარებს, რადგან იოვანემ სიტყვითაც და საქმითაც დიდი სიმკაცრე წარმოაჩინა, ხოლო ქრისტეს ცხოვრებას - სალამურს. უფალი ხომ ყველას მიმართ ალერსიანი იყო, რათა ყველა შეეძინა და ახარებდა რა სასუფევლის შესახებ, ოდნავადაც კი არ ჰქონდა ის სიმკაცრე, რაც - იოვანეს.

და განმართლდა სიბრძნე შვილთაგან თჳსთა. - უფალი ამბობს: რაკიღა თქვენ არც იოვანესა და არც...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ლ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და იყო, ჯდა რაჲ იგი ინაჴით სახლსა შინა, და მრავალნი მეზუერენი და ცოდვილნი თანასხდეს იესუჲს თანა ინაჴით და მოწაფეთა მისთა თანა“ (9,10).:

...ლი წუთხსა და წალასა, ვითარ უძლოს განკურნებად წყლულებისა მის? ეგრეთვე სახიერმან მკურნალმან სულთა და ჴორცთამან თავს-იდვა შესლვად ცოდვილთა და მეზუერეთა თანა, რაჲთა აცხოვნნეს იგინი. დაღაცათუ მწიგნობარნი იგი და ფარისეველნი აბრალობდეს და იტყოდეს: „აჰა კაცი მჭამელი და ღჳნისმსუმელი, მეგობარი მეზუერეთა და ცოდვილთაჲ“, ; გარნა თავადი არა მათსა მას უჯეროსა ბრალობასა ზრუნვიდა, არამედ საქმესა მას ჭეშმარიტებისასა აღასრულებდა.

ისმინეთ, მაჩუენებელნო, რომელნი მოსწრაფე ხართ, რაჲთა სახელი მმარხველობისაჲ მიიღოთ და ამის მიერ იდიდნეთ; ისმინეთ, ვითარ მეუფესა ჩუენსა მჭამელ და ღჳნისმსუმელ უწოდეს, და არა ჰრცხუენოდა მას, არცა ზრუნვიდა ამისთჳს, არამედ ენება ცხორებაჲ მრავალთაჲ, და ეგრეთცა იქმნა. რამეთუ აჰა ესერა ერთი ესე მეზუერე მოინადირა და განიყვანა მეზუერეობისაგან და ანგელოზთა თანამოდასე-ყო და ზიარებითა მით ტაბლისაჲთა არა იგი ხოლო, არამედ სხუანიცა აცხოვნნა. და ისმინეთ სიტყუაჲ ზაქესი, სხჳსა მის მეზუერისაჲ, რამეთუ ესმა რაჲ სიტყუაჲ უფლისაჲ, რომელი ჰრქუა მას, ვითარმედ: „დღეს სახლსა შინა შენსა ჯერ-არს ჩემი ყოფაჲ“, აღივსო სიხარულითა და იტყოდა: „აჰა, უფალო, ზოგი ნაყოფთა ჩემთ...

სრულად ნახვა